ისევ გამოვიტან:
აბა რა შესრულდა და რა არა 5 წელიწადში?
საქართველოს 16 გამარჯვება, რომელიც ვარდების რევოლუციამ მოგვიტანა (23 ნოემბერი, 2005)
1. აჭარის დაბრუნება
საქართველომ დაიბრუნა წართმეული აჭარა. აჭარის მოსახლეობა გათავისუფლდა შიშისა და ტირანიისგან. დაიწყო აქამდე უპრეცენდენტო მასშტაბის აღმშენებლობა. სწრაფი ტემპებით ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა. აჭარა იზიდავს დიდ ინვესტივიებს. წეკს აჭარაში გასულ წელთან შედარებით ოთხჯერ მეტი დამსვენებელი ჩავიდა.
2. გაზრდილი ბიუჯეტი, პენსიები, ხელფასები
ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ხუთხერ გაიზარდა, გაორმაგდა და დროულად გაიცემა პენსიები, გასტუმრებულია მრავალწლიანი საპენსიო და სახელფასო დავალიანებები. პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა ხელფასი აღემატება საარსებო მინიმუმს.
3. უფასო სასწრაფო დახმარება
პირველად დამოუკიდებლობის პერიოდში მთელ ქვეყანაში ამუშავდა უფასო სასწრაფო დახმარება. შენდება ახალი სამედიცინო დაწესებულებები, უფასო ამბულატორიები და პპირველადი სამედიცინო დახმარების უფასო ცენტრები, მშობიარობა გახდა უფასო.
4. გზები და ინფრასტრუქტურა
ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოში არ ყოფილა ერთდორული აღმშენებლობის ასეთი მასშტაბი. მთელ ქვეყანაში იგება გზები და უმჯობესდება ინფრასტრუქტურა. შენდენა ხიდები და 30 წლის განმავლობაში პირველად აშენდა გვირაბი.
5. უკეთესი პირობები გლეხებისთვის
გლეხები გათავისუფლდნენ მიწისა და დამატებითი ღირებულების გადასახადებისგან; საქართველოში პირველად ჩატარდა რთველი ისე, რომ მთავრობის მიერ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ გატარებული მკაცრი ზომების შედეგად ყველა გლეხმა შეძლო ყურძნის შარშანდელზე ორჯერ მეტი მოსავლის მთლიანად ჩაბარება ხელსაყრელ ფასად.
6. საერთაშორისო ავტორიტეტი
არნახულად განმტკიცდა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი. რევოლუციის შემდეგ უცხოელ სტუმართა რაოდენობა გაორმაგდა, მსოფლიოს არც ერთი სხვა ქვეყნის სახელი არ იწვევს ერთდროულად ჯვრის, წმინდა გიორგისა და ვარდების ასოციაციას.
7. გაუმჯობესებული ბიზნეს- გარემო
გამარტივდა საგადასახადო კოდექსი; შემცირდა გადასახადები; გამარტივდა ლიცენზირება; შეიქმნა ბიზნესის განვითარების უკეთესი პირობები; ქვეყანაში შემოდინება დაიწყო დიდმა ინვესტიციებმა; იხსნება საწარმოები და ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები კერძო სექტორში.
8. პოლიციის რეფორმა
რევოლუციური რეფორმის შედეგად ქართული პოლიცია ხალხის სამსახურში ჩადგა! დამყარდა წესრიგი და კანონის წინაშე ყველა თანასწორი გახდა. პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქალაქეთა უსაფრთხოებასპატიოსანი, კარგად გაწვრთნილი, კარგად აღჭურვილი და მოტივირებული პოლიციელები იცავენ.
9. განათლების დიდი რეფორმა
განხორციელდა განათლების რევოლუციური რეფორმა. პირველად საქართველოს ისტორიაში ახალგაზრდები თავისი ცოდნითა და მონდომებით დამსახურებულად გახდნენ სტუდენტები. ჩაწყობა, კომისიის წევრების მოქრთამვა და პროტექცია, რისთვისაც გასულ წლებში ათეულობით მილიონის ოდენობის ქრთამი იხდებოდა, წარსულს ჩაბარდა! ყველას მიეცა თანაბარი შანსი ცოდნით გაიკვალოს მომავალი!
10. აღმშენებლობა
ნათდება, შენდება და ლამაზდება საქართველოს ქალაქები. მთელი ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში კეთილმოწყობის სამუშაოები წელს უფრო დიდი მასშტაბებით მიმდინარეობს, ვიდრე ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთად აღებული.
11. უფრო ბედნიერი ბევშვები
ჩვენი ბავშვებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდა ასობით ახალი სპორტული მოედანი და სკვერი. შეიქმნა გაცილებით უკეთესი პირობები, რათა მათ შეეძლოთ თამაში, გართობა და ჯანსაღი ზრდა.
12. ბორჯომი-საჩუქარი ბავშვებს
აღდგა, განახლდა და აქამდე არნახულად განვითარდა ბორჯომის პარკი, რომელიც წლების მანზილზე გაპარტახებული და გაძარცვული იყო. საპრეზიდენტო პროგრამით მთელი საქართველოდან 35 ათასი ბავშვი უფასო ექსკურსიაზე იმყოფებოდა დასასვენებლად ბორჯომის პარკში. ბორჯომში წელს იყო იმდენივე დამსვენებელი, რამდენიც იქ ბოლოს 1990 წელს ჩავიდა.
13. პატრიოტთა ბანაკები
საპრეზიდენტო პროგრამით პირველად საქართველოს ისტორიაში ამოქმედდა პატრიოტთა ახალგაზრდული ბანაკები, სადაც 20 ათასამდე ახალგაზრდამ უფასოდ დაისვენა და გაიარა პატრიოტული მომზადების კურსები.
14. ძლიერი ჯარი
პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს იცავს ძლიერი, კარგად გაწვრთნილი და ორგანიზებული, კარგად აღჭურვილი და შეიარაღებული არმია.
15. ახალი სკოლები
აშენდა 28 ახალი, ხოლო კაპიტალურად გარემონტდა 180 სკოლა და 70-ში მიმდინარეობს რემონტი. 280 სკოლაში შეტანილია 1500 კომპიუტერი, ხოლო მომავალ წელს სრულად დამთავრდება ყველა სკოლის კომპიუტერიზაციის და ინვენტარიზაციის პროგრამა. მომავალ წელს უმაღლეს დონეზე გარემონტდება 300 და აშენდენა ათეულობით ახალი სკოლა.
16. იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი
საქართვეში პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ მასობრივად ამოქმედდა იაფო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებს ახალი კეთილმოწყობილი ავტობუსები ემსახურება.
საავტორო უფლებები დაცულია © 2010 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
http://www.unm.ge/index.php?sec_id=75&lang_id=GEO