ივერიელინებისმიერი პიროვნების,მისი ან მისი ოჯახის წევრის ღირსების შელახვა ,შეურაცხყოფა ეს სერიოზული დანაშაულია . წმინდა მორალური თვალსაზრისითაც და მემგონი ჩვენი კონსტიტუციაც იგივეს ამბობს.
მე მიმაჩნია შენ რომ უბრალო ფორუმელი იყო, და არა მოდერი მაშინ გამართლებული იქნებოდა შენი საქციელი.
( ანუ დატოვებდი ფორუმს იმ მიზეზით რომ ილახება ის ზნეობრივი პრინციპები რომელსაც შენ პატივს სცემ და შენი კრედოა) მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება არა მარტო შენზე აისახება, რადგან მოდერის მოვალეობა არის ხელი შეუწყოს დისციპლინას და ჯანსაღი პოლემიკისთვის აუცილებელი გარემოს წარმოქმნას.
ამ შემთხვევაში ჩემი აზრით შენ ერთერთი გამორჩეულად კარგი მოდერატორი ხარ(რასაკვირველია გაქვს ნაკლიც ,სიხისტე რომელსაც შენ ხშირად ამჟღავნებ ოპონენტებთან მიმართებაში).
ამას გწერს ადამიანი რომელსაც შენთან არანაირი შეხება არ ქონია , არც ვორნი მიმიღია და არც გულთბილი სალამი.
ამ თემაში შენი მეგობრები და კარგი ნაცნობები დაწერენ დარჩი , არ წახვიდე ,და ასე შემდეგ.
ოპონენტები (სიტყვა მტერს შეგნებულად არ ვხმარობ) კი გეტყვიან წადი , აი დარდი თუ აღარ შემოხვალ ფორუმზე.
ჩემი აზრით შენ უნდა გაითვალისწინო მესამე ნეიტრალური კატეგორიის აზრი .
აზრი იმ ხალხისა ვინც უბრალოდ იცნობს შენს მოღვაწეობას ამ ფორუმზე და პიროვნებასაც გარკვეულწილად.
მე წლებია რაც ფორუმზე შემოვდივარ დაურეგისტრირებლად იმიტომ რომ ვერ ვბედავდი რაღაცნაირად.
ვფიქრობდი ხალხი ისე ლანძღავს ერთმანეთს და ერთმანეთის ღირებულებებს რომ მეც რომ აღმოვჩნდე ესეთი ფაქტის წინაშე მერე რა ვქნა ? ..............
მოკლედ ძალიან გამიგრძელდა და მთავარ სათქმელსაც გავცდი მემგონი, ასე რომ ვეცდები მალე დავამთავრო ჩემი
სათქმელი.
დაფიქრდი რას დაკარგავს შენი წასვლით ჩვენი საზოგადოების ერთი პატარა ნაწილი რომელსაც ფორუმი ქვია.
p.s
pm არ მოგწერე შენი სურვილიდან გამომდინარე
This post has been edited by zazabichi on 6 Jun 2006, 02:51
Success is like pregnancy. Everybody congratulates you but nobody knows how many times you got fucked to achieve it.