anamch
================================================
ხოო))
ესეც "სერობა" ფორუმულად)))
ვიმოქმედოთ დენ ბრაუნივით...)
მოდით ამ ფოტოზე "მისტიკურ-ჩაკოდირებული" სიმბოლოები ვიპოვოთ..
მივბაძოთ დენიე აბდალა ბრაუნს...)
აზრზე არა ხართ რამდენ საიდუმლოს აღმოვაჩენთ....)))
მაგალითად...
დავიწყოთ Yვავათი....
შავი მაისური აცვია (და თუ არ ვცდები წარწერით -დიმუ ბორგირ)
შავი იდუმალების ფერია..
იახვე მოსეს სინას მთაზე სიბნელის, წყვდიადის სახით გამოე\ცხადა....
ესე იგი Yვავა ატარებს რაღაც იდუმალებას , საიდუმლოს..
მუდმივი ლტოლვა შეუცნობლისკენ...
ახლა დავუკვირდეთ ხელებს... ფოტოგრაფმა გენიალურად აღბეჭდა მისი ხელის მოძრაობა....
მარჯვენა ხელი ხელის გულით ზემოთ არის.. და გაშლილი მტევანი
ეს მონანიების , დალოცვის ლოდინის ჟესტია...
ამ ფიგურაში მთელი კაცობრიობის, ცოდვილი კაცობრიობის სახეა ჩაკოდირებული... რომელიც ილტვის რაღაც ნათEლისკენ მაგრამ ცოდვიანი სხეულის გამო ეშლება ხელი....
გაშლილი თმები აღნიშნავს (ეს ჩერმი ვერსიით ) მუდამ მზადყოფნას ნათელი საქმის დასაცავად...
მაგრამ აი "დიმუ ბორგირის" მაიკას რა ვუყოთ...
შავ მაიკას
მაგრამ თუ გავუკვირდებით შავი მაიკა შემოსილია ცისფერი ქურთუკით..
ცისფერი .. წმინდა ფერია...
აქ ჩადებულია მუდმივი ბრძოლა კეთილსა და ბორტს შორის..
მუდმივი არმაგედონი....
არის ვერსია რომ Yვავას ფიგურაში ავტორმა "სინათლის ანგელოზის" ალეგორიაც აღბეჭდა...
მაგრამ მისი გაწეული ხელის გულები მეტყველებს რომ ავტორი ორიგენის გავლენის ქვეშ არის
სადაც ორიგენი ამბობს რომ უფალი იმდენად მოწყალე და კეთილია რომ ბოლო ჟამს დაცემულ ანგელოზებსაც შეიწყალებს....
ნაშრომი "О началах" სადაც ეს აზრი განავითარა.. ეკლესიამ აკრძალა...
მე ერთი ფიგურა განვიხილე..
დანარჩენი სხვა ექსპერტებმა სცადონ)))))))))))
This post has been edited by UZUL on 19 May 2006, 10:06
მიმაგრებული სურათი