* * *
"წუწუნების პერიოდი საქართველოში" * * *
ვერ არის კარგად გააზრებული კენჭისყრა. კარგ საქმეში ვუჭერ მხარს და ცუდში არა. ეს არამარტო პრეზიდენტს ეხება, საერთოდ ყველას.
მოდით ამ თემას კარგად დავუკვირდეთ, შევაფასოთ გამონათქვამები და იქნება რამე დასკვნამდე მივიდეთ, რა ხდება ჩვენს თავს და რა იქნება მომავალში. მგონი დიაგნოზი დავსვი

"მთავრობას ფეხებზე კიდია ხალხი", "იგორ გიორგაძე, სარიშვილი, ნათელაშვილი მირჩევნია", "აქცევენ ქვეყანას", "ვაი რა გვეშველება" და ამ ტიპის გამონათქვამეების მოდაა ახლა. (ამოვარჩიე ყველაზე გავრცელებული და პრიმიტიული ლოზუნგები

)
მოდა კი ცვალებადია მეგობრებო, 3 წლის წინ მოდასაყოლილები ედიკას ელაქუცებოდნენ და სააკაშვილს აგინებდნენ, 2 წლის წინ მიშა-მიშას ყვიროდნენ და ედიკას აგინებდნენ, ახლა სააკაშვილს აგინებენ და ოპოზიციას მისტირიან.
მოვლენები კი ვითარდება საკმაოდ ბუნებრივი მიმართულებით და ტემპებით, საოცარია, რომ ზოგიერთი სხვა რამეს მოელოდა. მაინც რას მოელოდა არ ვიცი, როგორ საქართველოს მოელოდა ამ პერიოდისთვის ნეტავი გამაგებინა. ბარემ ისიც თქვით ვინ გააკეთებდა ამას. ანუ ვინ შეაბამს კატას ეჟვანს ეგ გვითხარით ბატონო
დღეს, 2006 წლის 17 თებერვალს საქართველოში არის მთავრობის და პრეზიდენტის გინების პერიოდი 
საგულისხმოა, რომ აშკარად არ გვყვას ასე საგინებელი მთავრობა და პრეზიდენტი, უბრალოდ ასეთი პერიოდია, აი ავადმყოფობას რომ აქვს პერიოდი აქაც ეგრეა, სანამ არ მოიხდის კაცი გრიპს მანამდე რომ ავადაა ასეა ზუსტად 
აბა ველოდები წუწუნების მორიგ პორციას

რომ ბევრი არ იწვალოთ, აგერ ჩამოგიწერთ ხშირად გამეორებად წუწუნებს:
სულ ფეხებზე ვკიდივართ, სააკაშვილსაც და მთელ მთავრობასაც, ეგორუშკა მომენატრა, FუF ეს რა დადგენილება მიიღო პარლამენტმა, FუF ეს რა ასფალტი დააგეს, FუF რა დოებლიანია პრეზიდენტი, აჭარაში სისხლი დაიღვრება ჯერ აფხაზეთისთვის უნდა მიეხედა, დაიქცა განათლების სისიტემა, საშინელებაა ერთიანი ეროვნული გამოცდები, ძირს უნარჩვევები, ეს საზიზღარი ფასადები, ეს განათებული ქალაქი ვის რად უნდა? და საერთოდ რას აკეთებს ხელისუფლება? რატომ დაერივნენ გარე მოვაჭრეებს, რატომ ითხოვენ სალარო აპარატებს, რატომ დაიჭირეს შალვა რამიშვილი? პრეზიდენტს შეეშალა ლექსის სტროფები, რა გაუნათლებელია! რა უნდა ბოკერიას პარლამენტში?
ახლა ხელები თავში უნდა შემოვიცხოთ და Vუი Vუი ვიძახოთ,
მერე ვაგრძელებთ
რას გვიშვება ეს სააკაშვილი, ეგ ჩვენი დამაქცევარი, ეგ სოროსის მოციქული, ეგ ამერიკის ხელდასმული პრეზიდენტი და მისი ვარდების რევოლუციად წოდებული სპეკტაკლი, ეგ მასონი და გათახსირებული!
ო, საკმარისია, ახლა ემოციებისგან დაცლილი და კმაყოფილები ვართ
დროა ავიღოთ ჩვენი გაზრდილი ხელფასი ("ბიუჯეტნიკებმა") და ახლდაგებული გზით წავიდეთ სახლში, გზაში ფასადები მივათვალიერ-მოვათვალიეროთ, ალბათ შადრევანიც გაეძრობა სადმე და მაინც შევხედავთ, თუ საღამოა ლამპიონებს ვიხილავთ, მერე სახლში მივალთ შუქს ავანთებთ (უკვე დაგვავიწყდა რომ ედიკას დროს არ იყო ხოლმე შუქი, უბრალოდ არ იყო და "ვსიო") ტელევიზორს ჩავრთავთ 9 საათიან კურიერს ვუყურებთ, მერე ტელეფონი დარეკავს,
- ხოო, მე ვარ ...
- გაიგე, თურმე სააკაშვილს ცოლი გაქცევია ჰოლანდიაში,
- უი მართლაა...
- ეგ ნაძირალა ეგა, აბა რომ დაეთრევა ქალებში რა ჰგონია? ხომ იცი მაგას გრიგოლიასთვის რომ შემოუხევია კაბა? მერე რომ გაეჩუმებინა სახლი უყიდია მისთვის ვაკეში.
- არა, ვერაზე კი არა ვაკეში გოგო.
- სულ ფეხებზე ვკიდივართ.
- შენ როგორ ხარ გოგო?
- კარგად, ლევანიკომ ჩააბარა გამოცდები და აწი რაღა მიჭირს.
ჩემო ძვირფასებო, რამე ხომ არ გამომრჩა?
ამდენ მოწუწუნეებში ხშირად ჭირიანების ქვეყანაში მგონია თავი. დადიან და წუწუნებენ და წუწუნებენ.
ადრე საქმე რომ გამოელეოდა კაცს ყვე... მახათს იყრიდა ხოლმე, ახლა კი წუწუნს და მთავრობის ლანძღვას იწყებს.
უბრალოდ პერიოდია ასეთი, მძიმე პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის, წუწუნების მოძალებაა! ესეც ბუნებრივია ალბათ, ისტორიის მბრწყინვალე ცოდნით არ გამოვირჩევი, რომ მსგავსი პერიოდები გავიხსენო სხვა ქვეყნების ისტორიიდან, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ რამე განსაკუთრებული და უსაშველო არ გვჭირს, უბრალოდ "
წუწუნების პერიოდია" ჩვენთან ამჟამად.