#2696253 · 7 Mar 2006, 21:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2006-03-07 20:31 ზურაბ ტყემალაძე - საკონტროლო-სალარო აპარატები საგადასახადო ინსპექციებში იყიდება (ინტერპრესნიუსი) ფრაქცია "მრეწველების" ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, საკონტროლო-სალარო აპარატები საგადასახადო ინსპექციებში იყიდება. როგორც ტყემალაძემ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სამი დღის წინ დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექციიდან სალარო აპარატი გაიყიდა. "მზად ვარ, დავასახელო მეწარმეც, რომელმაც საკონტროლო-სალარო აპარატი მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში შეიძინა", - განაცხადა ტყემალაძემ. "მრეწველების" ლიდერის აზრით, საკონტროლო-სალარო აპარატების საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში დაზუსტებაა შესატანი, რადგან ამჟამად არსებული კანონის მიხედვით, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება ეკისრებათ იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზატორებსაც. თუმცა, როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, პირები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებენ, არ არიან ვალდებულები საკონტროლო-სალარო აპარატი ჰქონდეთ. "მართალია, ფინანსთა მინისტრის პოზიცია სპეციალურად დაბეჭდილ ბუკლეტებში არის ასახული, მაგრამ კანონში სხვა რამ წერია. საგადასახადო ინსპექტორები მეწარმეებთან ბუკლეტებით არ მივლენ, მათ კანონი ექნებათ, კანონში კი სხვა რამ არის აღნიშნული. ამიტომ ეს კორუფციის საფუძველი გახდება. მოვითხოვ, საგადასახადო კოდექსში ეს მუხლი დაზუსტდეს", - განაცხადა ტყემალაძემ. რაც შეეხება საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ინსპექციიებიდან რეალიზაციის ფაქტს, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექცია გამგეობის შენობის ერთ სართულზეა მოთავსებული. აღნიშნულ შენობაში რამდენიმე სხვა ორგანიზაციაა განთავსებული, ამიტომ მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საკონტროლო-სალარო აპარატი შენობაში განთავსებული სხვა ორგანიზაციის მიერ გაიყიდა.
--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
|