მჟავანაძემ თითონ მოსთხოვა კრემლს მაშინ დახმარება - სასტიკად შეშინებული იყო.
კარგად მახსოვს - უფრო კაცური და ლამაზი თბილისი იმის მერე მხოლოდ 1998-1991 წლებში მინახავს.
1956 წლის 7-8 მარტს კომუნისტებს თბილისზე და მთელს საქართველოზე კონტროლი სრულიად დაკარგული ჰქონდათ - მილიციისა და კა-გე-ბე-ს ჭაჭანება არ იყო ქუჩებში. დღედაღამე - შეუწყვეტლივ - ყველგან ძალიან ხალხმრავალი მიტინგები იყო, ლექსებს კითხულობდნენ და მღეროდნენ, არც ერთი დაწესებულება, საწარმო, ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, სკოლა არ მუშაობდა... მთელი
ქართველი ახალგაზრდობა ქუჩაში იყო. წესრიგს ხალხის მიერ გამოყოფილი რაზმელები იცავდნენ (ლურჯი ზორტები ჰქონდათ მკლავზე). ჩამოდიოდენ და ჩამოდიოდენ წარმომადგენლები საქართველოს ყველა კუთხიდან...
არავითარ არეულობა არ იყო!
საოცარი ის იყო - რომ არავითარი ხელმძღვანელობა არ არსებობდა - არავითარი ცენტრალური კომიტეტი ან მსგავსი რამ. ყველაფერი მიტინგებზე ხმის მიცემით და ხელის აწევით წყდებოდა.
ნამდვილი
სასწაული იყო...
ამ ჩვენმა
კომუნიზმით დაბეჩავებულმა და თითქოს მიძინებულმა ხალხმა რამდენიმე დღეში
გაიღვიძა და როგორ გაიღვიძა,
აღსდგა და როგორ აღსდგა - როგორც ლაზარე!!!
9 მარტს დილით ხალხმა - ყველა მიტინგზე - გადაწყვიტა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ და დეპეშა გაეგზავნათ გაერთიანებულ ერებში და ამერიკაში. სწორედ მაგის მერე იყო, რომ ჯარებმა სროლა დაიწყეს...
პირველს ტყვიამფრქვევებით ესროლეს იმ დემონსტრაციას, რომელიც სანაპიროდან კავშირგაბმულობის სახლს უახლოვდებოდა - დეპეშების გასაგზავნად. თითქმის მაშინათვე სანაპიროებიდან ტანკები და ჯავშნიანი მანქანები შემოვიდნენ და მათ ჯავშანზე ამხედრებულმა სალდათებმა სროლა დაუწყეს მომიტინგეებს მშრალ ხიდთან და ყველგან - სადაც კი ხალხი იყო შეკრებილი...
დახვრეტების შემდეგ - თითქმის ყველა დაჭრილი ვინც ვერ მოძრაობდა მოკლეს - ხიშტებით, გოგოებიც... ბევრი მტკვარში გადაყარეს (სანაპიროზე მოკლულები). ჩემს პატარა ქუჩაზე 2 ბიჭი იყო მოკლული კავშირგაბმულობის სახლის წინ - ერთი მათგანი,
ლეო ხანგულოვი, სომეხი! ჩემი კლასელის უფროსი ძმა.
ოფიციალურად 300 მოკლული გამოაცხადეს და არც ერთი მოკლულის დატირების საშუალება არ მისცეს - თითონ დამარხეს დაბეჭდილი ცინკის კუბოებით მხოლოდ ოჯახის თანდასწრებით (მორგიდან)!
საერთოდ - ისე დაშინებული იყო ხელისუფლება, რომ მერე არც რამე დიდი რეპრესიები და არც დიდი პროპაგანდისტული აჟიოტაჟი არ ყოფილა - მიაჩუმათეს - ვითომც არ მომხდარა...
* * *
კიდევ ერთი ცხრილი - არსებითი - თვალნათლივ ჩანს რომ არავითარი „ოსების გენოციდი“ 1990-1991 წლებში არ ყოფილა! სამაჩაბლოში მოსახლეობის კლება იწყება მხოლოდ 1992 წლიდან და განსაკუთრებით 1993 წლიდან!!!
არსებითი კიდევ იმითი, რომ თვალნათლივ ჩანს, რომ სამაჩაბლოს ოსური მთელი მოსახლეობა დღევანდელ საქართველოს არმიაზე მხოლოდ 2-ჯერ მეტია. თუ ბავშვებს, მოხუცებსა და ქალებს გამოვაკლებთ არმიაზეც ბევრად ნაკლები... 3-4 საათიანი ოპერაცია...
This post has been edited by ბპგ on 4 Mar 2006, 18:37
მიმაგრებული სურათი