G13nგასაგებია.
ანუ კოდური გვერდი იმისთვისაა საჭირო რომ, ვინის ძველი ე.წ. 8 ბიტიანი კოდირების პროგრამების გაქართულება იყოს შესაძლებელი. ეგ პრობლემა ჯერ-ჯერობით ნამდვილად არსებობს, რადგან ჯერ-ჯერობით არის უამრავი 8 ბიტიანი პროგრამა ხმარებაში.
საინტერესოა, ეგ პრობლემა ლინუქსში არ დადგება? იქაც ხომ არ არის კოდური გვერდი? უბრალოდ ინფორმაცია მინდა და არა Win vs Linux

კიდევ ერთი კითხვა - სომხური 8 ბიტიანი კოდური გვერდი არსებობს სადმე საერთაშორისო ორგანიზაციაში დარეგისტრირებული? მაგალითად იანაში, ისოში და ა.შ.?
სომხურს ვინში არ აქვს კოდური გვერდი. თუ აღმოჩნდა რომ სომხურს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციაში დარეგისტრირებული კოდური გვერდი და მაიკროსოფტმა იგი მაინც არ ჩართო, ეგ ნიშნავს რომ ქართულს არც არასდროს არ ჩართავს.
მოკლედ რესუმე ასეთია.
შეიძლება ითქვას, რომ რადგან ვინში არ არის ქართული კოდური გვერდი, ქართულის ისეთივე მხარდაჭერა, როგორც, მაგალითად, რუსულის, არ არის. ის საკითხი, რამდენად საჭიროა ეგ კოდური გვერდი საკამათოა და ალბათ ფორუმზე კამათი არ ღირს

თანაც ამ კოდური გვერდის გაჩენის ალბათობა 0-ია, რადგან 1. ჩვენ არც გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციაში დარეგისტრირებული კოდური გვერდი; 2. მაიკროსოფტი, ჩემი აზრით, არ ჩასვამს კოდურ გვერდს, რადგან მას მიიჩნევს მოძველებულად და ახლანდელ ოსში (xp) კოდური გვერდები ზის მხოლოდ თავსებადობისათვის.