ჩემთან არის და იმას ვგულისხმობდი

კიდევ რასაც ვგულისხმობ და რაც მაწუხებს ისაა, რომ დიალოგის ენის ქართულზე შეცვლა პროგრამების დიდ უმეტესობაში საერთოდ შეუძლებელია.
კოდური გვერდი რომ ყოფილიყო ბევრად მოსახერხებელი იქნებოდა და ეს პრობლემაც მოიხსნებოდა. ძალიან სასურველია ასეთი კოდური გვერდი ყოფილიყო. ამის გამო შუშაბანდში ზოგ შემთხვევაში უნიკოდის ქართული ნაწილის მხარდაჭერაც შეზღუდულია.
ახლა [არც მერე] არ მითხრა არაო

მოკლედ... რაც ძირითადია და თან პოლიტიკასაც ეხება

ქართულს შუშაბანდში არა აქვს იგივე უფლებები რაც სხვა ენებს და არც მს-ს და არც სახელმწიფოს ამაზე არ უზრუნია. არადა სახელმწიფოს მხრიდან ამის ნება რომ ყოფილიყო ამის გაკეთება მარტივად შეიძლებოდა.
[არც წინაზე და] არც ახლა [და არც შემდეგზე] მითხრა არაო

შუშაბანდისგან განსხვავებით ლინუქსში ეს პრობლემა ძირითადად მოხსნილია და მათი პოლიტიკააა - რაც არ გაკმაყოფილებს შეგიძლია თვითონ გამოასწორო (გვითხარი - დაგეხმარებით). მს-ის პოლიტიკაა - „რაც მინდა და მინტერესებს იმას გავაკეთებ” (შენ თავში ქვა გიხლია ან ფული გადამიხადე). ამ კონკრეტულ (როცა საქმე ენას ეხება) შემთხვევაში [ჩემი აზრით] უპატივცემულობაა მს-ის მხრიდან ქართული ენის იგნორირება მხოლოდ იმის გამო რომ მისი პროდუქტების ბაზარი აქ უმნიშვნელოა.
[არც წინებზე და] არც ახლა [და არც შემდეგზე] მითხრა არაო

თვითონ შუშაბანდის გაქართულება და კოდური გვერდის დამატება პრობლემა არაა - იცი რომ კარგა ხანია გაკეთებული მაქვს, მაგრამ უბედურები ისაა, რომ თუ ბიზნეს ინტერესები და/ან პირველობის ამბიციები არ გაერია არც იქიდან და არც აქედან არავინ გაინძრევა

ახლა მითხარი - არაა ეს პოლიტიკის საკითხი?
ვამხელთ სიბრიყვეს და ჩათლახობას ...
ამისათნა წითელი და ამსიგრძეტარიანი რა დროშა მოგცათ მიშამა