#2713546 · 10 Mar 2006, 19:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აუF, მომბეზრდა რა ამ "საინტერესო დროს" ცხოვრება:
2006-03-10 17:40 წალკის რაიონის გამგეობის შენობა 100-მდე სომეხი ეროვნების ადამიანმა დაარბია (ინტერპრესნიუსი) წალკის რაიონის გამგეობის შენობაში დღეს 100-მდე სომეხი ეროვნების ადამიანი შეიჭრა. მოსახლეობამ გამგეობის შენობა დაარბია. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის გახდა ცნობილი, მათ გუშინ მომხდარი მკვლელობა გააპროტესტეს, რის შედეგადაც გევორქ გეორგიანი გარდაიცვალა. ჩხუბის შედეგად ასევე დაიჭრა 1980 წელს დაბადებული კარენ ბალოიანი. ამ დროისათვის იგი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. სამართალდამცავთა განცხადებით, სომხებსა და სვანებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად ასევე მსუბუქად დაიჭრა რამდენიმე პირი. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი - ბონდო წიფიანი და ილია ყიფიანი უკვე დააკავეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბეთქილ გაბულდანი მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული. რაც შეეხება გამგეობის შენობის დარბევას, გავრცელებული ინფორმაცით, 100-მდე სომეხი ეროვნების პირი გამგეობასთან პირდაპირ საავადმყოფოდან მივიდნენ, საიდანაც მათ გარდაცვლილის ცხედარი სახლში უნდა გადაესვენებინათ. გამგეობის შენობასთან მისულ მოსახლეობას ადგილზე სამართალდამცავები არ დახვედრიან და მათთვის ამ დარბევაში ხელი არ შეუშლიათ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის წალკის რაიონში დისლოცირებულია სპეცდანიშნულების რაზმი და სამართალდამცავები რაიონის პოლიციის შენობასთან იმყოფებიან.
--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
|