სახალხო დამცველის პრესრელიზი...



საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 5, 6 და 7 აპრილს ჩაატარეს რუსთავის #6 საპყრობილის მონიტორინგი და შეისწავლეს 27 მარტის მოვლენების შემდეგ გადმოყვანილ პატიმართა ჟანმრთელობის მდგომარეობა. ასევე დაათვალიერეს კვების ბლოკი და დადგინეს კვების რეჯიმის სტანდარტებთან შესაბამისობა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს საკნებსა და სამედიცინო პუნქტში მყოფი ავადმყოფები.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ოფიციალური ინფორმაციით #6 საპყრობილეში 27 მარტის ამბოხის დროს დაშავებული 8 პატიმარი იმყოფებოდა თუმცა მონიტორინგის დროს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 15 პატიმარი მოინახულეს, რომელთაც სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებოდათ – ეს დაზიანებები მიყენებული აქვთ იარაღით, მათ შორის ერთ-ერთ პატიმარს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით.
პატიმარ რ.კ.-ს აღენიშნება ჭრილობა მარცხენა წვივის ზედა მესამედში. ჭრილობის დათვალიერებით ჩანს, რომ ჭრილობა მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღით. როგორც პატიმართან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებიდან ირკვევა, დაზიანების მიღებიდან ავადმყოფს არ ჩატარებია რენტგენოლოგიური გამოკვლევა. პატიმრის გადმოცემით რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა ცხელება. ექიმის განცხადებით, ავადმყოფს ანტიბიოტიკი ეძლევა, თუმცა დანიშნულების მოძიება ვერ მოხერხდა. სახალხო დამცველთან არსებული პაციენტთა ცენტრის წარმომადგენელს მიზანშეწონილად მიაჩნია ჭრილობის სასწრაფო ქირურგიული დამუშავება. აღსანიშნავია, რომ პატიმარი არ მოუნახულებია ექსპერტს და მის ისტორიაში არ არის მითითებული, თუ რა ტიპის იარაღითაა მიყენებული ეს ჭრილობა.
პატიმარ დ.ა.-ს აღენიშნება დაახლოებით მსგავსი ტიპის ჭრილობები, თუმცა არასრულყოფილი ქირურგიული ჩარევის გამო ჭრილობიდან კვლავ გრძელდება გამონადენის დინება. კიდურის მოძრაობა შეზღუდული აქვს. დ.ა.-ს ზურგზე აღენიშნება ოთხი ზედაპირული ჭრილობა, თუმცა მათი არასრულყოფილი ქირურგიული დამუშავების გამო, ჭრილობები შეშუპებულია. პატიმრის გადმოცემით წინა დღეებში მას აღენიშნებოდა ცხელება.
პატიმარ ზვიად ვიბლიანის ავადმყოფობას კავშირი არ აქვს 27 მარტს განვითარებულ მოვლენებთან. ავადმყოფს აღენიშნება მარცხენამხრივი ჰემიპარეზი, ვერ ამოძრავებს მარცხენა ზედა და ქვედა კიდურებს და არ აქვს მგრძნობელობა. ავადმყოფის უჩივის მარცხენა თვალში მხედველობის გაუარესებას. მიზანშეწონილია ავადმყოფს ჩაუტარდეს ნევროლოგის კონსულტაცია, და სათანადო გამოკვლევების შემდეგ გადაყვანილ იქნას სპეციალიზებულ ნევროლოგიურ კლინიკაში; ვინაიდან ავადმყოფი იზოლირებულად არის მოთავსებული საკანში და არ არის სამედიცინო პერსონალის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ, ეპილეფსიური გულყრის მომენტის განმეორების შემთხვევაში მას შეიძლება მიადგეს ფიზიკური დაზიანება, რის გამოც აღნიშნულ საკანში მისი შემდგომი დაყოვნება დაუშვებელია.
აღსანიშნავია, რომ პატიმარი ზვიად ვიბლიანი სასჟელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო დაწესებულებიდან #6 საპყრობილეში ექიმის დასკვნის გარეშე გადაიყვანეს, რაც სერიოზულ შეცდომას წარმოადგენს, ხოლო ამჯამად მისი საპყრობილის რეჯიმში ყოფნა დანაშაულია. სპეციალიზირებული მკურნალობის გარეშე, მისი სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.
სამედიცინო პუნქტის გარდა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს საკნებში მყოფი პატიმრები, რომლებსაც ექიმის გადმოცემით ასევე აღენიშნებათ სხვადასხვა ხასიათის დაზიანებები. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, დაზიანების ხასიათიდან გამომდინარე ისინი არ საჭიროებენ სამედიცინო პუნქტში მოთავსებას და მათი მკურნალობა მიმდინარეობს საკნებში.
სახალხო დამცველთან არსებული პაციენტთა ცენტრის წარმომადგენლის აზრით პატიმრებს ა.-სა და ს-ს (III საკანი) ჭრილობების სიმძიმის გამო ესაჭიროებათ ქირურგიული ჩარევა: ჭრილობის გახსნა და დრენირება!
საპყრობილეში არ არსებობს დაზიანებათა ჯურნალი! არც ციხის ადმინისტრაციის და არც სამედიცინო პერსონალის მიერ არ ხდება პაციენტთა ფიზიკური და ფსიქიკური მონაცემების რეგისტრაცია. არ აწარმოებენ სამედიცინო დოკუმენტაციასა და პაციენტთა სამედიცინო ბარათები. ამ დოკუმენტების არარსებობის გამო ირღვევა არა მარტო ის ნორმები, რომლებიც უნდა იყოს გარანტირებული პენიტენციალური სისტემის დაწესებულებებში, არამედ ირღვევა საქართველოს კანონები ჟანმრთელობის დაცვის და საექიმო საქმიანობის შესახებ, რომლებიც განსაზღვრავს სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების აუცილებლობას და ფორმას. გარდა ამისა ეს ფაქტი არ შეესაბამება ციხეებში სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებს. ჟანდაცვის კანონმდებლობის მიხედვით დარღვეულია ასევე სამედიცინო მომსახურების მიწოდების უწყვეტობა, ვინაიდან არ არსებობს არანაირი კავშირი პატიმართა მკურნალობის ეტაპებს შორის საპყრობილეში მოხვედრამდე და მის შემდეგ, თუნდაც იმიტომ რომ აღნიშნულის შესახებ სამედიცინო ჩანაწერები არ მოიპოვება და ინფორმაცია შემოიფარგლება მხოლოდ სიტყვიერი მონათხრობისა და მეხსიერების დაძაბვით აღდგენილი ფაქტების სახით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩანაწერებისა და დაზიანების ჯურნალის არარსებობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია იმის სამართლებრივი მტკიცება თუ სად მიიღო პატიმარმა დაზიანება: საპყრობილეში შემოსვლამდე თუ მის შემდეგ.
* * *
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ასევე დათვალიერეს საპყრობილის კვების ბლოკი, საწყობი და ის პირობები, რომლებშიც ხდება პატიმართათვის საკვების მომზადება და დარიგება. კვება სამჟერადია, თუმცა არ აკმაყოფილებს სტანდარტებს. პატიმრებს გარკვეული პრეტენზიები აქვთ საკვების მიმართ. მათი გარკვეული ნაწილი საკვებს ”სალაფავად” მოიხსენიებს და ამბობს რომ იკვებება მხოლოდ იმის გამო, რომ ფეხზე დგომა შესძლოს. პატიმართა უმრავლესობა უჩივის მარილის და შაქრის ნაკლებობას. მათ არ მიეწოდებათ ჩაი და სხვა სახის სითხე.
აღსანიშნავია, რომ იმ პირობებში, როცა საპყრობილის ადმინისტრაცია, ვერ აკმაყოფილებს კვების სტანდარტებს, პატიმრების ოჟახის წევრებს არ აძლევენ ამანათების გადაცემის უფლებას.
* * *
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს გია ქავთარაძეს, უმოკლეს დროში უზრუნველყოს პატიმარ ზურაბ ვიბლიანის გადაყვანა იუსტიციის სამინისტროს სასჟელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრის სიცოცხლეს შეიძლება დაემუქროს რეალური საფრთხე.
სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია დროულად აღმოიფხვრას სამედიცინო სფეროში არსებული ნაკლოვანებები. დაზიანებულ პატიმრებს მიეწოდოთ უწყვეტი და შეძლებისდაგვარად მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. დაისვას საკითხი მათი ფიზიკური დაზიანების მიყენების და სიმძიმის ხარისხის შეფასების შესახებ, რაც სასურველია განხორციელდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტის კვალიფიციური დასკვნის საფუძველზე. ასევე გამოსწორდეს პატიმართა კვება და მოიხსნას აკრძალვა მათთვის ამანათების გადაცემაზე
ქვის ხანა იმიტომ კი არ დასრულებულა, რომ ქვები გათავდა....
Let's move to clean energy.