ანტიტერორისტული ცენტრი "მხოლოდ" ანალიტიკური ცენტრი იქნება?!დაიმალება თუ არა ამჯერად "ეშმაკი" მომდევნო "დეტალში"http://www.open.ge/06/xdge/029/029-36.htmსტატიის დასკვნითი ნაწილი:
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე თავის დროზე აცხადებდა, რომ საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გატანის შესახებ
ხელშეკრულებაზე მუშაობისას ქართული მხარე მოითხოვდა შეთანხმებაში არ ჩადებულიყო პრეპოზიციები, ისეთი, როგორიც ბაზების ანტიტერორისტული ცენტრით ჩანაცვლება და მისი ბაზების გაყვანის პარალელურ რეჟიმში დაარსება ყოფილიყო.იმავდროულად, ცენტრს მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციები ჰქონოდა და მისი პერსონალი, თანამშრომელთა რაოდენობა, სპეცტექნიკა და ა.შ. ქართული მხარისთვის მისაღები ყოფილიყო და რადგან ანტიტერორისტული ცენტრი და სამხედრო ბაზისგან არსობრივად განსხვავებული სტრუქურაა, ამიტომ ცენტრი ბაზის ტერიტორიაზე არ უნდა განთავსებულიყო.
თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს არავითარი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ცენტრის სტრუქტურასა და შესაძლებლობებზე მსჯელობა შესაძლებელი იქნებოდა. თბილისი ირწმუნება, რომ ის რაც შეიქმნება, მხოლოდ ანალიტიკური ცენტრი იქნება და არა სამხედრო ბაზისმაგვარი წარმონაქმნი.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა, როგორც ცალკე საკითხი, 31 მარტს სოჭში ხელმოწერილ შეთანხმებაში მითითებული არ არის. "თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, მხარეთა შორის კონსულტაციები გაიმართება".
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია ჯერ არ აქვთ.------------------------
დღეს ანტიტერორისტულ ცენტრთან დაკავშირებით ეჭვები გამოითქვა:
2006-04-04 16:22 ინტერპრესნიუსი
"ახალი მემარჯვენეები" სოჭში გაფორმებულ შეთანხმებას აკრიტიკებენ"ახალი მემარჯვენეები" საქართველოსა და რუსეთს შორის რუსულ ბაზებთან დაკავშირებით სოჭში გაფორმებულ შეთანხმებას აკრიტიკებენ და მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ნატოში გაწევრიანებას სერიოზულად შეუშლის ხელს.
"საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების, რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და მათი გაყვანის შესახებ ხელშეკრულებასთან" დაკავშირებით დღეს "მემარჯვენეების" ცენტრალურ ოფისში ფიქრია ჩიხრაძემ, კახა კაციტაძემ და გიორგი თავდგირიძემ პრესკონფერენცია გამართეს.
მათი განცხადებით, სოჭში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გაჩაღებული პიარ-კამპანიის მიზანია შეინიღბოს ხელისუფლების გარიგება რუსეთთან, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. "მემარჯვენეებმა" ხელმოწერილი დოკუმენტი მუხლობრივად განიხილეს და აღნიშნეს, რომ მასში ბევრი საეჭვო დეტალია.
როგორც სამხედრო ექსპერტმა კახა კაციტაძემ განაცხადა, ხელშეკრულებას გააჩნია საიდუმლო მუხლები. კერძოდ, მე-3 მუხლში ნათქვამია: "რუსეთის მხარის მიერ გონიოს პოლიგონისა და კოჯორში არსებული კავშირგაბმულობის რეტრანსლატორის გადაცემის შემდეგ, ისინი იფუნქციონირებენ #1 და #2 დანართების შესაბამისად, რომლებიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილებს.
ამასთანავე, საქართველოს მხარე დაუტოვებს რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალ პირებსა და მათი ოჯახების წევრებს აღნიშნული პირების მიერ დაკავებულ საბინაო ფონდს ობიექტის "ზვეზდა" ფარგლებში, დროებით უსასყიდლო სარგებლობაში, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების გაყვანის დასრულებამდე".
კახა კაციტაძის თქმით, ხსენებული დანართები არ ახლავს ხელშეკრულების ოფიციალურ ტექსტს, რომელიც გამოქვეყნებულია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე. ოფიციალურად გამოქვეყნებულ ხელშეკრულების ტექსტში, აგრეთვე, არ არის განსაზღვრული, თუ რას წარმოადგენს ობიექტი "ზვეზდა".
რაც შეეხება კოჯრის ე.წ. რეტრანსლატორს, კაციტაძის თქმით, ის წარმოადგენს ელექტრონული მოსმენის ობიექტს, რომელიც გამიზნული იყო და, სავარაუდოდ, ახლაც არის თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ამერიკული ბაზების მოსასმენად. ექსპერტის განცხადებით, ამგვარი მოსმენა რუსეთისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ამერიკა-ირანს შორის არსებული დაძაბულობის პირობებში, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ირკვევა, რომ რუსეთი სადამ ჰუსეინს ამერიკელების წინააღმდეგ ამარაგებდა ამ ტიპის ობიექტებიდან მიღებული ინფორმაციებით.
"მემარჯვენეების" თქმით, გაუგებარია ხელშეკრულების ტექსტში ცალკე პუნქტად რატომ ფიგურირებს
გონიოს პოლიგონი, რომელიც ერთობლივ, ანუ ისევ რუსეთის სარგებლობაში რჩება მას შემდეგაც, როდესაც საქართველოში საერთოდ არ იქნება რუსული მძიმე ტექნიკა. კაციტაძის განცხადებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ერთობლივი პოლიგონის საფარქვეშ ექსპლუატაციას აგრძელებს რუსეთის სხვა, საიდუმლო ობიექტი, კერძოდ, რადიოელექტრონული მოსმენის პუნქტი, რომელიც მდებარეობს აჭარის ტერიტორიაზე და რომლის მოქმედების რადიუსი ისრაელსაც კი სწვდება.მისი თქმით, ხელშეკრულების გასაიდუმლოებული ნაწილის თანახმად, საქართველო რუსეთის 80-მდე ტანკის გაყვანის სანაცვლოდ, რუსეთს უთმობს საქართველოს რადიოელექტრონულ სივრცეს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, პრაქტიკულად, მთელი ახლო აღმოსავლეთის სადაზვერვო კონტროლი, რაც "მემარჯვენეების" აზრით, სხვასთან ერთად საფრთხის ქვეშ აყენებს ერაყში დისლოცირებულ ქართულ კონტინგენტს.
კახა კაციტაძის განცხადებით,
სოჭის ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი კავკასიაში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ობიექტის - ეშერის ლაბორატორიის გაყვანაზე, ამ საკითხის იგნორირება კი ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ ობიექტს განუსაზღვრელი ვადით და იურიდიულად უკანონებს რუსეთს.ხელშეკრულების თანახმად, საქართველო რუსეთს აძლევს უფლებას, განახორციელოს განუსაზღვრელი ოდენობის ტრანზიტი ქვეყნის ტერიტორიის გავლით ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. "მემარჯვენეების" შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ მეზობლებს შორის შესაძლო კონფლიქტისას, საქართველო ვერ შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პოზიციას, არადა, ასეთი პოზიცია საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის.
დოკუმენტის 20-ე მუხლში ნათქვამია: : "მხარეები უმოკლეს ვადაში დაასრულებენ შემუშავებას და ხელმოსაწერად მოამზადებენ შეთანხმებას საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის დაფუძნებისა და ფუნქციონირების შესახებ, რომლის შესაბამისად ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის შეთანხმებული ნაწილი გამოყენებულ იქნება აღნიშნული ცენტრის ინტერესებისათვის".
"მემარჯვენეებისთვის" პრინციპულად მიუღებელია რუსეთის სამხედრო ბაზების ჩანაცვლება ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრებით. მათთვის გაუგებარია, რატომ იქმნება ანტიტერორისტული ცენტრი მაინცდამაინც ბათუმში. გაუგებარია ასევე, რა კავშირი აქვს აჭარაში არსებულ საერთო საჯარისო ინფრასტრუქტურას ანტიტერორისტულ ცენტრთან. კაციტაძე სვამს კითხვას, ხომ არ ნიშნავს ბათუმში ასეთი ცენტრის შექმნა აჭარაში არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას საქართველოს ნატოელი მოკავშირეების - ამერიკისა და თურქეთის წინააღმდეგ.
აღნიშნული საკითხებიდან გამომდინარე, "მემარჯვენეების" შეფასებით, ეს ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და სერიოზულად ხელს შეუშლის ქვეყნის გაწევრიანებას ნატო-ში.
This post has been edited by elpi on 4 Apr 2006, 21:01