anamchანა მასწ, რამხელა ზეგავლენა აქვს მედიას ხალხზე, ხედავთ? თქვენაც კი, თავისთავად რაც ეკრანზე დაინახეთ, მიიღეთ როგორც ფაქტი და შეფასებაც "მშვიდობით კობა" გააკეთეთ.
მორალიზმი რომ სჭარბობს ქართულ საზოგადოებაში, ეს ახალი არაა. რამიშვილი იყო თუ ახლა დავითაშვილი, ზუსტად გაითვალა ორივე შემთხვევაში რა რეაქცია ექნებოდა ხალხს. არადა, მორალის კითხვა რომ გვერდზე გადავდოთ, მითუმეტეს თუ შევუწონებთ ერთმანეთს კერძო პირისგან საარჩევნოდ თანხის აღებას ოპოზიციური პარტიისგან, იმას რომ მმართველი ძალა ბიუჯეტიდან (ანუ ხალხისგან)+ ბიზნესისგან (შანტაჟით) შეუდარებლად მეტს იღებს და განსხვავება იმაშია, რომ პირველ შემთხვევაში სადღაც მივარდნილ რესტორანში ფულის ხელიდან ხელში გადაცემის "არაჰიგიენური" და "ამორალური" ფორმა აქვს, ხოლო მეორეს - "ცივილიზებული", "სუფთა ნამუშევარი" და რაც მთავარია ვერდამტკიცებადი - მე კითხვებს დავსვამდი მანამ შეფასებებს გავაკეთებდი.
1. მე მაინტერესებს კანონი რას ამბობს. მორჩა. დარწმუნებული ვარ განვითარების ადრეულ ეტაპზე ახლანდელი გაგანია დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკური ძალებიც სადმე მისურის შტატში შესაძლოა ასევე აგროვებდნენ ფულს. თუ კანონით ყველაფერი რიგზეა, ეს ფული პარტიას გატარებული და აღრიცხული აქვს, მე ვერ ვხედავ დასამუნათებელს ვერაფერს. ამიტომ ვინაც კანონი იცის, იმან იქნება თქვას, როგორაა აქ საქმე?
2. კითხვა არ გიჩნდებათ ვინ და რა მიზნით ჩაიწერა ეს ყველაფერი? თუ ფულის მიმცემმა ქნა ეს, წესით ორი ვერსია შეიძლება იყოს.
ა) თავი დაიზღვია რომ მერე ამ ფულის უკან დაბრუნება შესძლებოდა თუ ვერ გავიდოდა საკრებულოში.
ბ) მოგზავნილია და ამას აკეთებს კონკრეტული შეკვეთით.
3. გაიხსენეთ, არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე ნაცმოძრაობის წარმომადგენლის დათო ბაქრაძის სატელევიზიო განცხადება, როცა მან ირონიულად იკითხა: "საინტერესოა როგორ აღმოჩნდა მათ სიაში ვინმე ალადინ მირზოევი".

გახსოვთ? მოდით აბა ამ ყველაფერს ცოტა ანალიზიც შევურიოთ და ... როგორც მინიმუმ კითხვები გავიჩინოთ, ვიდრე მორალისტურ დამღებს დავადებდეთ ვინმეს. ახლა, იმაზე ნუ ვიკამათებთ, რომ პოლიტიკა თეთრი და ფითქინა გვეგონა აქამდე და ახლა კობა დავითაშვილმა დაგვინგრია კოშკები.

დღემდე ის თუ მაინც ვიცით ვინმემ ან მოგვიკითხია, რევოლუციისას თანხების მობილიზება როგორ ხდებოდა, ან რევოლუციის მერე მაჟორიტარი ფულავიკი დეპუტატები რატომ დატოვეს პარლამენტში

ან სოკოებივით მომრავლებულ ფონდებში რა ფული შესდიოდათ და რაში ხარჯავდნენ.
მოკლედ, მეტი ფიქრი/შეკითხვები და ნაკლები მორალი-თქო რა..
ქვის ხანა იმიტომ კი არ დასრულებულა, რომ ქვები გათავდა....
Let's move to clean energy.