წინასწარი განმარტება - ანბანური, მაგრამ ისეთი, რომელსაც ქრონიკულად „ივიწყებენ“!
სახელმწიფო-მუნიციპალურ ანუ „
საზოგადოებრივ“ საკუთრებაში (და არა მხოლოდ, ვიწრო გაგებით სახელმწიფო-მთავრობის საკუთრებაში) მყოფი საწარმო საბაზრო ეკონომიკის სამყაროში არსებითად კერძო საკუთრებაა, რომლის მესაკუთრეც არის სახელმწიფო ან მუნიციპი (კერძო-პირადი არ არის კერძო-საზოგადოებრივია) და მათი უდიდესი უმეტესობა ისეთსავე კონკურენტულ გარემოში მუშაობს, როგორც ნებისმიერი სხვა. ანუ - ესენი სახელმწიფო-კაპიტალისტური საწარმოებია - აქედანაა ტერმინი „
სახელმწიფო კაპიტალიზმი“.
სახელმწიფო კაპიტალისტური საწარმოების სისტემა საბაზრო ეკონომიკაში რაიმე გამონაკლისი კი არ არის - არამედ საწარმოებზე საკუთრების
ძალზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა - ნებისმიერ ძირძველ კაპიტალისტურ-ბურჟუაზიულ (ახლა რომ საბაზრო ეკონომიკებს უწოდებენ) სახელმწიფოში!
ევროპის ქვეყნებს თუ ავიღებთ მაგალითად - მათი ეკონომიკური ისტორია ძალზე მდიდარია როგორც სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების პრივატიზებით, ასევე - მათი ხელახალი ნაციონალიზებით (ანუ - ისევ სახეკმწიფოს საკუთრებაში გადასვლით).
ზოგადად ძალზე ცოტა და მიჩქმალული ინფორმაცია შემოდიოდა და შემოდის საქართველოში ვთქვათ ევროპაში სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოო კაპიტალის მოცულობებისა და მასშტაბების შესახებ (რათა?).
საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ ევროპისა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ჩვენთვის საინტერესო პერიოდში (ასეთს ძლივ მივაგენი) ანუ 1990-1997 წლებში პრივატიზების მასშტაბების შესახებ -
გამოსახულს პრივატიზების შედეგად მოკრებილი თანხებით.
ამ ცხრილიდან იოლად მიხვდებით თუ რაოდენ დიდი ეკონომიკური სიმძლავრეების მესაკუთრეები იყვნენ და დღესაც არიან - არა რომელიღაც ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკები (საქართველოსი არ იყოს), არამედ ძირძველი კაპიტალისტური ქვეყნები - თანაც განვითარების ეგრეწოდებულ „პოსტინდუსტრიულ“ დონეზე და არა „ბანანის“ რესპუბლიკის დონეზე (როგორიც ჩვენი მზიურია)... რაოდენ დიდი და მძლავრი იყო (და დღესაც არის) ამ ქვეყნებში
სახელმწიფო კაპიტალიზმი. ისეთებიც კი (არაფერი რომ ვთქვათ კაპიტალიზმის სამშობლოზე - ბრიტანეთზე) - როგორიცაა
ავსტრალია,
იაპონია,
კანადა,
ახალი ზელანდია...
მეტი, უფრო დეტალიზებული განმარტებები ვფიქრობ საჭირო არაა...
******************************
უფრო ღრმად დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ თვალი გადაავლონ „მსოფლიო ბანკის“ - „პრივატიზების მონაცემთა ბაზას“ - ვების მისამართზე:
http://rru.worldbank.org/Privatization/აქ თქვენ იოლად დარწმუნდებით, რომ
პირველი პრივატიზებები ისეთმა
მოწინავე, მაღალორგანიზებულმა, კანონდამჯერე, პუნქტუალურმა და
აკურატული სტატისტიკის მქონე ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა - როგორიც იყვნენ „ევროკავშირის“ კანდიდატები ესტონეთი, ლატვია და ლიტვა ჩაატარეს:
-- Estonia
1992 Manufacturing & Services Eestii Piim-Est Milk Ltd 38 (
ამ წელს მხოლოდ ერთი საწარმო - რძის კომბინატი)
-- Latvia
1992 Manufacturing & Services Aldaris (
ამ წელს მხოლოდ ერთი საწარმო - ლუდის კომბინატი - შემდგომი მხოლოდ 1994)
-- Lithuania
1992 Manufacturing & Services Hotel Meguva (
სულ ამ წელს 4 ობიექტი - 1 სასტუმრი, დანარჩენი საპარიკმახერო, რესტორანი)
ბალტიის
სამივე მოწინავე და სამაგალითო რესპუბლიკამ 1992 წელს გააპრივატა ჯამში:
6 მცირე და საშუალო ზომის საწარმო!
1990 ან 1991 წელს ბალტიის არც ერთ რეპუბლიკას პრივატიზების არც ერთი შემთხვევა არა ჰქონიათ!საქართველოში კი პრივატიზების პირველი აქტი მოესწრო ჯერ კიდევ 1991 წელს (ომის, მიწისძვრისა და „მცოცავი პუტჩის“ პირობებში) - ხოლო ჯამში - 1991 წლის საპრივატიზაციო სიაში რამდენიმე ათეული ობიექტი იყო!
1991 წელს, პრივატიზაციის საკანონმდებლო ბაზის შექმნა უზენაესი საბჭოს კომისიებში აქტიურად მიმდინარეობდა (სხვათა შორის, სწორედ ბალტიის რეპუბლიკებთან ძალზე მჭირდო ინფორმაციული ურთიერთობით და კონსულტაციებით) და კანონების დასრულებული დასტის მიღება უზენაესი საბჭოს მიერ დაგეგმილი იყო 1992 წლის მარტ-მაისში - ხოლო 1992 წლის შემოდგომიდან (როდესაც აგრარულ ქვეყანაში მორჩებოდა მოსავლის აღება და აგრომრეწვში დამუშავება დასრულდებოდა) დაგეგმილი იყო საკმაოდ მასშტაბური, მაგრამ აუჩქარებელი, არამტაცებლური, კონტროლირებადი პრივატიზება.
თუმცა ოპონენტი ყოველთვის იტყვის - ესაო, ისაო..!..! მაინც არ ივარგეთო... მეტი იყო საჭირო... მეტიც რომ გაგეკეთებინაპთ მაინც მეჯავრებითო... ნამეტანი მრგვალები ხართო... არასაკმარისად მრგვალები ხართო...
მიზეზ, მიზეზ - დოს მარილი აკლიაო... დანარჩენს ალბათ აქვე ზოგიერთები დაამატებენ
ტიპობრივი პუტჩისტური სიბინძურე: „მსოფლიო ბანკის“ საქართველოს მონაცემთა ბაზაში მაღაზია „გოლიათის“ 1991 წელს ღია საჯარო ვაჭრობით - აუქციონით დაპრივატება არაა დაფიქსირებული! არ აწყობდათ! არ გადასცეს მასალა! მიჩქმალეს, მიაჩუმათეს - რომ, მერე წლობით სალაპარაკო და „ნახალკის დასადები“ ჰქონოდათ ქურდული მენტალიტეტის დემოკრატებს!
******************************
შემდეგ პოსტებში გაგაცნობთ იმას თუ - 1990-1991 წლებში ასეთი კოლოსალური მოცულობის პრივატიზების შემდეგაც -
რაოდენ დიდი სახელმწიფო-კაპიტალისტური სექტორია დღესაც ზოგიერთ აყვავებულ საბაზო ეკონომიკის ქვეყანაში (რომლებიც საქართველოს - არიქა... ბიჭო... საჩქაროდ გაყიდე ყველაფერიო - ეუბნებიან): განვითარებული სოციალიზმის პერიოდში მაგას „დაგოიმებას“ უწოდებდნენ ქუთაისურ დიალექტზე...
This post has been edited by ბპგ on 16 Apr 2006, 10:05
მიმაგრებული სურათი