ანუ ასე ჯობია?

*********************
მხარი დაუჭირე საქართველოს!
მხარი დაუჭირე საქართველოს დამოუკიდებლობას!
საქართველოს სწრაფვას სუვერენიტეტის მოპოვება-განმტკიცებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ რუსეთი დაუპირისპირდა:
- საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით!
- 1990-1993 წლებში ქართული ტერიტორიების ოკუპაციით!
- ბოლო დროს - ენერგეტიკული და ეკონიმიკური ბლოკადით!
- მოწოდებულ გაზზე ფასის გაორმაგებით!
- 2006 წლის დასაწყისში - რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ძირითადი და სარეზერვო გაზზსადენის აფეთქებით!
- წამყვანი ქართული საექსპორტო პროდუქციის - ღვინის, მინერალური წყლების, ციტრუსების და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების რუსეთში იმპორტის აკრძალვით!
პარადოქსულია, რომ კრემლის მიერ ფალსიფიკაციასთან და უხარისხო პროდუქციასთან ბრძოლის საბაბით აკრძალული ქართული პროდუქტები აკრძალვის შემდეგაც უმაღლესი სინჯის მედლებით დაჯილდოვდა იმავე რუსეთში!
ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება პოლიტიკური აქტია, რასაც ცალსახად ადასტურებს რუსეთის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება და რუსი პოლიტიკოსების განცხადებები!
საქართველოს მხარდაჭერით შენ მხარს უჭერ თავისუფალი,დემოკრატიული ქვეყნების ჩამოყალიბებას პოსტსაბჭოთა სივრცეში!
გახსოვდეს!
შენ შეგიძლია მხარი დაუჭირო საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის!
შენი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
მოაწერე ხელი საქართველოს მხარდამჭერ პეტიციას!
განათავსე საქართველოს მხარდამჭერი ბანერები შენს საიტზე!
ჩაატარე საქართველოს მხარდამჭერი აქციები!
მოსთხოვე შენს არჩეულ პოლიტიკოსს საქართველოს მხარდაჭერა!
იყიდე ქართული პროდუქცია!
**************************
პირველი ორი წინადადებიდან რომელი დარჩეს?????????????
ახლა მგონი უკვე გადამწვარი ვარ და ხვალ მოვალ და დავხედავ კიდევ