დიპლომატია რაციონალური ხელოვნებაა რომლის ძალიან დიდი დეფიციტია ამ ქვეყანაში.
გავა დრო მოგვარდება დღეს არსებული პრობლემები (რასაკვირველია ახლები იჩენენ თავს მაგარამ ეხლა არ გვინდა მაგაზე საუბარი) და ისევე როგორც რუსეთის უმეტესი ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში, ოქრუაშვილის სიტყვებიც ქართული პოლიტიკის შავ ლაქად დარჩება.
მე პირადად ჟირინოვსკის ყველა კბილს ჩავულეწავდი და კიდურებს დავამტვრევდი როგორც ზაზაბიჭი მაგრამ როგორც საჯარო მოსამსახურე და მინისტრი არანაირად არ ვიტყოდი იმ საოცრად გაუაზრებელ და "გულწრფელ"
სიტყვებს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს თემის განვითარებას, იყო უამრავი მოსაზრება ,ზოგმა ტალეირანს და ბისმარკს შეადარა ბატონი ოქრუაშვილი, ზოგმა გინება დაუწყო არგუმენტების გარეშე.
მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ;
დიპლომატია არის პოლიტიკის ინსტრუმენტი და სახელმწიფოთა შორის საურთიერთობო ენა რომელიც უნდა გატარდეს სახელმწიფოს მიერ მის მიერ დაქირავებული საჯარო მოხელეების საშუალებით ქვეყნის საკეთილდღეოდ, ის არ უნდა ასახავდეს პრეზიდენტის ან რომელიმე ცალკეული ოფიციალური პირის პირად დამოკიდებულებას მოსაზრებებს და განცდებს სხვა ქვეყანასთან მიმართებაში.
მინისტრის საქმე არ არის ტრივიალური განცხადებებით მოსახლეობისთვის სხვა ქვეყნის მიერ მოყენებული ზარალისთვის გულის მოფხანა, მან ეს საქმით უნდა აჩვენოს.
დაველოდოთ პირველ იანვარს , ღმერთმა ქნას რომ ასრულდეს ბატონი მინისტრის დანაპირები სიტყვები, ასევე გულით მინდა რომ მან ღვინის პრობლემასაც გაართვას თავი.
თუმცა ეს რომ ასე არ მოხდეს რა იქნება შემდეგ?
არც არაფერი ბატონი ოქრუაშვილი დაუბრუნდება ან თავის იურიდიულ საქმიანობას ან კიდევ საოცარი ბიზნეს-ალღო აღმოაჩნდება. მისი სიტყვები კი ძალიან დიდ ხანს დარჩება ქართული დიპლომატიის საარაკო მაგალითად.
Success is like pregnancy. Everybody congratulates you but nobody knows how many times you got fucked to achieve it.