#3018632 · 4 May 2006, 20:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
siaush
ისტორიკოსი არა ვარ, მაგრამ ამ ორი ერის ცოდვა-მადლის ისტორიაც ვიცი და ჩვენიც და სამწუხაროდ ბევრ რამეშიც გეთანხმები, მაგრამ დამიჯერე სიძულვილი არ არის გამოსავალი. ამ ხალხის ჩვენთან ინტეგრირების საშუალებას სამწუხაროდ არც ერთი ჩვენი კეთილმოსურვე დამპყრობელი-მეგობარი ხელს არ უწყობდა, და რატომ ეს ალბათ სომეხმაც იცის და ქართველმაც. სწორედ ამიტომ არის რომ ამდენი უმწვავესი პრობლემა დაგვიგროვდა და ყოველი მათგანის გადაწყვეტა სისხლის ფასად გვიჯდება. ბედნიერები არიან სომხები რომ მსგავსი შიდა პრობლემები არ გააჩნიათ. საერთოდ ვურჩევ ჩვენს სომეხ მეგობრებს ნამდვილი და არა გაყალბებული ისტორიის წაკითხვას.
საერთოდ კი ვფიქრობ რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნებას უნდა მივცეთ კიდევ ერთი შანსი, შევაგნებინოთ რომ მათი ინტეგრირება სახელმწიფოს ინტერესისათვისა და უსაფრთხოებისათვისაა აუცილებელი. ერთიან ძლიერ და ცენტრალიზებულ სახელმწიფოში კი თითოეული მოქალაქე განურჩევლად ეროვნებისა ძლიერი იქნება. და ამ მხრივ ელემენტარულად არა აქვს სახელმწიფოს უფლება რამენაირ დათმობაძე (და მათ შორის ტერიტორიულზე) წავიდეს. არცერთ განვითარებულ სახელმწიფოში მოქალაქეობას ვერ მიიღებს ადამიანი თუ სახელმწიფო ენას ვერ ფლობს და ინტეგრირების სურვილი არა აქვს. ჯერ თუნდაც სამარცხვინოა საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდე სახელმწიფოში და გამართულად ვერ ლაპარაკობდე. ეს სულ მცირე მის უპატივცემულობაზე მიუთითებს. საქართველო წავიდა დათმობაზე , ავტომატურად გასცა მოქალაქეობა ამ ხალხზე და სწორადაც მოიქცა. ეხლა სწორედ მათზეა დამოკიდებული რამდენად სწორ არჩევანს გააკეთებენ. ამიტომაც არის საჭირო დიალოგი და დაახლოება. აი თუ არ ისურვებენ მაშინ მოღალატე სხვისი კი არა საკუთარი არ ჭირდება არავის.
|