
ახალი ფელეტონი:
ყვარყვარესა და მიშას გაიგივება უფრო მწვავე ფორმებში:
მიშა: "დღეს რამდენ ადგილას მომიწია მისვლა, ყველგან სუფრა დამახვედრეს. . .ოხ ვეღარ ვსუნთქავ, მაგრამ ჩალაღაჯი და ხინკალი მაინც კარგად მახსენდება". . .
ამ დროს შემოდის მდივანი დავთრით ხელში, უკითხავს:
მდივანი: "ხვალინდელი განრიგი:
1. საქველმოქმედო შეხვედრაზე (ახალი სასადილოს გახსნა, დევიზით: მოშიმშილეთა გაძღობა").
2. საპროტესტო ნოტის მომზადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საწინააღმდეგოდ: "ბზიკების ახალი სახეობა შემოფრინდა დარიალის ხეობიდან, ძალიან მწარედ იკბინებიან, გამოგვიგზავნეთ დრესეროვშიკი სასწრაფოდ, თანაც მთავრობის წევრებზე არიან დაგეშილები. . .ეს ახალი ჯიში თქვენი ბიოლოგების გამოყვანილია. . .ვაცხდებთ პროტესტს".
3. ნოშრევან კიღურაძის დაკრძალვაზე: "სახელმწიფო მედლით დასაჩუქრება (აწყვეტინებს მიშა). . .
მიშა: "ოქროსია, ოქროსი?
მდივანი: კი ოქროსია მთლიანად, მაგრამ სულ 9 გრამია."
მიშა: ამას არა აქვს მნიშვნელობა, პრეცენდენტი არ უნდა დავუშვათ გადაადნეთ და გარედან მოოქროვილიც საკმარისია მისთვის, მაინც საიქიოში მიდის...გააგრძელე, გააგრძელე. . .სუფრაზე აღარ მივდივარ სადმე"?. . .
მდივანი: როგორ არა მიბრძანდებით, მემორიალის გახსნის შემდეგ სუფრა იქნება ვეტერანებთან. . ."
მიშა: "რომელი მემორიალია?"
მდივანი: "მამულის კივილი".
მიშა: "ტფუ. . . მოხუცებთან არ მინდა ბავშვები მირჩევნია, ვანოს წავიყვან ცოტა შეეშინდებათ მაინც და უაზრო შეკითხვებს არ მომცემენ".
მდივანი: "დღის ბოლოს მიტინგი იქნება ფასანაურში. . .თემით: ავაღორძინოთ დუშეთი ტურიზმით. . .
მიშა: "არ მინდა ფასანაურში იქ შეიძლება შალვა დამხვდეს, ოხ მაგის". . .
მდივანი: "მაშინ დუშეთში". . .
მიშა: "ხალხი თუ იქნება, ხალხი?"
მდივანი: "ყვალაფერი მოაგვარა ვანომ აფიშები, ტრანსფარანტები, მაგრამ ხალხი მხოლოდ 400 კაცია. . ."
მიშა: "მაგას ეშველება, მსვლელობა მოაწყონ და ტრანსფარანტები შეცვალონ მაგალითად: შენთანაა ხობი, შენთანაა მთელი ქუთაისი, შენთანაა ჰოლანდია, ჰოლანდია რაღაა კაცო, შანთანაა თელავი, ხალხი იგივე იყოს, აბა ეხლა მაგაზე დავხარჯო ფული, ისედაც ბიუჯეტი წკიპზეა. . ."
მდივანი გადიოდა, მაგრამ მიშამ შეაჩერა:
"სანამ დავიძინებდე რაა, სანამ დავიძინებდე, ცოლი აღარაა აქ და. . ."
ამ დროს რუსეთის ბზიკი შემოფრინდება და ორივეს მოუწევს დიდი ბრძოლა მის გასაგდებად. . .
მიშა: "ეს რა იყო კაცო. . .აბა ეხლა მაგათი ახალი თვითმფრინავები რაღა იქნება...'
მეორე დღეს ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მიტინგმაც მოაღწია:
მაძღარი მიშა ადის პედესტალზე:
"აბა ჩემო დუშელებო, ჩემს უკან ვაშენებთ ახალ დიდ სასტუმრო კომპლექსს, სადაც მალე ჩამოვლენ სტუმრები, თქვენ გექნებათ ახალი სამუშაო ადგილები და 6 წლის შემდეგ ჩვენი იქნება ეს სასტუმრო, ეხლა ივან სტრელკოვისაა, მაგრამ მაინც, მალე აქ თქვენი ქალები ივლიან, ცუდია პლიაჟი რომ არა გაქვთ გაიხდიდნენ ამ სიცხეში . . . უფ როგორ ცხელა. . .დაულაგებენ სტუმრებს, საჭმელს მოუმზადებენ, ტყეში გაასეირნებენ, დაუახლოვდებიან, გაართობენ სტუმრად რომ მიგიწვიონ. . .აბა ფულის კეთება როგორ გინდათ. . .ასე უნდა შევეჩვიოთ ნელნელა. . .აბა!"
ვანო ჩუმად: "მიშა. . . შუქი გექნებათ, ტელევიზიაც მოდელნიზებული, ტრაქტოლებს შემოიყბან ".
ხალხი: "რას ამბობს ეს კაცი". . .
მიშა აგრძელებს: "მალე ამ მხარეში ჩავატარებთ დიდ ახალი სახეობის ჩემპიონატს, ამის დამტკიცებაზე მე ვიზრუნებ, შევაწუხებ ხალხს მივდგები-მოვდგები. . .ეს იქნება, ეს იქნება (ქალაქ ვასიუკის მსგავსად) ტყეში დამალობანას და დაჭერობანას, ასევე კლდეზე ძრომიალის ესტაფეტა ანუ კროსი, გავუშვებთ ცაში დიდ დილიჟაბლს, ოღონდ მე გავუშვებ რაა. . .მე უნდა გავბერო. . .მე თვითონ წავაწერ კრასკით. . .ბევრი სტუმარი ჩვენთან. . .ბევრი სტუმარი ჩამოვა. . .სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი. . .ევროპელებიც ჩამოვლენ მერე აბა რა იქნება. . . მალე განათდება ეს მხარე და გლეხიც გაიხარებს , უზომოდ გაიხარებს. . ."
ხალხი: "ჩამოდი იქიდან შე ყვარყვარევ შენა. . .ვის ატყუებ. . .მოგვბეზრდა უკვე. . ."
აქ რუსული ბზიკებიც მოუმარაგებია ქილაში რომელიღაც დივერსანტს. ისინი ეტყობა მიშაზე და ვანოზე იყვნენ დაგეშილები და ისეთი დღე აყარეს რომ. . .
ხალხი:"აი ძმაო ბზიკიც ამას ჰქვია ჩვენი გასაკეთებელი არ გააკეთეს . . ."
ასე კრახით დასრულდა კარგად დაწყებული დღე სამწუხაროდ. . .
ჭირი მიშას, ლხინი აქა. . .
ქატო ვანოს, ფქვილი აქა. . .