#3133513 · 26 May 2006, 14:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
bazveli-lomi თვისობრივი ცვლილება ბიძგს საჭიროებს, სუფთა, ალალი, გულწრფელი და მოსიყვარულე ბიძგი, რომელიც გულში ჩაწვდება ადამიანს და მართლა დაფიქრდება - ეს აგრესიული და გაბრაზებული, ეს ძმისმოძულე მდგომარეობა ჩემი არ ყოფილა და ნეტავ რა მრჯიდა ქუჩაში ყველა გამვლელს რომ ვუბღვერდი, ნეტა ადრეც მივმხვდარიყავი, რომ მიყვარს ყველა!..
ესაა უმთავრესი თვისობრივი ცვლილების გამომწვევი ფაქტორი, ესაა შინაგანი ცვლილება დამოკიდებულებებისა... ესაა მარტივი გაცნობიერება იმისა, რომ თურმე გიყვარს!..
თურმე არაა აუცილებელი ვიღაცის დაჩაგვრით იამაყო, არამედ მიხვდები, რომ, თურმე, საამაყო სიყვარული ყოფილა ძმისა!..
მეგობრებო, მე ასე ვხედავ თვისობრივი ცვლილების არსს!..
ეს ჩემი განცდითადა შეგრძნებით გაცნობიერებაა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობისა და ამ გაცნობიერებას გულწრფელი მოწოდება, მაგალითი სჭირდება!!!
კიდევ ვიმეორებ: ვინ პირველად შეძლებს ეს მოწოდება სულის შემძრავი, გულწრფელი და მართალი ტონით მოგვაწოდოს ხალხს, ის დაუდებს საფუძველს ერის გამთლიანებას და ეს იქნება კიდეც თვისობრივი ცვლილება ხალხისა, ჩვენი ერის შვილებისა!!!
This post has been edited by lg-2ch on 26 May 2006, 14:36
--------------------
هلاثقهش لشلاقصغهىيثلاش
|