#3151378 · 29 May 2006, 21:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
irakli kakabadze
QUOTE | მიშას კავშირი ჟვანიას სიკვდილთან ნამდვილად არ არის დამტკიცებული. |
სანამ არ მოკლა ასეთი იმპერატიული ტონი არ უნდა გეხმარა. მიშა კაგებეს სკოლის გაზრდილია და თანაც მისი ხელისუფლების მტერი არ ვარო, აცხადებ და არაა ეს ლოგიკური. მე ასეთი ეჭვი რომ მქონდეს, მისი მტერი კი არა, როგორც იტყვიან, გავარდნილი ტყვია თუ არა, გასავარდნი მაინც ვიქნებოდი.
QUOTE | თუმცა მერაბიშვილის საშუალებით ჩაფარცხვის მცდელობა იყო |
მეცინება, როცა ვანო მერაბიშვილს მინიმუმ ლავრენტი ბერიას თვისებებს მიაწერენ ხოლმე. "ჩაფარცხვა", "ფულის გათეთრება", "სიკვდილის ბრიგადების ჩამოყალიბება" "ჯიბიდან ისვრის", "თვალით ბოთლის საცობს ხსნის"... ჯეიმს ბონდია რაღა.
timsala
QUOTE | როვცა შენ თავს აძლევ უფლებას და უწოდებ პროვოკატორებს არ არის შეურაცყოფა? |
თუკი შენი პოზიციაა ასეთი, რომ ამგვარად იხმაუროთ და სიმართლე მოიძიოთ, მე მიმაჩნია (nukribest-საც მიაჩნია), რომ ასეთი ფორმით სიმართლის ძიება არის არასწორი, ქუჩის გადაკეტვით, პოლიციელების დედის გინებით (არ თქვა, არავის შეუგინიაო), მიზნის მიღწევა არ გამოვა თორემ, გირგვლიანის საქმე კარგად რომ უნდა იქნას გამოძიებული, ამაზე არც მე ვკამათობ.
timsala
QUOTE | ახლა ერთ ადამიანს ფოტოები უნდა დავუდო როგორ სცემენ ქალებს სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებო მეც პოლიციელების მსხვერპლი გავხდი |
ამ სიტყვების ქვეშ სურათზე არ ჩანს, თუ როგორ სცემენ ქალებს, აქ ჩანს, რომ პოლიცია იძულებულია, შუა ქუჩაში გაჩერებული ქალი, გადაიყვანოს, სავარაუდოდ, ტროტუარზე. რა არის აქ უკანონო?
timsala
QUOTE | მე არ ვარ ისეთი სუსტი ადამიანი რომლის გამოყენება საკუთარი სურვილის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს ვინმემ. |
სუსტი წინადადებაა, როგორც გრამატიკულად, ასევე შინაარსობრივად.
ninusa
QUOTE | რომელიც სოდში მუშაობდა და გაუნთავისუფლებიათ, იმის გამო რომ ციხის ამბებზე ბრძანება რომ მიუციათ წადით და ცემეთო, ამას უარი განუცხადებია, რის გამოც სამსახური დაატოვებინეს. |
ბოდიში და პირადად ეს მე დიდი ტყუილი მგონია. იმიტომ, რომ ზეპირი სახით ბრძანებას, რომ სცემეთო, ამას არცერთი დებილი არავის მისცემდა. და მთავარი, სოდ-ის ფუნქციებში არ შედის ბუნტის ჩახშობა. ამისთვის არსებობს სპეცრაზმი. შაქროII
QUOTE | ელემენტარული მოთხოვნა იყო: საჯაროდ დაიკითხონ ეჭვმიტანილები. |
და დავიჯერო, თქვენს წრეში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ელემენტარულ დონეზე მცოდნეები არ არიან? რა საჯარო დაკითხვა, ხალხო, საიდან მოიტანეთ? სად წაიკითხეთ ასეთი რამე? მაგრამ არ მიკვირს, როცა გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი გამოდის და ასევე კურიოზულ რამეს ამბობს, ერთ საქმეზე დაკავებულების ერთად ყოფნა უკანონოაო, მოჰყავდა რაღაც ნორმა, აღარ მიკვირს. 100% დარწმუნებული ვარ, რომ იცოდა, რომ ხალხს აბოლებდა. scudo
QUOTE | ჩემთვის გაუგებარია, რა არის იმის მიზეზი, რომ ხელისუფლება ირაკლის საქმიანობაზე არანაირად არ რეაგირებს. როგორც ჩანს ხელისუფლებას კაკაბაძის საქმიანობა მეტისმეტად არ აშინებს |
და ფიქრობ, რომ უნდა აშინებდეს?
--------------------
I abused myself to a point where nothing was left
|