აი ამ სიების შემდეგ რეფორმაზე აღარ ილაპარაკოთ....
მედიცინაზე არ შევჩერდები ბევრი ადგილი იყო, სტატუს კვო წინასწარ გარკვეული, რეფორმა პრაქტიკულად არ შეხებია, ცოტა შტატები შემცირდა, მაგრამ დიდი არაფერი დანაკარგია, თანაც შემცირებულებს ყველას აქვს პრაქტიკა....
ქიმიის ფაკულტეტზე – საერთოდ დაიკარგა ანალიზური და გარემოს ქიმიის მიმართულება, ამ კათედრიდან არავინ არ დარჩა! ეს უმნიშვნელოვანესი და ყველაზე უფრო პრაქტიკულად გამოსაყენებელი დარგი მთლიანად მოისპო! უფრო სწორად გოგია მახარაძის პროტესტს გადააყოლეთ.
ერთ–ერთი სრული პროფესორი 100 წელი აქ ჩამომსვლელი არ არის – ესაა ბეჟან ჭანკვეტაძე კარგი მეცნიერია, მაგრამ აქ ლექცია არ წაუკითხავს,არც წაიკითხავს. უნივერსიტეტში ჯდომა და 700 ლარი ხელფასი მისთვის დისკვალიფიკაცია, შემოსავლის შემცირება და სამეცნიერო მუშაობის საშუალების მოსპობაა. მასზე უკეთესი ქიმიკოსი და ზოგიც ნობელის პრემიის ლაურეატი იცით რამდენია მსოფლიოში? რატომ არ აძლევთ აქ ხელფასს? skjnsh - მიდი და ნახე რამდენ ლექციას ჩაატარებს, როგორ წარმართავს სასწავლო პროცესს ბატონი ბეჟანი.... ან რამდენი ლექციის გაცდენა შეიძლება ეპატიოს? თუ დისტანციური პროფესორი გვჭირდება, იცით რამდენს გავუწევ რეკომენდაციას მედიცინაში, ქიმიაში და ბიოლოგიაშიც? რატომ გია დვალი არ ჩასვით ფიზიკაში ან თენგო გლოველი და ზაზა კოკაია ბიოლოგიაში?
ქიმიკოსთა სიაში აშკარად ჩანს გარიგებების კვალი, სრულიად გაურკვეველია კრიტერიუმები...
ბიოლოგიის ფაკულტეტზე, პოლნი უჟას. ამას ბიოლოგიურად დეგენერაცია ჰქვია. ეს არის ბებერი იმპოტენტების სია ერთი ორის გამოკლებით, რომლებსაც დიანა ძიძიგური ლეღვის ფოთლად მიაფარეს, როგორც ოპოზიციონერი და მოქმედი მეცნიერი. ზოგიერთი ახალგაზრდობაში იყო კარგი მეცნიერი, მაგრამ ამ ასაკში.... როცა 24 საუკეთესო უნდა დატოვო, აღარ არის ასეთი არჩევანი სწორი! მოდი ამ ერთ ფაკულტეტს არ დავიზარებ და დეტალურად გაგირჩევთ.
მცირე პლიუსებსაც არ დაგიკარგავთ ბატონებო, მაგრამ მოგეხსენებათ ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი...
მიკრობიოლოგია და ბიოქიმია – საერთოდ აღარ არსებობს, გიჟები ხართ ხალხო?????
კონკრეტულად პიროვნებებზე – ახლავე ბატონო:
1. ნინო ფორაქიშვილი – ჭანკვეტაძის მსგავსად არც ეგ არის აქ ჩამომსვლელი და ლექციის ჩამტარებელი, skjnsh – კიდევ ერთი სამეთვალყურეო ობიექტი შენ. ჭანკვეტაძისაგან განსხვავებით კარგი მეცნიერი ნამდვილად არ არის და ვერც რეიტინგით მოვა ბეჟანთან. მაგისი კათედრის შექმნა ბიოფიზიკის კათედრის ოთახების გატეხვით და ხელსაწყოების მიტაცებით დაიწყო, შემდეგ მეპერაშკე გივი სანაძემ ტასისის პროგრამაში ჩასვა, შემდეგ რადგან უცხოეთში ჩაყო ფეხი, დარჩა და დარჩა...მისი საქმის კეთება ნინო გაჩეჩილაძეს მოუწევს, როგორც აქამდე. ეს უკანასკნელი კი უბრალოდ დაუტოვეს შავ მუშად.
2. ლეჟავა თეიმურაზი – ან მაგისი ადამიანის გენეტიკა წაიკითხეთ ან ლექციას მოუსმინეთ ვინმემ, თუ აზრს გამოიტანთ. იყო იმ კათედრაზე საუკეთესო – აივენჰო შათირიშვილი და გაუყენეს ჭავჭავაძის უნივერსიტეტის გზას
3. იგივე სიტუაცია გია ქაჯაიაზე და დავით თარხნიშვილზე – პირველი, ბევრად უარესი თსუ–ში დარჩა, მეორე ჭავჭავაძის უნივერსიტეტის გზას გაუყენეს და აქ კომისიაში ჰყავდათ, მაგრამ არაფერი გადაუწყვეტია როგორც ჩანს.
4. ჭელიძე პავლე – კარგი მეცნიერია, მაგრამ ისევ აქ არ არის დამჯდომი და ლექციის წამკითხავი, ძირითადად საზღვარგარეთაა, skjnsh – დაგისამდა...
5. ნანა კოტრიკაძე – მაგის სტუდენტებს ჰკითხეთ იცის თუ არა ჰიდროფილური და ჰიდროფობულის მნიშვნელობა და რა არის დნმ–ის მინორული ჯაჭვი....ბირთვიან ერითროციტებზე აღარ ვლაპარაკობ...
6. ტაბატაძე და გორდეზიანი – სიაში მათი მოხვედრა დათო მიქელაძის დამსახურებაა და არა მათი პარამეტრების ან განსაკუთრებული მონაცემების. ეს ხალხი დათო მიქელაძეს სჭირდება თავისი პრაქტიკუმებისათვის და რა ქნას.... დიანა ძიძიგურმა თვითონ ატაროს პრაქტიკუმები თუ პავლიკა ჭელიძეს ჩაატარებინოს საფრანგეთიდან?
ეხლა პლუსები: მოქმედი მეცნიერები, ვინც საქმეს გააკეთებს – დათო მიქელაძე –მოქმედი დეკანი (თავის ხალხის გათრევას ვერ შეეშვა), ნანა დორეული, დიანა ძიძიგური, პავლე ჭელიძე – მორჩა! დანარჩენი ან წარსულში იყვნენ მეცნიერები, ან არასოდეს არ ყოფილან.
იყო კიდევ ერთი მოულოდნელი სასიამოვნო ჰუმანურობის მომენტი – მარინა შენგელია !
ჯაბა ონიანიც რომ არ არის, პროგრესია – რა დონეც არის მთელმა თბილისმა იცის.
ეხლა არ მითხრათ შრომებიო, გაზრდილი ასპირანტებიო და ა.შ. რეალურად რომ ფეხზეა დაკიდებული ცხადია. ჯერ ერთი რაც ჯაბას შრომები აქვს და დაცული ასპირანტები იმდენი უნდა, გამოგონებაც კი აქვს! თუ ჯაბა მოაშორეთ, სხვა არ იყო მისაყოლებელი? ძალიან ბევრს თავისი სტატია არათუ არ დაუწერია, არც წაუკითხავს. ამის გამორკვევა არც ისე ძნელი იყო, ცოტა მეტი მუშაობა და დრო უნდოდა, და კიდევ კეთილი ნება, რომელიც დეფორმატორებს არასოდეს ჰქონიათ!
საქმე ისაა, რომ დარჩენილ სასტავს რაზეც გინდა ააწევინებ ხელს (დიანას გარდა), აი ობიექტურად არჩეული და მართლა ვარსკვლავი, ხელს სისულელეზე და სისაძაგლეზე არ აგიწევს.....
ფაკულტეტზე გასაზრდელი ახალგაზრდა აღარ დარჩა, ამაზე მეტი უბედურება რა გინდათ დალოცვილებო. თუ წარსული დამსახურებებით ირჩევდით, ფაკულტეტზე იყო კაცი, ვინც სსრკ-ში პირველმა მიიღო ჰიბრიდული უჯრედი - ადამიანისა და ჩინური ზაზუნის, დავიჯერო ეს დამსახურება არ კმარა პირველ 24-ში მოხვედრილიყო? უკეთესი რა გააკეთეს დანარჩენებმა?????
ერთი სიტყვით უარესი სიტუაციაა, ჭადრაკის ენით ცუგცვანგი .........
პ.ს. 24 საუკეთესოც რომ აგერჩიათ, ფაკულტეტის საქმე მაინც წასული იყო. ეხლა საუკეთესოებს მაინც არ დაბრალდებათ. skjnsh, შენი ცოლის ვერგასვლით წესიერი კაცის იმიჯს ვერ შეიქმნი. სჯობდა ცოლიც დაგეტოვა და ნაკლები სისაძაგლე ჩაგედინა. თფუ.
This post has been edited by makvala on 29 Jul 2006, 01:03