სპეც. ნიშნებს არ სვამს, ამიტომ მკრთალად აღვნიშნავ ციტატებს.
jiblaვიგულისხმე, რომ აკადემიური საბჭო იურიდიულად გაუქმებული კი არ არის, არამედ მუშაობა აქვს დროებით შეწყვეტილი (ეგ არანაირად არ ნიშნავს რომ ის მთლიანად გაუქმდა)ახლა უყურე, რა დაწერე
გაუქმებული კი არის იურიდიულად, მაგრამ ის მთლიანად არ არის გაუქმებული... მხოლოდ მუშაობა აქვს დროებით შეწყვეტილი.

"იურიდიულად" თუ გაუქმდა, "დროებით" მუშაობას კი არ წყვეტს, მუშაობის გაგრძლელების უფლებამოსილება აღარ აქვს,რადგან გაუქმებულია უკვე, ანუ
არარსებული . "იურიდიულად გაუქმება" თუ "დროებით მუშაობის შეწყვეტად" გესმის, ეს უკვე იუმორის საქმეა

უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, უნივერსიტეტის დიდი საბჭო არის არც მეტი, არ ნაკლები -
გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი. ამის ნახევრად უარყოფის ან ნახევრად დასასტურების მცდელობები ყოველთვის ასეთ სასაცილო სიტუაციამდე მიგვიყვანს. არადა
ეს არ არის არც ჩემი მოსაზრება და არც კონტრარგუმენტი - ეს არის ფაქტი, რომელიც არანაირ "მაგრამს", "ოღონდს" და შენს საყვარელ "დავუშვათს" არ ითვალისწინებს (ნუ დიდი საბჭო და შტატები რო უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან, ესეც დიდი საკითხია, თუმცა მაგას ცალკე გავშლი, თორე უსასრულოდ გამიგრძელდება).
ანუ "მოგვწონს-არმოგვწონს" - სხვა განზომილებაა. ბოლოს როგორც იქნა შაქროსთან კამათშიც ამ პუნქტამდე მივედით, რის შემდეგაც ძალაუნებურად აღნიშნა, რომ ხუბუას ბრძანების გასაჩივრება, გაბათილება, განადგურება და ა.შ. მოხდებოდა - კეთილი და პატიოსანი. მაგრამ ახლა როგორც არის და სანამ ძალაშია და ლეგიტიმურია, მიიღეთ ეს რეალობად და კანონის მაღლა ნუ დადგებით იმის ყვრილში, რომ კანონი თურმე იღვევა. კანონის დაცვა კანონდარღვევით არსებული საბჭოსთვის ხელოვნური სუნთქვის სეანსების ტარებაა ხო? ახლა შაქრო პაპას ეს ამბავი დაავიწყდა და ახალ სერიას აგრძელებს. მარა ერთი ადგილის ტკვეპნვა არც ისე მიმზიდველია, განს. მაშინ, როდესაც აღმოაჩენს, რომ ოპონენტის სიჯიუტეს ტკეპნი. ფაქტის აღიარებას არ უნდა არც სულგრძელობა და არც კეთილშობილება - იგი ისედაც რეალობაა.
ანუ ჩემი გუშინდელი ღამის ნოტაციები როინის დიდი საბჭოსა და 2005 წლის კანონით გათვალისწინებული აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების შორის სემანტიკურ-ონტოლოგიურ-ფუნქციურ-სტრუქტურული განსხვავებებისა, რომელსაც თითქოსდა დაეთანხმე (და აქ ლაპარაკი მახასიათებლების განსხვავებულობაზე კი არა, იურიდიულ განსხავებაზეა საუბარი,
ანუ ორ სხვადასხვა ფენომენზე, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთში), წყალში ჩაიყარა და ისევ თავიდან "დაატრიალე". დიდხანს უნდა ვიტრიალოთ ერთ ადგილზე?

არაფერი "დროებით" არ არის შეწყვეტილი. "დიდი საბჭოს" არსებობა,
როგორც ასეთისა, არ არის არც ერთი კანონით გათვალისწინებული და მისი რეანიმაცია არ იგეგმება მომავალი რამედენიმე მილენიუმის განმავლობაში.
ანუ მაინც ვერ მივაღწიე იმას, რომ ეს გარემოება აღიქვა. ეს ნათლად ჩანს ამ წინადადებიდან:
თორემ საბჭოს გაუქმება სულ!! რა უტოპიაა ვერ გამიგია - ამ კანონის მიხედვითაც არ შეიძლება უმაღლესი სასწავლ. არსებობდეს აკად საბჭოს გარეშე!ამის წამკითხვარე აი ასეთი სახე დამრჩა
რა შუაშია აკადემიური საბჭოს (და თუნდაც წარმომადგენლობითიც) არარსებობა, როცა ვსაუბრობთ ძველ დიდ საბჭოზე? როდესაც ვამბობ, რომ მისი უსირცხვილო და ტუტუცური სახელის უპრაგონოდ გადარქმევა და ამით დაკმაყოფილება არ შეიძლება, ამას ყურს ვუყრუებთ. არა და, რა მიკვირს? ერთი და იგივეა შენთვის თურმე და...
ეხლა გისმენთ დანარჩენზეჰო... საოცარი პარადოქსიდან გამომდინარე (ფორმულირებით: "იურიდიულად გაუქმებულია, მარა დროებით აქვს შეწყვეტილი მუშაობა"), დანარჩენის გაგრძელება იგივე პარადოქსამდე მიგვიყვანს.
ამ კანონის მიხედვითაც არ შეიძლება უმაღლესი სასწავლ. არსებობდეს აკად საბჭოს გარეშე!ღმერთო შენ მიშველე
ისევ ვერ არჩევ "დიდ საბჭოს" და ახალი კანონით გათვალისწინებულ საბჭოებს (ჯერ არარსებულს რა თქმა უნდა) ერთმანეთისგან და ახლავე დაგიმტკიცებ რატომ:
ზემოთ ციტირებულ წინადადებაში "აკად საბჭო" - ამაში მგონი იგულისხმება ერთ-ერთი დებულებათაგანი, რაც სრულიად არის მოწოდებული საქართველოს კანონში "უმაღლესი განათლების შესახებ", კერძოდ, IV თავში (სტრუქტურა, მართვის პრინციპები და ა.შ.). ბატონმა ზურაბ კიკნაძემ რომ ბრძანა, უნივერსიტეტი თავიდან უნდა დავაფუძნოთო, ამაში სწორედ ეს შინაარსი დევს და ზოგიერთ ნესტანს ეს თსუ-ს დანგრევის პროგრამად "მოეჩვენა". არადა უნდა დაანგრიო
სტრუქტურა, რომლის პრინციპებს მართლა არ ითვალისწინებს ახალი კანონი. შენ კი ითხოვ,
კანონის დარღვევით, კანონისთვის დაუშვებელი და გაუგებარი სტრუქტურები შენარჩუნდეს (მათ შორის, ეს ე.წ. "დიდი საბჭო"), რომელიც თითქოსდა უბრალოდ "შეჩერებულ-გაუქმებულია (რაღაცა ამ ორს შორის...

) და რომელიც თურმე უნდა ტრანსფორმირდეს. ჰმ....

ანუ ითამაშებს რეფორმობანას, "გარდამავალ" ფუნქციას შეასრულებს და მისი პატივნაცემი შემადგენლობა "გადასრიალდება" ახალ სტრუქტურებში. აი რეფორმა, ვერაფერს იტყვი!
რა კავშირი აქვს იმ დიდი საბჭოს შემადგენლობას თუ საერთოდ ფენომენს ახალ სტრუქტურასთან, როდესაც, ბევრი რო აღარ გავაგრძელო, ამ უკანასკნელის შემადგენლობის ერთი მესამედი სტუდენდობაა???? აკრედიტაცია, ECTS? ვუჯდეთ და ვუცადოთ, ლეიბორისტი და როინისტი როდის დაადგენს საკუთარი თავისთვის საკონკურსო კრიტერიუმებს და როდის ჩაუტარებს საკუთარ თავს კონკურს? კონკურსს, რომელიც ცხოვრებაში არ გაუვლია? ადამიანი, რომელიც ექვსწლიანი ინტერვალის მაგივრად 6 თვეში იცავს სადოქტოროს და პროფესორდება, იმას ვუყურო, როდის განიცდის კათარზისს და თვითმიზნად დავისახო, მე, ადმინისტრატორმა, რომ მეც კანონი დავარღვიო, ჯერ მივუშვა იგი ამ პროცესამდე და მერე ისევ კანონი დავარღვიო და უკანონდ ჩავერიო ამ პროცესებში (ანუ ახალმიცემული უფლებები შევულახო) თუნდაც კეთილშობილური მოსაზრებებით? უკომენტაროდ!სადღაც ხომ უნდა დავუსვათ წერტილი ფანტაზიებს და, გაუგებარი პრეტენზიებს კვალდაკვალ, ლოგიკასთან მწყარალად არ მყოფი იდეა ჩამოვაყალიბოთ?
გავიგეთ თუ არა, რომ "დიდი საბჭო" და კანონით გათვალისწინებულ საბჭოებს საერთო მხოლოდ სიტყვა "საბჭო" აქვთ და მეტი არაფერი?თუ ამაში დაგარწმუნე (არადა დარწმუნება სულ არ სჭირდება), დებულება შინაარსით (იხ. ზევით ციტირებული) "თუ გარკვეული ელემენტი არ არსებობს (გინდა საბჭო, გინდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, გინდა აკრედიტაციის სამსახური და ჩორტ ზნაეტ შტო...რომელიც არც არასოდეს არსებობდა და საიდან გაჩნდება, თუ არ გაააჩენ???), არ შეიძლება უნივერსიტეტი არსებობდეს" და + ამას მოყოლილი პათოსი "უნივერსიტეტი წესდების გარეშე არსებოოოობს?!" არის ყურით მოთრეული, ზედაპირული და პირველივე გარჩევისთვანავე ქრება. არანაირი ლოგიკა მასში არ არსებობს გარდა ერთი სასაცილოსი, რომელიც იგივეა, რაც თქვა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია '21 წელს იმის გამო არ არსებობდა, რომ თურმე არ შეიძლებოდა იურიდიული აქტის გამოცემა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა იქნებოდა ჩაწერილი და დაფიქრირებული და ჯერ იმის შობა-შექმნა უნდა მომხდარიყო და მხოლოდ ამის შემდეგ აქტის მიღება

ეს ხომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს? მიღებული მოვლენაა (ღმერთი, რჯული! შეიძლება ამის ახსნა იყოს საჭირო?!

), რომ ჯერ იწერება ფურცელზე, და შემდეგ, ერთჯერადი სახით, იქმენბა იგი და შემდეგ ფუნქციონირებს,
რის შემდეგაც კანონის გარდამავალი დებულებები (და არა "პერიოდი") ფუქნციას კარგავს და თქვენს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ძალად გაიდეალებული მუხლები
სრულყოფილად მოქმედებს, ისევე როგორც ინსტიტუტი (სახ. თუ უნივერს.) - ფუნქციონირებს. ეს საღი აზრი.
ახლა მოვუსმინოთ ძველ საბჭოს და მათ თაყვანისმცემლებს: "უნივერსიტეტი არ შეიძლება არსებობდეს, რადგან ჯერ მისი ერთ-ერთი სტრუქტურა არ შექმნილა, ამიტომ ძველი, სხვა შინაარსის და ფორმის სტრუქტურას ახლის სახელი უნდა დაერქვას და მერე უკვე შინაარსობრივად შეიცვალოს". ჩემი ფეხები შეიცვლება, ეს არის სტუდენტობისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მთქმელს რომ აწყობს, გასაგებია, მარა ეგ მოხდება ზეგე, ზეგ

თუ ანგარების მომენტს დავივიწყებთ, ელემენტარულად უნდა ვაღიაროთ, რომ მეორე მოდელი არის, რბილად რომ ვთქვათ, მარცხენა ხელით მარჯვენა ყურის ფხანა ორივე იღლიის გავლით. ეს არის უკვე ლოგიკის და საღი აზრის გაუპატიურება.
გაქვს ზუსტი ფაქტებიი? შენ გგონი იმ საბჭოში მარტო ფიზიკოსები იყვნენ? ძაან თამამ განცხადებებს აკეთებ და თან წინა პოსტებში ამბობ რომ ამ ფაკულტეტთან შეხება არ გაქვს არაფერი იცი ...ზუსტ ფაქტებში ბიულეტენებს გულისხმობ? იმ საბჭოში მხოლოდ ფიზიკოსები რა თქმა უნდა არ ყოფილან და მხოლოდ ფიზიკოსებს არ ადევთ ტვირთად ეს სამარცხვინო ფაქტი, უბრალოდ ახლა რომ განყენებულად საუბრობთ ხოლმე მათზე, როგორც სიმართლისა და იდეისთვის მებრძოლ სექტაზე, მთლად ეგრე არაა, გუშინდელ დღეს გადახედეთ. ინფორმაცია მაქვს "შიგნიდან", ამაზე მეტს ვერ ვიტყვი - მთხოვა კაცმა და ვერ გავთვამ. ისე გაიკითხ-გამოიკითხე, არცთუ შორეულ წარსულს ეკუთვნის ეგ ამბები. არაფერი არ მამოძრავებს ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, თუ ვინმეს უნდა ვუსაყვედურო ამ მდედრი გაუგებრობის ყოფნა რექტორად, ეს მხოლოდ რეფორმატორებია.
შაქროIIსაჯარო სამართლის იურიდიული პირს უნდა ჰქონდეს წესდება.რომელიც მუხლისჩოქვით და ღრიალით არ იქმნება.
ახლად არჩეული საბჭო შეიმუშავებდა კონკურსის დებულებასგაგიცვდა ხუმრობები
netaratoსექტემბრამდე მორჩება მიტინგების სეზონი თსუ-ს ეზოში?ამაზე პასუხი პირდაპირ უკავშირდება მეორე კითხვას, ოღონდ შებრუნებული ფორმულირებით შემოგთავაზებთ:
იტალიის ფანკლუბი დაუბრუნდება გზის მეორე მხარეს მდებარ ოფისს?შაქროIIთუ კანცელარიიდან დაავალებენ დისკრედიტირებას მაშინ შეიძლებასაკუთარი თვალებით მაქვს ნანახი საიდან მოათრევენ იმ დროშებს, არ გინდა რა ეს კანცელარია-მანცელარია. არც გრცხვენიათ უბრალოდ