გადაცემა კრახი არ იყო, ჰქონდა ბევრი მინუსი. ყველაზე დიდი მინუსი - ნიკა არ იყო, ბუნებრივია სასურველ ფორმაში - დიდი ხანია არ ჩაუტარებია ეგეთი მატჩები

არ იყო ქართული თოქშოუებისთვის (განსაკუთრებით გრიგოლიას გადაცემებისთვის) დამახასიათებელი ყალბი დაძაბულობა, რომელიც მეტი არაფერია, თუ არა ის რომ არც მხარეები და განსაკუთრებით არც ჟურნალისტი ერთმანეთს საუბარს არ აცლიან. მე პირადად მასეთი ფორმატის გადაცემა დიდად არ მხიბლავს. ბაზარნი გარჩევების ადგილი არაა ტვსტუდია. მოკლედ, ვუყურე ტაბატაძის თოქ შოუს და შევაფასებ შემდეგნარად:
1. აკლდა შოუს ელემენტი, რეალურად მონოლოგი უფრო იყო ვიდრო ორი დაპირისპირებული აზრის მოსმენა, მაგრამ ამაში ჟურნალისტს ვერ დაადანაშაულებ, რას იზამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ერთ-ერთ რეიტინგულ ტელეკომპანიას ბოიკოტს გამოუცხადებს;
2. გადაცემა იყო ინფორმატიული საკმაოდ. ანუ ის შეკითხვები რაც უნდა დასმულიყო დაისვა და შეძლებისდაგვარად პასუხიც გაეცა;
3. თუ ნიკა გააგრძელებს ამ გადაცემის წაყვანას, ეჭვი მაქვს რომ ბევრად უკეთ გამოუვა ვიდრე ხოფერიას. ხოფერია ასეთ გადაცემას, სადაც არ არიან დაპირისპირებული მხარეები, უბრალოდ ჩააგდებდა, გრიგოლიასაც იგივე დაემართებოდა. ნიკამ მოახერხა საინტერესო გადაცემის გაკეთება, ანუ მე პირადად გადაცემას ვუყურე და დიდად არ მომიწყენია.