Tsira
კოლხი ამორძალი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3716
წევრი No.: 3625
რეგისტრ.: 17-November 03
|
#3476618 · 21 Jul 2006, 14:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კოტე გაბაშვილი პარლამენტის 2005 წ. ოქტომბრის დადგენილების შესახებ . . . .
,,ვფიქრობ, ეს დადგენილება ძალიან კარგი და დროულია ჩვენი ქვეყნისათვის, რომელსაც დღეს უკვე აქვს შინაგანი რწმენა და გამბედაობა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. მართალია, ჯერ ბაზების გაყვანის საკითხი არ დამთავრებულა, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც კარგად შევარჩიეთ ამისათვის დრო.დღეს საქართველოს ორი დიდი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, ეს არის ცხინვალი და სოხუმი. ეს ორი რამ აუცილებლად გამოსასწორებელია. ჩვენი ქვეყნის მიმართ ხორციელდება უამრავი უკანონობა_ იურიდიული თვალსაზრისით და სამართლებრივი სტატუსის მიხედვით დაკარგული ტერიტორიები საქართველოს ეკუთნის და ამ ანექსიის გულგრილად ყურება უკვე შეუძლებელია. ჩვენ პოლიტიკურად გაორებულები ვართ, როდესაც ყველა საკითხში რუსეთი არის დამრეგულირებელი, მომლაპარაკებელი, მშვიდობისმყოფელი და სხვა... მაგრამ, სინამდვილეში, ის არის კონფლიქტის მხარე და მხარს უჭერს სეპარატიზმს, აძლევს მას არსებობის საშუალებას და დგამს უამრავ უკანონო ნაბიჯს, რაც საერთაშორისო ურთიერთობების ნორმების უხეში დარღვევაა. რუსული სამშვიდობო ძალები, მშვიდობის ნაცვლად, აღვივებენ და მხარს უჭერენ აგრესიას, ჩვენთვის ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება კი, პრაქტიკულად შეუძლებელია. რუსეთთან დადებული ხელშეკრულების ერთ_ერთი მუხლის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ სხვა ქვეყნის სამშვიდობო ძალების ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებაზე და ამას რუსეთი ხელს ვერ შეუშლის, იგი იძულებული იქნება, დათანხმდეს ამ პირობას. პროცესები ძალიან შორს წავიდა, ამიტომ საჭიროა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები ჩვენი მთავრობის მხრიდან და ეს ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება. თუ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთს არ ეყოლება თავისი ჯარები, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, მაშინ ჩვენ ვიმოქმედებთ ნორმალური მეთოდებით და ურთიერთობებიც მოგვარდება. სამშვიდობო ძალების გაყვანის პროცესში ორი ფაქტორი თამაშობს მთავარ როლს, პირველი არის ის, თუ ვის მხარეზეა სიმართლე, მთავარია, რომ ჩვენს სიმართლეს იზიარებს დემოკრატიული სამყაროს დიდი ნაწილი. მეორე ფაქტორია დემოკრატიული ქვეყნების დამოკიდებულება ამ პრობლემებისადმი, რადგან საერთაშორისო საზოგადოებას სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია ამ პროცესებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ მარტო ვერ შევძლებთ პროცესების მართვას, რადგან გამოცდილი გვაქვს, თუ რა ძნელია მხარდაჭერის გარეშე პროცესების კონტროლი. სოხუმის დაცემას ვგულისხმობ. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, მსოფლიო გაგებით მოეკიდება ამ პრობლემას. ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ ომს, ეს ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. ამიტომ ჩვენმა მთავრობამ აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით სერიოზულად უნდა ჩამოაყალიბოს საკითხები ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული სფერო. მოხარულები ვიქნებით, თუ საერთოდ არც ერთი სხვა ქვეყნის ძალა არ იარსებებს საქართველოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მოვახერხებთ, რომ ეს საკითხი მოგვარდეს აფხაზეთთანაც და ოსეთთანაც. მთავარი რაც იქ უნდა გაკეთდეს თ ვ ი დ ა ნ თ ვ ე მ დ ე არის ის, რომ ამ რეგიონებში ჩაიდოს რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია. უნდა მივცეთ მათ განვითარების საშუალება. უმთავრესი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან იქნება ის, რომ ჩვენ, ოსები და აფხაზები, საერთაშორისო ძალების დახმარებით, ღირსეულად აღვადგენთ ურთიერთობებს, ომისა და ძალადობის გარეშე, და დავიწყებთ ზრუნვას იმაზე, რომ აფხაზები და ოსები აქტიურად ჩავრთოთ მთელი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. ეს იქნება თანამდებობების დაკავება, გარკვეული გარანტიების მიცემა, კულტურული და ეკონომიკური ინვესტიციები. მიმაჩნია რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია ჩვენი მხრიდან, რადგან იქაც უკვე ხალხი დაიღალა სეპარატისტულ რეჟიმში ცხოვრებით. კიდევ უამრავი სხვა ფაქტი და მიზეზია საიმისოდ, რომ აღნიშნული ძალები გავიდნენ ჩვენი ტერიტორიიდან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის და რუსეთს სხვა გზას არ დავუტოვებთ. მთელი დემოკრატიული სამყარო ჩვენს მხარეს დადგება. შეიძლება თამამადაც ჟღერდეს ეს ნათქვამი, მაგრამ თავად რუსეთის დემოკრატიული ძალებიც ჩვენს მხარეს დადგებიან, რადგან ჩვენ ცივილიზებული, დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილი ვართ და რუსეთს ვთავაზობთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას, ისინი ძალადობას მიმართავენ. ძალადობას კი გასაქანი არ ექნება, როგორც არ უნდა მოინდომოს ეს რუსეთმა. ძალის გამოყენებით მათ მხოლოდ ერთადერთი რამის გაკეთება შეუძლიათ _ საკუთარი ტერიტორიის დაცვა. ჩეჩნეთში მათ ხალხი გაწყვიტეს, ამოხოცეს. რუსეთს ჰგონია რომ ასეთი ძალადობრივი გზით შესაძლებელია კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ ჩვენ ასე არ ვაპირებთ, რადგან სიმართლე და კანონი ჩვენს მხარეზეა.
კოტე გაბაშვილი _ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია «ნაციონალური მოძრაობა _ დემოკრატები». «მივესალმები ასეთ გაბედულ გადაწყვეტილებას»
,,პარლამენტის უწყებანი“ # 005
ჩაწერილია 4 ოქტომბერს
-
--------------------
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....
|