რუსეთი თავის ტერორისტებს გვივზავნის, იმ ხალხს, ვინც ჯერ აფხაზეთი და შემდეგ ჩეჩნეთი ააოხრა
აფხაზეთის დასახმარებლად ჩრდილო კავკასიიდან მოხალისეთა ნაკადი დაიძვრება
" ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, აფხაზეთის დასახმარებლად ჩრდილო კავკასიიდან მოხალისეთა ნაკადი დაიძვრება" -განაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალუ ალხანოვმა მოსკოვში, სააგენტო ”ინტერფაქსის“ ოფისში გუშიონ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ”ხალხი არავის შეეკითხება, ისე წავა საკუთარი ძმების დასახმარებლად. აფხაზმა და ოსმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს ვისთან სურს ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, თუკი მათ ეცოდინებათ, რომ საქართველოსთან კარგად იცხოვრებენ, ისინი ამ არჩევანსაც გააკეთებენ"- განაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალუ ალხანოვმა.
http://news.gpb.ge/det.html?id=8303%20%20%...ateg=04-08-2006თბილისი, 4 აგვისტო / " კორ."ახალი ამბები - საქართველო"/. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ მხარეს მოუწოდებს აღკვეთოს ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ვითარება გაამწვავოს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 4 აგვისტოს გავრცელდა.
"იმ ვითარებაში, როდესაც კოდორის ხეობაში მყარდება წესრიგი და ხდება მდგომარეობის ნორმალიზაცია, ამ რეგიონში კვლავ ადგილი აქვს სხვადასხვა ხასიათის პროვოკაციებს. კოლექტიური სამშვიდობო ძალების ვერტმფრენები, როგორც წესი საბრძოლო-მოიერიშე «მი-24» საბორტო ნომრით 33, რეგულარულად აწარმოებს ფრენებს კოდორის ხეობის დასახლებული პუნქტის ქვაფჩარისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოსტის მიმდებარე ტერიტორიის თავზე", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 აგვისტოს დაახლოებით 9 სთ. 15 წუთზე, აფხაზეთის, საქართველო სეპარატისტული ხელისუფლებისა და კოლექტიური სამშვიდობო ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კოდორის ხეობაში შემოფრინდა «მი-24» ტიპის სამხედრო ვერტმფრენი, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, რომელიც "დაახლოებით 10 წუთის მანძილზე დაფრინავდა დაბალ სიმაღლეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოსტების თავზე და პერიოდულად ისროდა სითბური რაკეტების საწინააღმდეგო საშუალებებს".
"მათ შორის აღსანიშნავია, რომ მათი მოქმედების შედეგად არ ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი «კავკასიონი».ასეთი ქმედება წარმოადგენს არსებული შეთანხმებების უხეშ დარღვევას და ცხადყოფს, რომ აფხაზური მხარე ცდილობს ხელოვნურად დაძაბოს მდგომარეობა", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო არ დაუშვებს ქვეყნის ელექტროენერგიის გარეშე დატოვებას და მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტი ელექტრომომარაგებით. "მოვითხოვთ ადეკვატურ რეაგირებას რუსეთისა და სამშვიდობო ძალების მხრიდან, რათა დადებული შეთანხმებების თანახმად, აღდგეს ელექტროგადამცემი ხაზის გამართული მუშაობა", - ნათქვამია განცხადებაში.
This post has been edited by Einstein on 4 Aug 2006, 19:57