ისე, სიფათაზე და იმის პარიკმახერ ედიკაზე თუ იცით ისტორია?
მოკლედ, ერთი ვერელი ტიპი იყო, სიფათა და ჰყავდა პარიკმახერი, რომელთანაც ყოველთვის თმას იკრიჭავდა.
ერთი პერიოდი სიფათა გაქრა, მერე გამოჩნდა. ამის მერე მიდის დიალოგი: ედიკა/სიფათა:
- ვა სიფათ, სად იყავი რომ არ ჩანდი.
- რავი, ედიკ ქვეყანა მოვიარე, ისე, სომხეთშიც ვიყავი
- ვააა... სომხეთში იყავი, სიფათ-ჯან?
- კი, დაჟე ეჩმიაძინიც ვნახე...
- ვააა... ეჩმიაძინი ნახე? (ედიკას ემოცია მოაწვა). შენი ჭირიმე, სიფათ-ჯან რა ხდებოდა?
- რა ხდებოდა და წირვასაც დავესწარი.........
- ვახ შენი ჭირიმე, სიფათ, წირვას დაესწარი, ეჩმიაძინში, ტო...? (ედიკას ემოცია მძლავრობს

)
- კი, დავესწარი, თან ვაზგენა ატარებდა წირვას და ვაზგენაც ვნახე.
- ვააა, შენ გენაცვალე, სიფათ, შენ ვაზგენა ნახე??? (ედიკას უკვე ცრემლები აწვება)

- კი ვნახე, მაგარი ლამაზი კაცია და ეგ რომ გამოჩნდა, მთელი ეჩმიაძინი მუხლებზე დაეცა...
- მუხლებზე დაეცა, ხოო......? (ედიკა ცუდად არის, რელიგიურ ექსტაზშია

)
- ხო, დაეცა, ჩემს გარდა იმიტომ რომ სხვა სარწმუნოება მაქვს. ხოდა ვაზგენამ რომ დამინახა...
- დაგინახა, ხო, სიფათ, ვახ შენი ჭირიმე, დაგინახა, ხო???
- კი, დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა..........
- ვაააა შენსკენ ტო???? შენსკენ, სიფათ???(ედიკას ცრემლი სდის

)
- ხო, მოვიდა ჩემთან და თავზე ის თავისი ნატიფი, მოვლილი ხელი დამადო და იცი რა მითხრა?
- აუუუუუუუუუ სიფათ, შენ ვაზგენამ ხელი დაგადო? შენ გენაცვალე, წმინდანი ხარ ჩემთვის! (ედიკა ტირის

) ხოდა რა გითხრა?
- ხოდა რა მითხრა, შენ ეგრე ვინ გაგკრიჭა, მე იმის დედა მოვ%%%%ო
This post has been edited by Johnnie Walker on 21 Sep 2006, 11:14