ხალხი ამაზე ქუჩაში არ ლაპარაკობს, თუმცა ცოტა ხანი
თუ გაჩერდები სოფლად გაიგებ რა ტრიალებს მათ თავში
აბა ფანტანის შემყურე მოშიმშილე კაცი ორმაგად
ბრაზიანი ხდება.....
გნებავთ დავდო სააკიანის გასამასხარავებელი....ა ბატონო და დასკვნა გამოიტანე:
1. საქართველოს გავაწევრიანებ ნატოში. . (და გააგზავნიან ჩვენს ახალგაზრდებს. . .ლიბანში, გვატემალაში, ერაყში, სუდანში, ეთიოპიაში და სხვაგან და სხვაგან. . .ნახავენ ეგზოტიკურ ქვეყნებს, იბრძოლებენ დემოკრატიისათვის). . .
2. შემოვიყვან ინვესტორებს და ინვესტიციას მოვიზიდავ. . (ინვესტორები რომ მოვიდნენ ყველაფერს გასაყიდად გამოვიტან, რაც შეიძლება გაიყიდოს, თუმცა რაღა დარჩა გასაყიდი. . .ასე ბიუჯეტს შევავსებ. . .აბა სხვაგვარად არ ივსება. . .მართლა, კურორტები დარჩა გასაყიდი. . .ბენდუქიძე!!. . .ბენდუქიძეეეე!!!). . .
3. აღმოვფხვრი კორუფციას. . (დავიჭერ სუყველას! . .მაგრამ ვინ შემრჩება მერე. . .ეხლა ხომ სახელმწიფოებრივად შენიღბული კორუფციაა ანუ ჩერეზ ბიუჯეტიდან, წვრილი და მსხვილი მექრთამეობა, თაღლითობა ყოველ ნაბიჯზე, კიდევ კარგი სპეკულაცია ამოღებულია კარგა ხანია). . .
4. განვავითარებ ტურიზმს. . .(აი გამოსავალი. . .რამდენი სასტუმრო შენდება. . .სულ სავსეა, მაგრამ ეს როდის დალევს ჩაილულს ღმერთმა იცის). . .
5. დამნაშავეობას დავამარცხებ. . . (გავაძლიერებ შსს–ს, მივცემ მათ ბოროტმოქ–მედების მოკვლის, მოსპობის უფლებას. . .აბა რა იქნება, ქურდბაცაცებს შეეშინდებათ. . .აბა ბიზნესმენებს ხომ ვერ დავსჯი). . .
6. ღვინოებსა და ბორჯომს ამერიკაში გავასაღებ. . . (მაგრამ ჯერ ხარისხი გვაქვს გასაუმჯობესებელი, მერე ბაზრიდან უნდა გავაგდოთ საფრანგეთი, იტალია და სხვები და სხვები. . .ბორჯომს ხომ ალტერნატივა არა ჰყავს. . .თუმცა ეგ ხომ ისედაც ბიზნესმენებისაა და არა ქვეყნის, რას დავეძებ, რაც უნდათ ის უქნიათ). . .
7. მათხოვრები ქუჩებში არ იქნებიან. . . (უფასო სასადილოებს გავუხსნი ქუჩაში რომ არ იწანწალონ. . .ამდენი საიდან მრავლდებიან მაინც ეს უგვანოები. . .სულაც რეზერვაციის ანდა ადრე რომ გამოსაფხიზლებლები იყო, აბეზიანნიკები. . .იქ ჩავსვამ ყველას. . .აბა რა ვქნა არ ვიცი პირდაპირ). . .
8. შადრევნებს გავხსნი, შენობებს შევღებავ, სათამაში მოედნებს გავალამაზებ. . .(ჩემს არჩევნებამდე მაინც ხომ არ მოშორდება ეს საღებავები. . .ასე გაერთობა ხალხი. . .მერე კიდევ რამეს მოვიფიქრებ, ბრაზილიური კარნავალები რომ გადმოვიღოთ!. . .ფეხბურთის ჩემპიონატი მთავრდება უკვე, რაღაც ახალია საჭირო, დღესასწაულებიც არაფერია ნა ზლო). . .
9. დიდი მონუმენტი!!! ყოჩაღ! . . . (ატრაქციონ–მონუმენტი, ოღონდ ეგეთი არა მე და ვანოს მისვლისას რომ გაფუჭდა და კინაღამ გადმოვცვივდით იქიდან. . .). . .
10. ოპოზიციას არ მივცემ საბაბს და მიზეზს. . .(ჯიბის ოპოზიციამ ილაპარაკოს რაც უნდა, როცა მინდა გავაკმენდინებ ხმას. . . მთავარია ხალხმა არ ამოიღოს ხმა. . .მათ ისედაც ხომ არავინ არა ჰყავთ, თითზე ჩამოსათვლელები არიან. . .). . .
11. ბიზნესს მივცემ ფართო გასაქანს. . .(თუ ფულს არ გადამიხდიან ჩემს ფეხებს მივცემ. . .ან ფულის მაგივრად სხვა საქმეს მაინც გავაკეთებინებ, მაგალითად, არჩევნებზე ფულია საჭირო და დახმარება, ხმებს მოვაგროვებინებ, თითეულს სიმდიდრის მიხედვით. . .აბა ისე გავაჭაჭანებ. . .წვრილმანი ბიზნესი კი ფულს ვერ მიხდის, ამიტომ დაიკეტებიან უსათუოდ, განსაკუთრებით მრეწველობა არ არის საჭირო. . .უცხოელებს უწევენ კონკურენციას ისედაც ვიწრო ბაზარზე. . .ეს თოფაძე რა გახდა მაგის. . .თუმცა ფულები დაყაჭეს და ვერაფერს ვეტყვი ჯერჯერობით). . .
12. დემოგრაფიული ფონდიც გაუმჯობესდება უსათუოდ. . . (ამისათვის აბორტები ხომ ავკრძალეთ. . .ეხლა ყველა ბუჩქთან რომც წააწყდეს პოლიცია პორნოშემთხვევას უნდა დაეხმაროს და უგულშემატკივროს ორივე მხარეს. . .ისე ჯგუფური სჯობია ალბათ, ჯგუფური). . .
13. განათლების სისტემა შეიცვალა სრულიად. . . (ყოჩაღ ლომაია! ნამდვილად საჭირო კაცია. . .თუმცა თავიდან წამოსცდა ჯერ კიდევ არაგასახმაურებელი შუშანიკის წამება და ვეფხისტყაოსანი რად გვინდაო, რაზეც ხალხი თითქმის მიხვდა რომ უფრო კონკრეტული დირექტივებია შესასრულებელი ამ მიმართულებით, მაგრამ არაუშავს, მეცნიერთა ნებისმიერი გაერთიანება ხომ მოსპო, კვლევითი ინსტირუტებიო, აკადემიაო, უნივერსიტეტიც კი ადვილად მიაყოლა ზედ). . .
14. ემიგრაცია შეწყდება მალე. . .(ამათ რა იციან . . .ქვეყნისთვის მათი გასვლა უფრო მომგებიანი რომ არის. . .ამერიკა ჯერ კიდევ არ გვიშვებს. . .მარა აგერ ბატონო თურქეთი შენი მეზობელი, რუსეთი, კვიპროსი და საბერძნეთი . . . ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი მათ გასვლას აქედან. . .ნაკლები სარჩენიც გვეყოლება. . .ღმერთმა არ ქნას რუსეთიდან დეპორტი გაუკეთონ ამ ხალხს თორემ . . .არა ფიქრიც შემზარავია. . .ამდენ მშიერს კიდევ ორი იმდენი დაემატება). . .
15. საუკეთესო ჯარიც გვყავს უკვე. . . (საჩვენებელი ბატალიონი ყოველთვის მწყობრშია. . .როგორც კი დაგვჭირდება ჩვენებები. . .ან მაერიკელებისათვის, თურქებისათის, რაც მთავარია რუსებისათვის, ოღონდ მხოლოდ ტელევიზიით მაშინათვე უნდა იყონ მზად, ამათ დაემატება 50 წლამდე რეზერვისტები საჭიროების დროს...). . .
მე როგორც ავტორი. . .კითხვას ვუსვამ პატივცემულ მიშას . . .“გჯერათ ამდენს რომ მოახერხებთ?“ (ლევან ბერძენიშვილის გადაცემისა „მჯერა“ არ იყოს). . .
ასე თუ აპირებს ხალხის შეჩერებას ძალიან ცდება.....
This post has been edited by bazveli-lomi on 8 Sep 2006, 16:47