#3748452 · 12 Sep 2006, 19:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ცხინვალს აგრესიული ქმედებებისაგან თავის შეკავებას ურჩევენ. ხუთი ელჩის შეხვედრა ცხინვალში დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერთან შედგა. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მათთან ერთად ეუთოს ხელმძღვანელი როი რივი იმყოფებოდა
ცხინვალიდან გამოსული საფრანგეთის ელჩი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას არ შეეგუება.
დიპლომატების თქმით, შეხვედრაზე მათ ედუარდ კოკოითის ქართული ვერტმფრენის დაცხრილვის ფაქტის სასწრაფო გამოძიება მოსთხოვეს.
'ჩვენ აქ კოკოითთან შესახვედრად ჩამოვედით, რომ გვესაუბრა რეგიონში ბოლო დროს მომხდარ ინციდენტებზე. გვინდოდა გვეთქვა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერებისთვის, რომ ქართული ვერტმფრენის დაცხრილვას გამართლება არ აქვს და მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან,' - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა ფილიპ ლეფორმა.
რას უნდა ნიშნავდეს ეს შეხვედრა ჩვენთვის......უცხოური დიპლომატიური კორპუსები ძალიან გააქტიურდნენ! შევალთ ალბათ მალე ცხინვალში!
--------------------
ისა, უკაცრავად, ცხინვალს ვაძინებ და ცოტა იქეთ იხმაურეთ რა...
არ დათმო და დაგითმობენ. ვაჟკაცი ხარ მაშინ როდესაც ცხოვრობ ისე როგორც შენ გინდა.
|