#48672465 · 27 Aug 2016, 19:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SaamI მე კომუნისტებისათვის არავითარი 7 თვე არ მიჩუქებია. საბჭოთა არჩევნების ბოიკოტს, მე ზედ მივაყოლე საბჭოთა არმიაში ქართველების სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნის ბოიკოტი. მე მაშინ საბჭოთა არმიიდან დავიხსენი ყველა ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი. ამას კიდე წინ უძღოდა სსრ კავშირის მოქალაქეობის ბოიკოტი, რომლის საფუძველზე სსრ კავშირის მოქალაქეობა უარჰყო 140 ათასმა კაცმა. არაფერი ამისი მსგავსი არ ხდებოდა არცერთ სხვა საბჭოთა მოკავშირე რესპუბლიკებში. სამწუხაროდ იმ 140 ათას ქართველში, რომლებმაც გაბედეს სსრ კავშირის მოქალაქეობის უარყოფა, არ იყო ეროვნული მოძრაობის არცერთი სახელოვანი ლიდერი. მე მათ მაშინ ვეძახდი საქართველოს საოკუპაციო მოსახლეობის წარმომადგენლებს.
იმისი 100% რაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გაკეთდა სამწუხაროდ მხოლოდ ჩემს მიერ იყო ინიცირებული და ჩემი გაკეთებული. დანარჩენები კი ან ჩემს მიერ გაკეთებულ ეროვნულ საქმეებს ითვისებდნენ და ან ჩემი გაკეთებული ეროვნული საქმის საწინააღმდეგო პროცესებს იწყებდნენ, რასაც ეროვნულ საქმედ ასაღებდნენ. ამიტომ არც მიკვირს, რომ ზოგი დღეს ვერარც არჩევს რომელი ქმედება ერის თავისუფლებისაკენ მიმართული და რომელი ქმედება კი პირიქით ამონებს ერს.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|