იმდენად, რამდენადაც რუმინეთს (ბულგარეთთან ერთად) ევროკავშირში შესვლის კარგი შანსები აქვს, მოლდავეთში ალბათ ბევრი არ იქნება ისეთი, ვინც უარს იტყვის რუმინეთის ანუ ახლო მომავალში ევროპის მოქალაქეობაზე.
ისტორიულად მოლდოვა, ტრანსილვანია და ვალახია შეადგენდნენ იმას, რასაც დღეს რუმინეთი ჰქვია. დამოუკიდებელი მოლდავეთი მხოლოდ ერთი ნაწილია ისტორიული მოლდავეთის. მეორე ნაწილი რუმინეთს ეკუთვნის და მესამეც რატომღაც უკრაინას.
ასე რომ, ისტორიული თვალსაზრისით სავსებით გამართლებულია ის, რასაც რუმინეთის მთავრობა აკეთებს. ნუ ალბათ აქ ეკონომიური ინტერესებიცაა. რაც უფრო დიდი იქნება რუმინეთის მოსახლეობა ევროკავშირში შესვლისას, მით უფრო მეტ დოტაციებს და განვითარების ბიჯეტებს მიიღებენ, ანუ მეტ ფულს შეაწერენ მდიდარ ევროპელ ძმებს.
This post has been edited by caliber on 15 Sep 2006, 19:35
Gandhi once said, "First they ignore you. Then they laugh at you. Then they fight you. Then you win."