#3797126 · 20 Sep 2006, 13:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | დოქტრინის დაკანონებას ნამდვილათ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რუსეთი უდოქტრინოთაც რო ჩაერეოდა კონფლიქტებში ეგ ყველამ კარგად ვიცით, დაკანონებას რაც შეეხება , არა მგონია საერთაშორისო საზოგადოებაში რუსეთს ვინმემ მოუწონოს ეს საქციელი, |
მაგ დოქტრინას ის ფასი ექნება მაგ ნაბიჭვრების ხელში რომ ღიად ჩარევისათვის გაუხსნის ხელფეხს. აქამდე თუკი მხოლოდ კაზაკებით და ჩრდილოკავკასიელი "მოახალისეებით" ჩაერია მაგის მიღების შემდეგ რეგულარული არმიის შეყვანასაც არ მოერიდება მაგ რეგიონებში თუკი დაჭირდა... არაა კარგი ამბავი, მაგრამ ვნახოთ... ნატოში შესვლა ახლა როგორც არასდროს ჰაერივით გვჭირდება... ანდა სანამ მაგ დოქტრინას მიიღებენ მანამ უნდა დავარტყათ... ცხინვალი მაინც უნდა გახდეს ჩვენი...
QUOTE | ნურავის აქვს ილუზია რომ რუსეთი ადვილად მოიგებს ... ძალიან დიდი იქნება მათი მხრიდან მსხვერპლი.... |
აი ესაა ყველაზე ცუდი... ილუზია არ აქვს რუსეთს რომ ადვილად მოიგებს, მაგრამ ჰკიდია... მათი მხრიდან კი იქნება დიდი მსხვერპლი მაგრამ მაგენისთვის ეგ არაფერია ხოლო ჩვენთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლეს უდიდესი ფასი აქვს... მარტო იმისთვის ხომ არ უნდა გავიმარჯვოთ რომ მერე ცარიელი ტერიტორია დაგვრჩეს? პიროსის გამარჯვება არანაირად არ მხიბლავს ეს long term ძალიან ცუდ შედეგებს მოუტანს საქართველოს (დემოგრაფიის თვალსაზრისით) იმაზე უფრო უარესს ვიდრე II მსოფლიომ რუსეთს მოუტანა...
--------------------
Absolute zero is cool...
Black hole sucks...
|