#3825951 · 25 Sep 2006, 10:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | კობას შეეძლო თბილად და ტკბილად ყოფილიყო ამ ხელისუფლებაში, პირველი ნომერი იყო სიაში, ხომ არ დაგავიწყდათ?? რომელი ქართველი პოლიტიკოსი იტყოდა უარს ამხელა გავლენის მოპოვების შანსზე? |
დღეს თბილად და ტკბილად ხელისუფლების ვერც ერთი წევრი ვერ არის და ვერც იქნება. კრიტიკა ყოველთვის ადვილია და ოპოზიციაში დგომა. ამ დომხალიდან ქვეყნის გამოყვანა - ურთულესი საქმე. ხოდა ზოგი კრიტიკოსობს, ზოგი ღამეებს ათენებს მდგომარეობის გამოსასწორებლად და მაინც გინება ხვდება, ზოგი ღრუბლებში დაფრინავს და ზოგიც ანძრევს. (ვგულისხმობ მთელ "პოლიტიკურ" სპექტრს პარტიულობისდა მიუხედავად).
რაც შეეხება კონკრეტულად კობას, მომწონს ის, რომ სწორად ესმის ოპოზიციის დანიშნულება; მთავარი არ არის ხელისუფალი იყო ან ვიღაცის დასამხობად იბრძოლო. მთავარია აიძულო ხელისუფლება სამშობლოსთვის საჭირო საქმე აკეთოს... ეს სიტყვიერად, ისე კი... ხშირად აბოლებს ხოლმე ხალხს. განსაკუთრებით, როცა სოციალურ პირობებს ეხება; ცოტა ხნის წინ ინგა გრიგოლიასთან დაახლოებით ასეთი რამ თქვა: საწარმოს ხელმძღვანელი გარედან მოსული კი არა, კვალიფიცირებული "მუშა" უნდა იყოსო, რაც სისულელეა. შეიძლება მუშა იყოს საკმაოდ კვალიფიცირებული და თავის საქმეს იდეალურად ასრულებდეს, მაგრამ მართვაში ჩაისვაროს.
გრიპის "ეპიდემიის" დროს გაზეთში პოლიკლინიკებს ცილი დასწამა: ისარგებლეს შემთხვევით და ბინაზე გამოძახება ფასიანი გახადეს და ტანაც 7 ლარი ღირსო. ექიმის ბინაზე გამოძახება არც ერთი სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება და არც ფინანსდებოდა. იყო ყოველთვის ფასიანი, ღირდა ზოგან 5, ზოგან 7 ლარი და დამოკიდებული იყო პოლიკლინიკის შიდა სტანდარტზე. ყველა პოლიტიკოსი დაფიქრდეს კარგად!: სანამ დაიწყებდეთ ხალხის დაბოლებას და სიტყვა "უფასოს" იტყოდეთ, მანამდე კარგად შეისწავლეთ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები და ნუ აბნევთ მოსახლეობას!!! ყველაფერი უფასო არაა და ვერც იქნება. გამოუცხადებთ უფასოდა და მიდითო და მერე აღმოჩნდება, რომ ასე არაა და თქვენივე დამტკიეცბული პროგრამით, ოფიციალურად თანხაა გადასახდელი. ხალხს კი გონია, რომ ექიმები ატყუებენ და ფულს სძალავენ!!! ხალხს ნერვებს ნუ უშლით და ნუ უღვივებთ უნდობლობას ექიმების მიმართ!!!!
საერთოდ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა საქართველოში ცდილობს სოციალური თემებით ისპეკულიანტოს. საუბრობს უფასო ჯანდაცვაზე, პირდება ხალხს დასაქმებას რაც სისულელეა და ისევ ხალხისთვისაა დამღუპველი. დღეს საქართველოს შესაძლოა ძალიან მტკივნეული და არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ჭირდება იმისათვის რომ მუქთახორობის და სხვის (სახელმწიფოს) იმედად ყოფნის სინდრომი დაამსხვრიოს და დააჩვიოს დამოუკიდებლად ცხოვრებას! და არა ისე, დღეს რომ დედის და სახელმწიფოს კალთას ცდილობს ყველა ამოეფაროს და მარჩენლივით რომ უყურებენ ხელისუფლებას!!! * * *
QUOTE | მრეწველები, ლეიბები |
ლეიბორისტები - ლეიბები? ვა ჰა ჰა ჰაააააააააააააა საღოლ! ჩაგეთვალა! მაგარია This post has been edited by BNELI on 25 Sep 2006, 10:59
--------------------
under construction
|