#3872027 · 2 Oct 2006, 13:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kakha
სახელმწიფოს თეორიაზე რომ ვისაუბროთ შორს წაგვიყვანს, თან შესაბამისად კომპეტენტური არ ვარ. მაგრამ გეთანხმები, რომ ქვეყანა არ არის 'ზოლიანი შლლაგბაუმების მიღმა შეყრილი ადამიანების ჯოგი'. ამავე დროს ქვეყანა, ჩემი ღრმა რწმენით, არ უნდა იყოს საზოგადოება, რომელიც კონკრეტულ მომენტში გაერთიანებულია, გნებავს, რუსეთისა და პუტინკას წინააღმდეგ, სამშობლოს სიყვარულის ამაზე აგება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, ამ კონკრეტულ მომენტში არა სწორია. ქვეყნის სიყვარული სხვა ფასეულობებზე (ჩვენი იდენტობა, კულტურული მემკვიდრეობა, რომლითაც მე პირადად ამაყი ვარ, და ა.შ) უნდა ავაგოთ, შედეგად მომავალში ავირიდებთ მიშამიშამიშასჯუმბერიჯუმბერიჯუმბერიიგორიიგორიიგორის ყვირილს...
|