საქართველოსთან საჰაერო კავშირის შეჩერება უკავშირდება საჰაერო სივრცის ქართველ მომხმარებელთა დებიტორულ დავალიანებას მოსკოვი, 2 ოქტომბერი / " კორ."ახალი ამბები - საქართველო"/. საქართველოსთან საჰაერო კავშირის შეჩერება უკავშირდება საჰაერო სივრცის ქართველ მომხმარებელთა დებიტორულ დავალიანებას. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის ფედერაციის აერონავიგაციის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ნერადკომ.
მისი სიტყვებით, გადავადებული დავალიანება 3,6 მლნ დოლარს აღემატება, მიმდინარე დავალიანებამ კი 176 ათას დოლარს გადააჭარბა, იუწყება "რია ნოვოსტი".
"ეს ეხება მხოლოდ ორმხრივ საჰაერო კავშირს და
არ ეხება მესამე ქვეყნების საჰაერო სივრცის მომხმარებელთა ინტერესებს", - ხაზგასმით აღნიშნა ნერადკომ. მისი სიტყვებით, საჰაერო კავშირის შეჩერების ხანგრძლივობა განისაზღვრება იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოგვარდება დავალიანებასთან დაკავშირებული საკითხი.
ნერადკომ აღნიშნა, რომ შეზღუდვები, პირველ რიგში, შეეხო რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებსაც ვალი დაედოთ აერონავიგაციური მომსახურებისთვის საჰაერო სივრცის მოსკოვის ზონაში. ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მოვალეებისგან ერთი კვირის განმავლობაში 100 მლნ რუბლის ამოღება მოხერხდა.
"რაო, ვალიკოოო, რა მინდაო"
ე.ი. ბლოკადა კი არა დავალიანების გამოისობით შეწყდება ფრენაო.
III ქვეყნები ეგ რომლები არიან? მაგალ'ითად სომხები?