რებრომ ვაპროს პასტავილ: "ილი" - "ილი"
ნა ეტომ რუბეჟე ლეგლი ბაირონ ი რემბო,
ა ნინეშნიე კაკ-ტო პრასკაჩილი.. "
ამაზე ვისოცკი წერდა.
st. Anger არ გეწყინოს, მაგრამ ძალიან სჭარბობს ემოცია და ახალგაზრდა სისხლის ბრალია. მეც ეგეთი ვიყავი, განა სხვანაირი რო? 89-91 წლები უნოყიერესი იყო ქართული სისხლის ჩქროლისთვის... და დაიღვარა. ეხლა არ მინდა იგივე რომ მოხდეს და ისევ უკუშედეგით. მე რომ მთხოვ რეცეპტებს, მე არ მაქვს რეცეპტები. მე ერთადერთი რამე შემრჩა - ფიქრის უნარი და ვიღაცის დაკრულზე არ აყოლის უნარი. კი, მოგიყვებოდი ეხლა ჩემი აზრით რა იყო საჭირო და რა არ გაკეთდა, მაგრამ თუ გულისყური დახშობილია - სისხლი ახშობს ადუღებული - აზრი არა აქვს. გკითხავდი: 2004-ის გაზაფხულზე სამაჩაბლოში რაიმე სასიკეთოს იმედი მეტი იყო თუ ეხლა 2006-ის შემოდგომაზე? ალალად მიპასუხე, რიტორიკისა და "რუსი მაინც იზამდა"-ს გარეშე. რუსმა პრეზიდენტი ვერ დაუსვა აფხაზებს, არადა ძაან კი უნდოდა! ეგრე არაა, "რუსი გაგვაყრევინა და პრობლემა მოგვარდებაო", რო დაჰკივიან ჯეელები. ასეთებს ხელები სისხლში ამოსათხვრელად გაუმზადებიათ და უნდათ იქ ქვა ქვაზე აღარ დატოვონ. არადა ხომ ვიცით, რომ ნაიარევები იქითაც ბევრი აქვთ და დღეს რომ შეგვატოვონ ერთმანეთს პირისპირ (რუსმა, ამერიკელმა, ევროპელმა - არა აქვს მნიშვნელობა) ცოცხალი თავით ისინიც არაფერს დათმობენ. ამიტომ ამ კაი დედმამიშვილებმა მშვენიერი რამეებიც გააკეთეს, მაგრამ საომარი ფაფხურით გააფუჭეს ისევ!
კარგია როცა იქაურ ოპოზიციას ავერბოვკებ,
კარგია როცა "ალანია"-ს ტიპის არხს აკეთებს უშიშროება
კარგია, როცა პენსიას დაურიგებ ოსსაც და ქართველსაც ზონაში ერთნაირად,
კარგია როცა ოსიაურის რეზერვისტებს კი არა, ისეთ პროექტებს დააფინანსებ ქართულ-ოსურ სოფლებს ერთმანეთს რომ დააჭირვებს (საერთო ჭით დაწყებული და პოლიკლინიკით დამთავრებული)
სახალხო დიპლომატიას აძლიერებ და იდეოლოგიურ სოუსს დიდი დოზით უშხაპუნებ (ამის მეტი ხომ მაინც არაფერი იციან არა?)
და ელაპარაკები! ოსს და აფხაზს ელაპარაკები! ხო, ხო ყველა დონეზე ელაპარაკები, პრეზიდენტი კი არა "ნაჩალნიკ ვსელენნოი" რომ დაირქვას, მაინც შევხვდებოდი ბაღაფშს. აუცილებლად. (ამ ბატისტვინამ კი ბოლო 2 წელში ბარე ხუთჯერ ჩაშალა შეხვედრა თუნდაც მეორე-მესამე რანგის პოლიტიკოსების მონაწილეობით)
პარალელურად წელს იმაგრებ, რომ საჭირო მომენტში "აბა, დავაი რუსო აქედან" რო დაიძახებ, გაზი და დენი არ გელანდებოდეს, და არა ყველაფერს რუსულ სახელმწიფო კაპიტალს აძლევდე ( არ მითხრა ვერ ვხედავო!) .. ძლიერ ეკონომიკას ვქმნი, ძლიერ სისტემებს და არ ვკეკლუცობ ფასადებით,
დსთ-დან არ უნდა გამოვიდეთ?
მე დიდი სიამოვნებით მივადგებოდი ენგურს, სხვა ასობით ათას უიარაღო და შერიგების სურვილით გამსჭვალულ ქართველთან ერთად, ავწევდი ხელებს ზევით და გადავიდოდი აფხაზეთში! დარწმუნებული ვარ არ გვესროდნენ. თუ მაინც გვესროდნენ და აქ არ ყვირიან ახალგაზრდები, დაე ჩავიხოცოთო? სიყვარულისა და შერიგების ნაცვლად მოხვედრილი ტყვია არ სჯობს, აქედანაც მიშვერილი თოფის სანაცვლოდ სიკვდილს?
რაო, გენაცვალე, ვერ ვითმენთ? ბევრი დრო უნდა ამას? კი, ამას თუ თანმიმდევრულად მიჰყვები, შეიძლება 5-10 წელი დასჭირდეს, შეიძლება მეტიც, მაგრამ სწორია, მართალია ნამუსიანი ჩვენს თავთანაც და იმათთანაც. აბა მუქარით რა მოვიგეთ, უარესი გაუცხოების და "არიქა რუსეთო მიმიერთეს" ძახილის გაათმაგების გარდა? ერთ და ორ წელში ამხელა ჭრილობის და შიგნი ჩაკონსერვებული სიდამპლისთვის ხელის მოთავება ფარსია! და არ დაიჯერო ვინც ამას გასაღებს, იმიტომ რომ ეგრე 10 კი არა 100 წლით უკან დაგწევს ან სამუდამოდ დაგაკარგვინებს.
რაო, ამ ხელისუფლების საარჩევნო გეგმებში ვერ ეტევა?

"პირველ ვადაში" უნდა მოასწროს არა? აი რასაც ასწრებს და კი ვხედავთ. ამას გეუბნები, რომ სისხლის დუღილის ნაცვლად და ფიქრს მოუხმეთ-თქო.
პ.ს. გადაიხედე აბა სხვა პოსტებში: ხალხს ამხელა იმედები გაუჩნდა ამ პოლიტიკური თამაშების ყურებაში და შესაბამისად რა იმედგაცრუება და გნიასი მიდის, "გაერომ გაგვყიდა", "ამერიკამ კორეაზე გაგვცვალა" - ეს არაა უბედურება? არ შეიძლება ემოციებით ასე თამაში.
This post has been edited by EVErgreen on 13 Oct 2006, 20:18
ქვის ხანა იმიტომ კი არ დასრულებულა, რომ ქვები გათავდა....
Let's move to clean energy.