ამ ფორუმზე პირდაპირ პარადოქსები ხდება

სულ რაღაც ერთ დღეში მიხეილ სააკაშვილი ამ თემის კამოკითხვაში აგროვებს 150 ხმას, ხოლო ფორუმის ნოემბრის თვის გამოკითხვაში, ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ 15 ხმა
ესე იგი კაცზე ზუსტად 10 დამატებითი ნიკი აქვთ დარეგისტრირებული. ასე გააგრძელეთ, ბიჭებო, კარგი ტემპი გაქვთ აღებული.
დარწმუნებული ვარ, თვითონ მიხეილ სააკაშვილს რომ ენახა 150 ხმა, შერცხვებოდა

ჩემი პოზიცია მრავალჯერ დამიფიქსირებია და მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიმპატიაც გამომიხატია, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს. ასეთივე გრძნობა დაეუფლება, დარწმუნებული ვარ ბევრ ნაციონალთა მხარდამჭერსაც. ეს პატარა ანცი ბიჭუნების ნახელავია და სხვა არაფერი. ნებისმიერ ფსიქოლოგს თუ დავეკითხებით, ის არასრულფასოვნების განცდის დიაგნოზს დასვამს

ნოემბრის თვის პოლიტიკური გამოკითხვის შედეგები კი აქაა:
http://forum.ge/?showtopic=33686670&view=findpost&p=4113607 This post has been edited by lomabeso on 8 Nov 2006, 06:16