WolfSpellმოკლედ მოდი ერთი დიდი სიმართლე ვთქვათ, რაც არა მარტო ამ თემას არამეტ ზოგადად ნებისმიერ თემას მიესადაგება
რომელიც აქ გაიხსნება და სადაც მუდამ იქნება დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა.
მე ასე ვფიქრობ და მგონი შენც(და არა მარტო) დამეთანხმებით.
სახელმწიფო თავისი შინაარსით ძალიან გავს ადამიანს!
მისთვის ისევეა მისაღები ან მიუღებელი ესა თუ ის საკითხი როგორც ადამიანისთვის, მას ისევე უხარია , სწყინს და ფიქრობს,
როგორც ადამიანი.
ყველას ქონია ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც მომენტი, როცა უცდია ვინმესთვის მიებაძა, ისევე მოქცეულიყო ან ის ეთქვა
ანალოგიურ სიტუაციაში როგორც სხვამ, დარწმუნებული ვარ რომ ამ მცდელობებიდან 99% კრახით დამთავრდებოდა და ყველა
მიიღებდა საწინააღმდეგო შედეგს.
ბუნებაში რომ ყველაფერი კანონზომიერებას ემორჩილება ხომ ცხადია, ხომ ყველამ ვიცით,რომ
ნებისმიერ, ჩვენთვის უმნიშვნელო დეტალსაც კი თავის დატვირთვა აქვს. რატომ გვავიწყდება რომ იმან ვინც ეს ყველაფერი შექმნა(ზოგი ამას ბუნების ძალას ეძახის, მე ღმერთი მწამს და ღმერთს ვიტყვი), შემთხვევით არ დაუყვია ხალხი ერებად, შემთხვევით არ მიუცია მათთვის ენა, განსხვავებული აზროვნებისა და განსჯის უნარი, ადგილ-სამყოფელი.
ბევრს უნდა ყველაფერი ერთ სიბრტყეში მოვაქციოთ, ერთიანი სტანდარტებით ვიცხოვროთ, საზომიც კი შემოიღეს , რითაც საზოგადოების სიმწიფეს ზომავენ, აქედან გამომდინარე გაჩნდა მეტრიც, ის ზედა ზღვარი ვისაც ცივილიზაციის პიკად მიიჩნევენ და იმისაკენ მიილტვიან, მაგრამ ავიწდებათ რომ ეს ყველაფერი მათი შექმნილი არ არის და როგორც კი ცდილობენ სხვისი მაგალითი წერტილ-მძიმის სიზუსტით გადაიღონ მაშინ იმტვრევენ სწორედ კისერს . ასე რომ ვინც არ არის კახაბერი , რაც არ უნდა ეცადოს
ვერ გახდება! ვერც ქართველი გახდება ვერასდროს ფრანგი და ვერც ინდოელი, და არც გვინდა! დრო ბევრს შეცვლის მაგრამ
დისტანცია ყოველთვის დაცული იქნება!
This post has been edited by BONAVENTUR on 11 Dec 2006, 16:07