თბილისი, 26 ივლისი /”ახალი ამბები - საქართველო”, თინათინ ჟვანია/. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში კვერცხის წარმოების მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა.
”ორი წლის წინ, როდესაც ჩვენ მუშაობა დავიწყეთ, საქართველო საკუთარი მოთხოვნილებისთვის საჭირო კვერცხის 30%-საც ვერ აწარმოებდა. დღეს კი საქართველო ერაყში კვერცხების ექსპორტიორი ხდება”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 25 ივლისს გამართულ მთავრობის გასვლით სხდომაზე.
”ეს - კარგი დასაწყისია, როდესაც ჩვენ იმ სფეროზე ვსაუბრობთ, რომელიც ფაქტიურად ჩავარდნილი იყო”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პეტრე ცისკარიშვლის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაციით,
ამჟამად საქართველო 150 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კვერცხის 20 ათასი ყუთის ექსპორტს აწარმოებს.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების თანახმად,
2006 წელს საქართველომ 1,3 მლნ კვერცხის ექსპორტი განახორციელა. კვერცხის იმპორტმა კი 44,6 მლნ შეადგინა.
რას ვტრაბახობთ ხომ ვერ ამიხსნის ვინმე?
2000 ჯარისკაცი გვყავსო ერაყში ( 40 მილიონიან პოლონეთს 1900 ჰყავს!!!). ანუ თითოეულს წელიწადში 10 კვერცხს ვუგზავნით.. კიდევ უფრო ზუსტად თვეში ერთსაც არა?
თბილისი, 26 ივლისი /”ახალი ამბები - საქართველო”, თინათინ ჟვანია/.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ საქართველო მუსულმანურ ქვეყნებში ცხვრის ხორცის ექსპორტის მოცულობას ზრდის.”სხვა დანარჩენ პუნქტებთან ერთად განიხილება ცხვრის ხორცის ექსპორტის გაზრდაც”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 25 ივლისს გამართულ მთავრობის გასვლით სხდომაზე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პეტრე ცისკარიშვლის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაციით, ძირითადად, ცხვრის ხორცის ექსპორტი აზერბაიჯანში ხორციელდება.
”ცხვრის ხორცის ბაზარი ასევე დიდია არაბულ ქვეყნებშიც და მე მიმაჩნია, რომ ის კიდევ გაიზრდება”, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს და ამ მიმართულების განვითარების პერსპექტივებზე მიუთითა.
სამწუხაროდ კონკრეტული რიცხსები არა დასახელებული, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ რომ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი ისევ 1:40 იმპორტის სასარგებლოდ.
:ვჩპუ:
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/