დაიხიეთ...
ათვალეთ... ვინმე გბორკავთ?
დაიხიეთ - ათვალეთ...
* * *
მანამდე კი ოფტოპიკებით დაკარგულ აზრის ძაფს განვაახლებ:
ფორუმზე გაბატონებულია აზრი, რომ ევროპის ქვეყნებში კეთილდღეობის მაღალი დონის საძირკველი რაღაც განყენებული „ლიბერალური ეკონომიკაა“ - რომლის ყველაზე ვულგარული მოდელიც ახლა საქართველოშიც ინერგება...
გაახლებთ ფაქტობრივ მასალას ევროპის ერთ-ერთი საქართველოს მსგავსად პატარა მაგრამ მსიფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცხოვრების დონის ქვეყნის - ფინეთის შესახებ...
გაითვალისწინეთ: ფინეთის ეკონომიკური დონის მისაღწევად დღევანდელი განვითარების ტემპებით საქართველოს დასჭირდება 100 წელიწადი!* * *
სოციალურად ორიენტირებული ანუ ხალხის სახელმწიფო ხალხისათვისფინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული, მაღალტექნოლოგიური და მაღალი ცხოვრების დონის მქონე ქვეყანაა.
საკითხავია როგორ და რა გზებით მოახერხა ამ პატარა ქვეყანამ, რომელისაც არავითარი არსებითი ბუნებრივი რესურსები არ გააჩნია, სადაც 6-7 თვე თოვლი და ყინვაა და რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნანგრევებით იყო დაფარული და იძულებული იყო საბჭოთა კავშირისათვის უზარმაზარი კონტრიბუცია გადაეხადა - გამხდარიყო მსოფლიოსა და ევროპის მოწინავე ქვეყანა?
ფინეთი არსებითწილად, ჩვენი გაგებით, მონოეთნიკური სახელმწიფოა - მთელი მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს, რომელთა შორისაც ფინელები 90%-ზე მეტია, ხოლო ყველაზე მრავარიცხოვანი ეთნიკური (ანუ ფინური გაგებით ენობრივი) უმცირესობაა შვედები - 7% ანუ შვედურენოვანი ფინელები.
ფინეთში ოჯახების ნახევარს აქვს კომპიუტერი და 40%-ს ინტერნეტი; 70%-ს ავტომანქანა; ნავი ან იახტა - 16%-ს; ჩვეულებრივი ტელეფონი - 74%-ს და მობილური ტელეფონი - 82%-ს. წლიურად ფინელი ჭამს 68 კგ. ხორცს, 60 კგ. კარტოფილს, სვავს 200 ლიტრა რძის პროდუქტებს.
ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტი 2004 წლისათვის გასავლების-ხარჯების ნაწილში 37 მილიარდი ევროა (საქართველოსი 2006 წელს დაახლოებით 1,5 მლრდ ევრო). აქედან უდიდეს ნაწილს ხარჯავს სოციალური და ჯანდაცვის სამინისტრო - 8 მილიარდი ევრო, მას მოჰყვება განათლების სამინისტრო - 5,5 მილიარდი ევრო. შრომის (ანუ დასაქმების) სამინისტრო ხარჯავს 2 მილიარდ ევროს. ამრიგად ჯამში სოციალური მიმართულების სამინისტროები წლიურად ხარჯავენ მთელი ბიუჯეტის თითქმის ნახევარს. შესადარებლად - შინაგანი საქმეების სამინისტროს ბიუჯეტია 1,3 მილიარდი და თავდაცვის სამინისტროსი კი - 1,7 მილიარდი ევრო.
მაგრამ, სოციალური დაცვა მხოლოდ სახელმწიფოს საქმე არაა - უზარმაზარ თანხებს - მთელი ბიუჯეტების დაახლოებით ნახევარს ამ მიმართულებით ხარჯავენ ქალაქების ბიუჯეტები. მაგალითად დედაქალაქის აგლომერაცია ანუ „უუსიმაა“ დაახლოებით 1,2 მილიონი მოსახლეობით, რომელშიც შედიან გადაბმული ქალაქები ჰელსინკი (საკუთრივ ჰელსინკის მოსახლეობაა დაახლ. 600 ათასი ადამიანი), ვანტაა და ესპოო და რომელთა კრებსითი ბიუჯეტი გასავლების ნაწილში 5 მილიარდ ევროს აჭარბებს - ნახევარს სოციალურ უზრუნვეყოფაზე ხარჯავენ.
საერთოდ - 2002 წელს სოციალური და ჯანდაცვის სფეროებისათვის ფინეთში დაიხარჯა 36 მილიარდი ევრო - რომლის 95% სახელმწიფო, ქალაქებისა და დასახლებების (ანუ მუნიციპალიტეტების) ბიუჯეტებიდან გავიდა.
აქ უნდა დავსვათ ასეთი კითხვაც - კი მაგრამ, რომელი კერძო ანუ პრივატული ფირმები და კომპანიები უზრუნველყოფენ ასეთი დიდი სოციალური დანახარჯების ფინანსურ უზრუნველყოფას?
რამდენიმე ჭკუის სასწავლებელი მაგალითი:
„ადამიანური სახის“ სათამაშო ბიზნესი ფინეთშიRAY - "ფინეთის ფულის სათამაშო ავტომატების ასოციაცია" ფინეთის ლეგალური (ანუ კანონზე დაფუძნებული) მონოპოლიაა აზარტული თამაშების დარგში, ყოველგვარი ლატარიების, ლოტოებისა და სხვა ფსონური ბიზნესის დარგებში. მის მიერ მოკრებილი მოგება მთლიანად და ეფექტურად ხმარდება ფინეთის მოქალაქეებს, რომლებსაც საზოგადოებრივი ანუ სოციალური დახმარება სჭირდებათ. RAY ტოტალურად აკონტროლებს ფულის სათამაშო მანქანებსა და კაზინოებს მთელს ფინეთში. მას გააჩნია როგორც საკუთარი საწარმოები, ასევე კერძო კომპანიებთან ერთობლივი წარმოებები. მისი საკუთრებაა ფინეთში უდიდესი და მთელს ჩრდილო ბალტიაში პოპულარული "კაზინო რაი" ჰელსინკში. RAY-ს მართავენ და ფაქტობრივად ფლობენ სოციალური და ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინიტრო.
ფინეთში პირველი სათამაშო ავტომატი გერმანიიდან 1920 წელს შემოიტანეს. ეს წამოწყება თანდათანობით პოპულარული გახდა და დიდი მოგების მოტანა დაიწყო. უკვე 1933 წელს საქმეში სახელმწიფო ჩაერია და მიიღო საგანგებო დეკრეტი, რომლითაც ფულის სათამაშო ავტომატების საკუთრებისა და ექსპლუატაციის ნება მხოლოდ და მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაციებს მიეცა. ამის შემდეგ აზარტული ბიზნესი მტკიცედ დადგა ფინელი მოქალაქეების სამსახურში.
მაგრამ, ცოტა ხანში სათამაშო ავტომატების ფლობის დარგში დაძაბული კონკურენცია გაიმართა უკვე საქველმოქმედო ორგანიზაციებს შორის. სახელმწიფოს კვლავ დასჭირდა ჩარევა - 1938 წლის დეკრეტით შეიქმნა ერთიანი ასოციაცია, რომელშიც რვა საქველმოქმედო ორგანიზაცია გაერთიანდა - სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ. ამავე სახელმწიფო დეკრეტმა განსაზღვრა დარგის მოგების გამოყენების სფეროები და მიმართულებები. ამით შეიქმნა ამ დარგში ლეგალური მონოპოლია RAY.
RAY-ს საკუთრივ სათამაშო სფეროს აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოგების ხარჯვას - სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტრო (ანუ შემოსულ ფულს ეს ხარჯავს), ხოლო - ფინანსურ საქმიანობას ფინანსთა სამინისტრო. ამავე წელს ფინეთმა დაიწყო საკუთარი წარმოების სათამაშო ავტომატების წარმოება. 1950-1970-იან წლებში RAY-ს დამატებითი საკანონმდებლო აქტებით მონოპოლისტური უფლებები კიდევ უფრო გაფართოვდა, ხოლო - მასზე საზოგადოებრივი კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა.
RAY-ს წევრი ორგანიზაციების რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა და ამჟამად 100-ს გადააჭარბა. მათ შორისაა ფაქტობრივად ყველა მეტ-ნალკებად მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ორგანიზაცია და საპენსიო ფონდი, ისეთები როგორიცაა: წითელი ჯვარი, ომის ინვალიდების საზოგადოება, სტუდენტთა გაერთიანება და მრავალი სხვა. სახელმწიფო მძლავრად მონაწილეობს RAY-ს გამგეობაში - მასში საკვანძო პოსტები უკავიათ სოციალური და ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ამას გარდა სახელმწიფოს ინტერესებს ახორციელებენ სახელმწიფო საბჭოს მიერ დანიშნული და პარლამენტის წევრები.
გასულ, 2003 წელს RAY-მ (რომელშიც 29 ათასი ადამიანია დასაქმებული ხელფასით და 200 ათასი ადამიანი კი უხელფასოდ ეხმარება - მოხალისეეებიც არიან ამ „მტაცებლურ“ ბიზნესში - გესმით? მ-ო-ხ-ა-ლ-ი-ს-ე-ე-ბ-ი) ფინელ პენსიონერთა და ინვალიდთა გასახარად კარგად იმუშავა. მისი შემოსავლები 4,4%-ით გაიზარდა და არსებითად გადააჭარბა ნახევარ მილიარდ ევროს - 600 მლნ.ევრო - რაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ტოლია. მის წილად მოდის ფინეთის ნაციონალური შემოსავლის წარმოების სრული 1%. აქედან, 19 მილიონი ევრო მოიტანა "კაზინო რაიმ", სხვა კაზინოებმა - 19,7 მლნ; RAY-ს კლუბებმა - 66,1 მლნ.; ლომის წილი კი - საზოგადოებრივ ადგილებსა და სავაჭრო ცენტრებში დაყენებულმა სათამაშო ავტომატებმა და ლოტოებმა - 447,1 მილიონი. ამიტომაა, რომ ფინეთში ხალხი არ უყურებს მტრული თვალით კაზინოში მოთამაშე მდიდარ მოქალაქეებს - ისინი ხომ ფაქტობრივად ფულს კი არ ფლანგავენ - არამედ სწირავენ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის - ინვალიდებისა და პენსიონერებისათვის!
შარშან RAY-ს შემოსული მოგება ასე განაწილდა: ნაკლებშემოსავლიანი ფინელი მოქალაქეების, პენსიონერებისა და ინვალიდების დახმარებისათვის და ჯანდაცვისათვის დაიხარჯა 383,1 მილიონი ევრო; იაფიანი საქირავნო ბინების უზრუნველყოფისათვის - 84,4 მლნ.ევრო; ხელფასებსა და სოციალურ უზრუნველყოფაზე - 41,8 მლნ.ევრო. დანარჩენი - მოხმარდა საკუთრივ RAY-ს კაპიტალდაბანდებებსა და ოპერატიულ ხარჯებს. RAY-ს ერთ-ერთი დიდი პროგრამაა იაფიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა ნაკლებუზრუნველყოფილი მოქალაქეებისათვის და სტუდენტებისათვის.
RAY-ს საქმიანობა სავსებით გამჭვირვალეა, საზოგადოებრიობის მკაცრი კონტროლის ქვეშაა და ყოველმხრივ აკმაყოფილებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს - არაერთგზის ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა უჩვენეს ხალხის მტკიცე მხარდაჭერა სათამაშო ბიზნესის განვითარების ამ მოდელისადმი. ისე, რომ მრავალრიცხვოვან ჩასაფრებულ ფინელ თუ უცხოელ პრივატიზატორებს (რომლებსაც ზურგს ევროგაერთიანება უმაგრებს), ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით, ფინეთში ამ დარგის ხელში ჩაგდების შანსები არ გააჩნიათ.
ბოლო წლებში RAY ახორციელებს თავის დარგთან დაკავშირებულ ორ საზოგადოებრივ პროგრამას - ბავშვების აცილებას აზარტული თამაშებიდან და იმ მოქალაქეთა ფსიქოლოგიურ დახმარებას, რომლებსაც აზარტული თამაშებისადმი ავადმყოფური ლტოლვა გამოუმუშავდათ.
ასეთია „ადამიანური სახის“ სათამაშო ბიზნესი... აწყობთ ასეთი მოდელი ეკონომიკის უთოფო და თოფიან ყაჩაღებს საქართველოში?
ენერგეტიკა - ქვეყნის ეკონომიკის საფუძველიფინეთი უდიდესი ოდენობის ენერგიას აწარმოებს (რისი არსებითი ნაწილიც ასეთ ცივ ქვეყანაში 7 თვის განმავლობაში შენობების გათბობაზე იხარჯება). ენერგიის წლიური წარმოება 1,5 ათას პიტაჯოულს აღემატება (ეს 250-ჯერ მეტია ვიდრე საქართველოში) - რისი დიდი ნაწილი მოდის ნავთობზე (25%), შეშაზე (20%), ქვანახშირზე (20%) და ატომურ ენერგიაზე (20%).
დედაქალაქის აგლომერაციაში ენერგიას აწარმოებს და ყიდის ორი მსხვილი მონოპოლისტი კომპანია „ჰელსინგინ ენერგია“ (რომლის ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრეები 4-ჯერ აღემატებიან მთელი საქართველოს სიმძლავრეებს) და „ვანტაან ენერგია“.
რა კომპანიებია ეს?
„ჰელსინგინ ენერგიის“ მეპატრონეა ქალაქი ჰელსინკი (უფრო სწორედ ქალაქის მერია). „ვანტაან ენერგიის“ მეპატრონეები კი არიან ქალაქ ვანტაას მერია და უკვე ნახსენები „ჰელსინგინ ენერგია“.
იკითხავთ - სადაა ის საოცნებო პრივატული სექტორი? ეს ორივე კომპანია პრივატული ანუ კერძო კომპანიებია - მაგრამ მათი პარტონი არაა პრივატული...
გაკვეთილი? პრივატიზატორ ბანდიტებს ასეთი გაკვეთილები არ ესიამოვნებათ...
ფინელებს უყვართ ლუდის სმაალკოჰოლური სასმელების წარმოება და გაყიდვა ფინეთში სახელმწიფო ანუ საზოგადოებრივი მონოპოლიაა. ეს სახელმწიფო მასშტაბის გადაწყვეტილება მიღებულია ხალხის სოციალური დაცვის მიზნით და ფინეთის კონსტიტუციითაა ზურგგამაგრებული. ამ საქმეს უძღვება სახელმწიფო კომპანია „ალკო“ რომელიც წლიურად დაახლოებით 210 მილიონ ლიტრა ალკოჰოლურ სასმელს ჰყიდის 450 მაღაზიიდან და სახელმწიფო ბიუჯეტში ფულის ერთ ერთი უდიდესი შემომტანია.
გაიკვირვეთ -
„ალკოს“ მფლობელია სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის სამინიტრო - გესმით? ყაჩაღური ეკონომიკის თავდადებით მშენებელო გამათხოვრებულო ქართველებო?
„ფინნეირი“ - ფინეთის ერთ-ერთი უძველესი კომპანიაფინეთის საავიაციო კომპანია დაარსებულია 1923 წელს, ამჟამად მასში დააქმებულია დაახლოებით 9 ათასი ადამიანი და 2003 წელს გადააფრინა 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მგზავრი და 2 მილიონზე მეტი საშინაო მგზავრი. „ფინნეირის“ საჰაერო ფლოტს გააჩნია საკუთარი 31 და ხანგრძლივი ვადით დაქირავებული 28 თვითმფრინავი.
„ფინნეირი“ კერძო კომპანიადაა რეგისტრირებული და მაგრამ მისი აქციების 60%-ს ფლობს სახელმწიფო, დანარჩენი 40%-იდან დაახლოებით ნახევარს კი ფინური საპენსიო ფონდები და სხვა სოციალური მიმართულების საზოგადოებები. „ფინნეირს“ მართავს ზედამხედველთა საბჭო და დირექტორთა საბჭო, რომელსაც სახელმწიფო ნიშნავს. საბჭოს წევრები არიან გამოჩენილი სახელმწიფო მოხელეები, ინტელიგენცია და საქმოსნები - უმეტესობას ეკონომიკის დარგში სამეცნიერო ხარისხები და წოდებები აქვთ. კომერციული დაინტერესებისათვის „ფინეირის“ მმართველ ელიტას დიდი ხელფასის გარდა აძლევენ ამ კომპანიის აქციების პაკეტს. უცხოური კომპანიები (უმთავრესად „ფინნეირის“ უცხოელი პარტნიორები) ფლობენ აქციების მხოლოდ 14%-ს.
სამაგიეროდ - ფინეთის აეროპორტებს მონოპოლიტურად ფლობს საზოგადოებრივი სექტორი - უმთავრესად იმ ქალაქების მერიები სადაც ისინი მდებარეობენ. მაგალითად დედაქალაქის უზარმაზარ და ულტრათანამედროვე „ვანტაა“ აეროპორტის მესაკუთრეებია - ქალაქ ვანტაას მუნიციპალიტეტი და ქალაქ ჰელსინკის მუნიციპალიტეტი.
მოწინავე საქართველოსთვის მიუღებელი მაგალითა არა? ჩამორჩენილი ფინეთი...
სხვა მსხვილმანი წვრილმანი ფინეთზეWorld Economic Forum-მა გამოაქვეყნა მორიგი გამოკვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ეკონომიკური განვითარების პოტენციისა და რეალიზების მხრივ დღეს მსოფლიოში (უკვე რამდენიმე წელიწადია) ლიდერია ფინეთი - რომელსაც მოსდევენ ამერიკა, შვედეთი, ტაივანი, სინგაპური, შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ავსტრალია.
სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International აქვეყნებს თავისი გამოკვლევებს მსოფლიოს ქვეყნებში კორუფციის მდგომარეობის შესახებ. ცალკეული ქვეყნის მდგომარეობა 10 ბალიანი სისტემითაა შეფასებული (10 - საუკეთესოა, 1 - ყველაზე უარესი). შეფასება უმთავრესად ითვალისწინებს კორუფციის იმ სახეობებს, რომლებიც ბიზნესის და უპირველეს ყოვლისა უცხოური კომპანიების ამ ქვეყნებში საქმიანობას ეხება - კორუფციას მსხვილ სახელმწიფო მოხელეებსა და პოლიტიკოსებს შორის. ყოფითი და ყოველდღიური კორუფცია ამ გამოკვლევებში ნაკლებმნიშვნელოვანია. კორუფციისაგან პრაქტიკულად თავისუფალი და დაცული ქვეყნები აღმოჩნდნენ - ამით 9 ქულა და მეტი დაიმსახურეს - ფინეთმა (9,7 ქულა), დანიამ, ახალმა ზელანდიამ, ისლანდიამ, სინგაპურიმა, შვედეთმა, კანადამ, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდებმა.
* * *
ამ საკითხებს კიდევ შეიძლება დავამატოთ სოფლის მეურნეობის გაძლიერებული დოტირება და სხვა მრავალი-მრავალი მაგალითი ეროვნული (ნაციონალური) ეკონომიკის ცვა-ფარვისა...* * *
* * *
გაწვდით ინფორმაცია ფინეთის სახელმწიფო კომპანიების შესახებ:
იმედია არ დამძრახავთ რომ ქართულად არაა ნათარგმნი...
State-owned companies State's share of the capital stock and voting rights (%)
Altia Corporation 100.0
Finnish Industry Investment Ltd 100.0
Finnvera plc 100.0
Fortum Corporation 50.7
Kemijoki Oy 50.1
Motiva Oy 100.0
Neste Oil Corporation 50.1 Patria Plc 73.2
Vapo Oy 50.1
ფინეთის მსხვილი კომპანიები, რომლებსაც აკონტროლებს ან მნიშვნელოვანწილად მონაწილეობს სახელმწიფო
ფირმის საბაზრო ღირებულება (მილიონი ევრო) და მასში სახელმწიფოს მონაწილეობის წილი:
Finnair Oyj
1 083 55.8%
Fortum Corporation
19 853 50.7%
Kemira GrowHow Oyj
378 30.0%
Kemira Oyj
2 061 48.6%
Metso Corporation
5 227 11.1%
Neste Oil Oyj
6 131 50.1
Outokumpu Oyj
4 901 31.1%
Rautaruukki Corporation
4 231 40.0%
Sampo plc
11 125 14.0%
Sponda Plc
872 34.3%
Stora Enso Oyj
9 538 12.3%
TeliaSonera
26 947 13.7%
ჯამში ფინეთის სახელმწიფო
მესაკუთრეა წილებისა თითქმის 100 მილიარდი ევროს ღირებულების და ამითი ფინეთში უმსხვილესი საზოგადოებრივი კომპანიაა!Net sales for the 11 state-owned companies presented in this publication totalled EUR 20.8 billion in 2005 (EUR 15.8 billion in 2004). The companies’ profit after financial items amounted to EUR 2.6 billion (EUR 1.9 billion). Average equity ratio was 51 percent, having been 48 per cent in the previous year. The number of clerical staff and other employees came to 67,100, i.e. a little higher than the year before. Net sales for the associated companies presented herein, excluding Sampo plc, totalled EUR 39.2 billion (EUR 36.7 billion in 2004). The companies’ profit after financial items was EUR 2.8 billion (EUR 3.7 billion). Staff totalled 129,800, slightly higher than the previous year.
მაგალითად ალბათ დაფიქრებად ღირს, რომ სახელმწიფო ეკონომიკურ კომპანიებში დასაქმებულია 129,800 ადამიანი და დასაქმება აქ მატულობს!უფრო დაწვრილებით აქ:
http://www.ktm.fi/files/16520/State_Shareh..._Finland_05.pdf* * *
მიაქციეთ ყურადღება, რომ ზემოთ სიაში სულაც არაა მოხსენიებული ის კომპანიები, რომლებითაც თხრობა დავიწყეთ ანუ RAY (სათამაშო ბიზნესის მონოპოლიტი), ენერგეტიკული კომპანიები და „ალკო“ (ალკოჰოლის მონოპოლისტი) ანუ ფინეთის სოციალური, ჯანდაცვისა და განათლების სფეროების მთავარი დამფინანსებლები - რამდენადაც ისინი გაფორმებული არიან როგორც კერძო კომპანიები... ესეც კიდევ ერთი მეთოდი...
* * *
სურათზე კარგად ჩანს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი დაცემის მომდევნო პერიოდში - 2002 წლიდან სახელმწიფო კაპიტალიზმი ფინეთში კი არ მცირდება, არამედ
სწრაფი ტემპებით იზრდება და თითქმის გაორმაგდა! - ასევე იზრდება შემოსავლები სახელმწიფო კომპანიების აქციების გაყიდვითაც...
რას იტყვით? სადაა ბენდუქიძე?
This post has been edited by ბპგ on 5 Jan 2007, 19:50