#8638854 · 24 Feb 2008, 20:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აფრიკაში არის ერთი მომხიბლავი, პატარა მაიმუნი. ეს საყვარელი არსება სანამ რამეს ჩაყლაპავს, (უკაცრავად პასუხია და) იზომებს უკანა გასასვლელზე, რათა მოუნელებლობის შემთხვევაში უკანვე გამოშვება არ გაუჭირდეს. რომელ ქართველს არ უნდა ერთიანი, უნიტარული საქართველო. სამწუხაროდ, ნებისმიერი ქვეყანა საკუთარ პოლიტიკურ წყობას იმის მიხედვით აწყობს, რისი ძალაც აქვს. რისი ძალა გვაქვს დღეს ჩვენ? გახსოვდეთ, ტანკი და ფეხოსანი არმია, (რანაირადაც არ უნდა იყვნენ გაწვრთვნილები), დღეს აღარაფერს არ ნიშნავს. საბოლოო ჯამში, ყველაფერს წყვეტს მეცნიერული იარაღები. ჩვენ მეცნიერებს რამე ამის მსგავსი მოუგონიათ? აი, როცა მოიგონებენ ჯერ არნახულ და არგაგონილ იარაღს, მაშინ ყველანი მოწიწებით გვეტყვიან: "როგორ წყობას ინებებთ, ჩვენო ბატონოო." დღეს, სამწუხაროდ, ამას ჩვენ აღარ გვეკითხებიან და მთლიანად დამოკიდებული ვართ ამერიკაზე. რასაც ისინი გადაწყვეტენ, ისე იქნება.
|