გიორგი ხაინდრავა (დ. 7 ივლისი, 1956, თბილისი) — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, კინოდოკუმენტალისტი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში 2004 წლის თებერვლიდან 2006 წლის ივლისამდე.
1979 - დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი.
1984 - დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინემატოგრაფიის ფაკულტეტი.
1988-დან - „საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი“ სახელოსნოს ხელმძღვანელი.
1991-დან - შემოქმედებითი სახელოსნოს „ტმს“-ის გენერალური დირექტორი.
სხვადასხვა წლებში გადაღებული აქვს არაერთი დოკუმენტური ფილმი: „საქართველოს სინამდვილე“, „ქართული მართლმადიდებელი ეკლესია“, „ავტოპორტრეტი“, „ზარი“, „სიკეთის ტელეფონი“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „რობინსონიადა“, „შავი თვალები“, „ურგა“ და სხვა, რომლებიც აღინიშნენ მნიშვნელოვანი პრიზებით.
იყო საქართველოს ე. წ. ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე.
1991 - 1992 წლების „პუტჩის“ აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი მეთაური (რისთვისაც დაპატიმრებული იყო კანონიერი ხელისუფლების მიერ). პუტჩის შემდგომ აქტიურად მონაწილეობდა კანონიერი ხელისუფლების მომხრეების დევნა-შევიწროებაში.
1992 - 1992 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.
1992 - 1993 - სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საკითხებში.
2004, თებერვალი - დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად.
2006, ივლისი - განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მიმაგრებული სურათი