http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GE...4&new_year=2007მოიხდის თუ არა რუსეთი ბოდიშს
ზემო აფხაზეთის დაბომბვის გამო?
კობა ლიკლიკაძე
"რადიო თავისუფლება", სპეციალურად "24 საათისთვის"
საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე დღეში ხელთ ექნება ძლიერი კოზირი, რომელიც რუსეთს იძულებულს გახდის, მეორედ აღიაროს რუსული ავიაციის მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიის ხელყოფაში. 2000 წლის აგვისტოსგან განსხვავებით, როდესაც ხევსურეთისა და ილტოს ხეობის დაბომბვა რუსი პილოტების არაკოორდინირებულ მოქმედებას დაბრალდა, 11 მარტის ღამეს ზემო აფხაზეთის დაბომბვაში რუსული ავიაციის გათვლილი მოქმედების კვალს, ქართველების გარდა, რუსი ექპერტებიც აღიარებენ.
ოთხმხრივი მონიტორინგის ჯგუფი ზემო აფხაზეთის დაბომბვიდან 20 დღის შემდეგაც კი არ ჩქარობს, საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანოს მოკვლევის მასალები, რომლებმაც საბოლოოდ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ იბომბებოდა საქართველოს ტერიტორია 11 მარტის ღამეს. თუმცა მონიტორინგის დასკვნა, როგორც ამბობენ, "პოლიშინელის საიდუმლოა" და უკვე რუსი სამხედრო ექსპერტებიც ვერ მალავენ, რომ გვიან ღამით საავიაციო რეიდის შესრულება მაღალმთიანი კოდორის ხეობაში მხოლოდ რუსეთის კუთვნილ სამხედრო ვერტმფრენებს შეეძლოთ.
ცნობილმა დამოუკიდებელმა რუსმა სამხედრო მიმომხილველმა პაველ ფელგენგაუერმა ის მიზეზები განგვიმარტა, რაც მას აფიქრებინებს, რომ კოდორის ხეობის დაბომბვა სწორედ რუსმა პილოტებმა განახორციელეს: "დავიწყოთ იმით, რომ კავკასიაში არავის ჰყავს ღამის ვერტმფრენები, მით უფრო მი-8 ტიპის, რომლებსაც "გრადის" საარტილერიო დანადგარისთვის ტყვარჩელიდან ცეცხლის კორექტირება შეეძლოთ. ასეთი გამოცდილი ეკიპაჟები მხოლოდ ჩვენ გვყავს. რამდენიმე წლის განმავლობაში, 2001-2002 წლებში, ჩეჩნეთში სწორედ ღამის ხედვის მოწყობილობით აღჭურვილი რამდენიმე მი-8 მოქმედებდა და როგორც ამბობენ, მათ კოდორში მი-24 მიუძღოდა, რაც ასევე ნორმალურია, რადგან კორექტირების ვერტმფრენს, როგორც წესი, თან ახლავს ხოლმე ვერტმფრენი ცეცხლით მხარდასაჭერად," - ამბობს ფელგენგაუერი.
თუმცა, კიდევ უფრო შორს მიდიან ქართველი სამხედრო ექპერტები. სამხედრო ჟურნალ "არსენალის" რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა ზემო აფხაზეთში ჩამოგდებული ჭურვების დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ "ჩხალთაში ადმინისტრაციული შენობისთვის რუსული მოდერნიზებული საბრძოლო შვეულმფრენ მი-24-პნ-დან იყო ნასროლი." ხოლო შენობას მოხვედრილი ნამსხვრევები ფრაგმენტებია "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი რაკეტების - "ატაკასა" და "შტურმის" გვიან გამოშვებული ვარიანტისა, რაც შეიარაღებაში მხოლოდ რუსეთის არმიას აქვს.

სხვათა შორის, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები გასულ კვირაში კვლავ ყრიდნენ ჭურვებს წარმოსახული მტრის პოზიციებზე, ოღონდ ამჯერად სეპარატისტების თხოვნით და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 31 მარტს აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში სამდღიანი სამხედრო წვრთნები დასრულდა. აფხაზეთში ჩატარებულ სწავლებას საქართველოში დიდ ყურადღებას არ მიაქცევდნენ, რომ არა რუსეთის ავიაცია, რომელიც ამ სწავლებებში მონაწილეობდა. აფხაზეთის ტელევიზიას არ დაუმალავს, რომ წვრთნებში მონაწილეობდნენ რუსეთის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენები, რომლებიც ამჯერად მეგობრების თხოვნით ბომბავდნენ წარმოსახული მტრის ტერიტორიას აძიუბჟასა და სკურჩას მიდამოებში.
დამოუკიდებელი რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი, რომელიც რუსი პილოტების მოქმედების კვალს არაერთხელ წაწყდომია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, არ გამორიცხავს, რომ რუსი სამხედრო მფრინავები გარკვეული ანაზღაურების ფასად კვლავაც ასრულებდნენ თვითაღიარებული აფხაზეთის ხელისუფლების დავალებებს.
"დიახ, მე იქ, აფხაზეთში, შევხვედრივარ რუს მფრინავებს, რომლებსაც უთქვამთ, რომ ომის დროს, 1992-93 წლებში ქართველებს ბომბავდნენ. ვარსკვლავებს საღებავს უსვამდნენ და ასე მიფრინავდნენ დასაბომბად. მაგრამ რადგან პირდაპირი მტკიცებულება არ არის, რუსეთი ყველაფერს უარყოფს," - ამბობს რუსი ექსპერტი.
სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის გამო, რუსი სამხედროები შემდგომშიც გამოიჩენენ ასეთ "ინიციატივებს", რაც, პაველ ფელგენგაუერის თქმით, სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველი მსგავსი პროვოკაციის უკან რუსეთის პოლიტიკური ხელძღვანელობა დგას. თანაც, რუსი სამხედრო ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოს მხარეს, მის ხელთ არსებული ფაქტობრივი მასალით, ძალიან გაუჭირდება დაამტკიცოს, რომ კოდორის ხეობას სწორედ ასეთი ვერტმფრენები ბომბავდნენ. მაშინ მოპოვებული უნდა იქნეს რუსი პილოტების აღიარებითი ჩვენება, ან უნდა არსებობდეს ჩამოგდებული ვერტმფრენი, როგორც ყველაზე ნაღდი ნივთმტკიცება.
პაველ ფელგენგაუერის ვარაუდით, საქართველოს მხარეს შეეძლო ვერტმფრენების განადგურება, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა და პირველ ყოვლისა, შეერთებული შტატები, თბილისზე ზეწოლას ახდენს, რათა საქართველოს ხელისუფლება არ აჰყვეს პროვოკაციებს. ამან, შესაძლოა, კონფლიქტის ზონებში კვლავ გამოიწვიოს ძალადობის ესკალაცია. სხვათა შორის, გასულ კვირაში საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ ღიად განაცხადა, რომ კოდორის დაბომბვის დროს საქართველოს ხელისუფლების რეაქცია გაწონასწორებული იყო.