#5117937 · 21 Mar 2007, 16:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Tavel@
| QUOTE | ზერეკიძის საქმესთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? მართალია 7 წელი ძალიან ბევრია, მაგრამ ჩემის აზრით თუ ვიგაცა არ დაისაჯა უარასები მოხდება, მგალითად შემიძლია მოვიყვანო დღეის ფაქტი, რომ ერთი უკვე გარდაცვლილია ხოლო მეორე საავადმყოფოშია. დღეს რო მოხდა ორ მეთერთმეტე კლასელს შორის მაგაზე მაქ ლაპარაკი. რაც შეეხება ზერაკიძის საქმეს თუ მას 7 წელი შეუფარდეს მაშინ რობაქიძის მკვლელებს არანაკლებ 15 წელი უნდა შეეფარდებინათ მაგრამ 3 წელი "საკმარისი" აღმოჩნდა.
რას ფიქრობთ ? |
ვფიქრობ იმას, რომ გამოძიება თავიდან არასწორი გზით წავიდა და არასწორი კვალიფიკაცია მისცა ზერეკიძის მიერ ჩადენილ ქმედებას. მეორეც ის, რომ ამ ბავშვს რაღაცეები მოუგონეს - ვითომ ფულს სძალავდა 25 წლის დისტრიბუტორს, ვითომ დანებით მოსდევდა. მოწმეებსი ჩვენებაც შეცვლილია და დაზარალებულისაც. ბრალდების მხარეს თურმე ნივთმტკიცება - ანუ ვიქტორინოკსის დანაც კი არ წარუდგენია სასამართლო განხილვის დროს. არ მომხდარა ზერეკიძის არასრულწლოვნების გათვალისწინება. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ინციდენტზე 14 წლის ბავშვს თავისუფლების აღკვეთას არავინ შეუფარდებდა, არათუ 10 და გნებავთ 7 წლით. ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს ალტერნატიულ ღონისძიებებს, როგორიცაა აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიებები: მაგალითად გაფრთხილება და სხვა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ,,მართლმსაჯულება" მთელი სიმკაცრით და სისასტიკით უსწორდება ჩვენს მომავალ თაობას - ძალიან ბევრი არასრულწლოვანი მინახავს ციხეებში, სრულიად უმნიშვნელო ,,დანაშაულის" გამო თავისუფლებააღკვეთილი. არასრულწლოვანთა მართლკმსაჯულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები მოცემული საერთაშორისო კონვენციებში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანთა მიმართ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იქნეს პატიმრობა/თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული, ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა!!!
რაც შეეხება დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, განა რა კავშირი აქვს მას ზერეკიძის შემთხვევასთან ამ თემის ავტორი, რომ კავშირს ამყარებს და ამბობს, რომ თუ ,,ვინმე არ დაისაჯა" ასეთები გაგრძელდებაო?! დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა და მას შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს, დამნაშავეები კი უნდა დაისაჯონ!!
--------------------
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....
|