არწივი9აი ეგ ვერ მოგიწონე სხვათაშორის

ისევე როგორც არ მომწონს ტენდენცია იმისა, რომ თბილისია მთელი საქართველოო...
რაც შეეხება თემა...
ძირითადად როგორც მივხვდი, გაინტერესებს რუსეთ საქართველოს ურთიერთობა...
ამ საკითხზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო, თავისი მაგალითებით და ნანახი ფაქტებით, თუმცა მარტო ერთს ვიტყვი...
რუსეთი დაუძინებელი მტერია საქათველოს რამეთუ იმპერიაა... და ის არა მარტო ჩვენთვისაა მტერი...!!!
მაგრამ, გავითვალისწინოთ ისიც რომ ჭკვიანი მტერია (უჭკუო რო ყოფილიყო ამხელა ვერ იქნებოდა)... ესე კი ჩვენთვის დადებითია... !!!
საქართველო პატარაა, და დიდი კაცთან თავისი სიპატარავით მართალს ვერ გაიტანს...
ვერც ომით მოუგებს... ძალა არ ეყოფა...
უბრალოდ, ამ შემთხვევაში დაგვრჩენია ის რომ, გონებით მოუგოთ... (ხერხი ჯობია ღონესაო...)...
არც შამფური დავწვათ და არც მწვადი...

პ.ს. ანუ ბევრ რამეზე საქართველოს ხელისუფლებას ტაში არ უნდა დაუკრათ...
ოქრუაშვილს თავის დროზე, იმაზე დაუკრა ქართველმა ტაში, რუსეთზე რო თქვა, ფეკალურ მასას ჭამსო...
მერე ის სააკაშვილმა პუტინზე ლილიპუტიაო...
ასეთ რამეებს რო ეტყვი, ეს გამოწვევაა, მერე ხალხი ტაშს დაუკრავს...
და ეთნო კომფლიქტია ეს... აბა რაა?
რა გარანტია გაქ ამ ტვინგახურებულ პუტინს თავში რო არ გადაუტრიალდება და ომს არ დაიწყებს?
მაშინ როცა ამდენი მშიერი ქართველია დაპურებულ რუსეთში, და შოუბიზნესზე, (თუნდაც ხუჯაძე იყოს) პატივი აქვსთ ნაცემი.. ცოტა უნდა მოვზომოთ... ეს მოზომვა კი მიტმასვნა ნამდვილად არ იქნება მერწმუნე
This post has been edited by taso on 27 Mar 2007, 22:04