helena22
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 793
წევრი No.: 25536
რეგისტრ.: 12-November 06
|
#5202505 · 31 Mar 2007, 01:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამონაწერი "ასავალ-დასავალიდან" ინტერვიუ გოჩა ბახიასთან (ვიღაცას აინტერესებდა ამიტომ დავდებ)
ბატონო გოჩა, მოკლედ მომითხრეთ თქვენს შესახებ. სად დაიბადეთ და როდის, ვინ არის თქვენი მეუღლე, რამდენი დედმამისშვილი, რა პროფესიის ბრძანდებით და როდის მოხვედით ეროვნულ მოძრაობაში? გახლავართ 43 წლის, დავიბადე ინტელიგენტების ოჯახში, დედაჩემი მთელს აფხაზეთში ცნობილი პედაგოგი გახლდათ, ვცხოვრობდი სოხუმში, პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ვმუშაობდი გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთის", <შემდეგ უკვე "აფხაზეთის ხმის" კორესპონდენტად. ოჯახი... არ მინდა ამაზე, რადგან დღესაც დევნილი ვარ; ჩემმა ოჯახმა ბევრი სიმწარე გამოსცადა. მყავს ქართველი შვილები, ნამდვილი მეომრები. 12 წელია არ მინახავს დედ-მამა, ორი უმცროსი და და არავინ, ვისაც ჩემი სისხლ-ხორცი ჰქვია. ეროვნული იდეები მშობელმა დედამ ჩამინერგა, ყოველთვის მეუბნებოდა:-" საქმემ გამოგაჩინოს და არა კომკავშირულ-პარტიულმა კარიერამ"-ო. 80-იან წლებში, ზემოთ აღნიშნული გაზეთი ერთგვარ აფხაზეთის ქართული სულის ცენტრს წარმოადგენდა. იქ სოცრად თბილი ხალხი:- ანზორ გვარამია, გიორგი სიჭინავა, ნონა ქობალია, რამაზ კუპრავა, გოგო ხაფთანი და სხვანი მუშაობდნენ, რომელნიც ქართულ საქმეს რუდუნებით აკეთებდნენ, მეტ-ნაკლები თავგანწირვით და სიმამაცით. ბევრ მათგანს დღესაც ჩემს მასწავლებლად ვთვლი და საერთოდ, ალბათ ბედი მქონდა კარგი მასწავლებლების ყოლისა; ეროვნულ მოძრაობაში ბატონი ზვიადი და ბატონი მერაბი მახედებდნენ რეალობის ჭრილში, სამხედრო საქმეში ბატონი ჯოჰარ დუდაევი,ემიგრაციაში კი ბატონ ბესარიონ გუგუშვილის რჩევებს ვიღებდი.მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვყოფილვარ ბრმა მიმდევარი, ან დამყოლი ბუნების , ადამიანებს დღესაც მოსმენის კულტურით და მოსწავლედ ყოფნის ნებისყოფით ვაფასებ. ეროვნულ მოძრაობაში 1986-87 წლებში მივედი. ვიყავი აფხაზეთის მრგვალი მაგიდის გამგეობისა და მერაბ კოსტავას ფონდის სათათბიროს წევრი, აგრეთვე სოხუმის ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე და ისეთი დროც მახსოვს, როცა საპროტესტო ნოტებს მხოლოდ ოთხნი ვაწერდით ხელს.
თქვენზე ლეგენდები დადიოდა, ამბობდნენ, რომ გოჩა ბახია ნებისმიერი სახის იარაღს ფლობსო, მართლა? გაქვთ თუ არა სამხედრო განათლება? როდესაც სამხედრო გადატრილება დაიწყო, სამაჩაბლოში ომის ერთწლიანი გზა მქონდა გამოვლილი. ადამიანს სიმართლე აძლიერებს და ხდის მეომარს, არა კუნთები. ყველაზე საჭირო ომში კი ჩემი აზრით გონების ფსიქოლოგიური ვარჯიშია. ჩემი თანამებრძოლები გამოცდილნი იყვნენ, ამიტომ ყველა ომი მინიმალური დანაკარგით გავიარეთ. საბჭოთა ჯარში 1982 წელს გამიწვიეს, ავღანეთში გაგზავნას მიპირებდნენ. მაშინ მივხვდი, რომ არავითარი "ინტერნაციონალური ვალი" საბჭოთა სამშობლოს წინაშე არ გამაჩნდა. ორი თვის სამსახურის შემდეგ, წერილობითი პროტესტი განვაცხადე, შედეგად იმ სისტემის ყველა სისასტიკე ერთიანად “ვიგემე”. "საბჭოთა სალდაფონის" ტიპაჟი ორგანულად მაღიზიანებდა და მაღიზიანებს.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თბილისის ომის დროს, თქვენ უზენაესი საბჭოს შენობაში სამხედრო კომენდანტი იყავით. გაიხსენეთ თბილისის ომი, გაიხსენეთ ცეცხლმოდებული მთავრობის სასახლე და ზვიად გამსახურდია... რას ამბობდა პრეზიდენტი, თქვენ რას ურჩევდით ზვიადს? რას იტყვით ბესო ქუთათელაძეზე და შეგეძლოთ თუ არა შეიარაღებული ოპოზიციის დამარცხება თბილისის ომში.
ტერმინებზე შევთანხმდეთ. არავითარ თბილისის ომს 91-92 წლების ქართულ სინამდვილეში არ ჰქონდა ადგილი. ეს იყო კრემლის მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიელება და სამაჩაბლოს და აფხაზეთის პროვოკაციული ომების ჩათვლით, ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია.
21 დეკემბრის დილას, პირველი დაბომბვებისა და შტურმის მცდელობის შემდეგ, ბატონმა ზვიადმა თავდაცვის შტაბის სხდომა მოიწვია. დამსწრეებს სთხოვა განემარტათ, რამდენ ხანს იყო შესაძლებელი მორიგი შეტევის შემთხვევაში შენობის დაცვა. რომან გვენცაძემ (რესპუბლიკის სამხედრო კომენდანტმა), ჯონი ფირცხალეიშვილმა და ბესო ქუთათელაძემ პრეზიდენტს ნახევარი საათის გარანტია მისცეს; ლოთი ქობალიამ “იმედი” 45 წუთამდე გაზარდა. მაშინ მე ვთქვი, რომ თუ საქართველოს თავისუფლება უზენაესი საბჭოს შენობის დაცვაზე იყო დამოკიდებული, ჩვენ, მას ბოლომდის დავიცავდით.
რაც შეეხება ქუთათელაძის ან “ქუთათელაძეებს” პიროვნებას, რა უნდა ვთქა ისეთ მინისტრზე ან კაცზე, რომელიც საკუთარ თავს და სავარძელს პუტჩს უწყობს? ზედმეტია ასეთთ ეროვნული ინტერესების დაცვა მოსთხოვო. ომანიძეებს, გვენცაძეებს , ნინუებს, ხაბულიანებს და მისთანებს შიშისგან რეფლექსის უნარიც კი დაკარგული ჰქონდათ. იმ დროს საოცარი აღმოჩენა გავაკეთე, ღალატი - ფიზიკურადაც ყარდა
.უზენაესი საბჭოს შენობის დაცვა უნიკალური ფაქტია სამხედრო თვალსაზრისით ; შეხედეთ სამხედრო ასპექტით, ორი კვირა ვერ შეძლეს მტრებმა ფაქტიურად ალყაში მოქცეული მთავრობის სახლის აღება. ვერც კიტოვანის გვარდიამ, მხედრონის კრიმინალებმა, რუსეთის ლაგოდეხში დისლოცირებულმა სადესანტო პოლკმა- "ლიტუჩი მიშ"-მა და ვერც შინაგანი ჯარის 8-ე პოლკმა. ისტორია უკან რომ განმეორებულიყო,ბატონ ზვიადს კვლავ ვთხოვდი არ დაეტოვებინა უზენაესი საბჭო.
1992 წლის 6 იანვარს, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის სასახლე და თბილისი დატოვა. თუ შეიძლება გაიხსენეთ ეს დღე.
თავდაცვის სახელმწიფო საბჭო პრეზიდენტის მეთაურობით, ზვიად ძიძიგური, კონსტანტინე ფირცხელავა და მათ შორიც მეც რეალურად ვფლობდით მონაცემებს რა ხდებოდა ქალაქში, მით უმეტეს ბრძოლის ველზე.
29 დეკემბრიდან ფაქტიურად არ ვიმყოფებოდით ალყაში, უზენასი საბჭოს შენობა აუღებელი ციხესიმაგრე გახდა, პირიქით , ჩვენ ვახორციელებდით პარალელურად რუსეთის სამხედრო ბაზებზე პერმანენტულ თავდასხმებს და ფაქტიურად შევსებული გვქონდა საბრძოლო მასალების მარაგი. უფრო მეტიც, ნელნელა შენობების და შემოგარენი ტერიტორიის გაწმენდაც მიმდინარეობდა.. ვაცნობიერებდით რა იმ ფაქტს, რომ ომმა სისტემატიური ხასიათი მიიღო, იწვოდა დედაქალაქი და სახლიდან სახლზე მოროდიორობის, ასევე ფიზიკური ტერორის ალი გადადიოდა, სამხედროს საბჭომ ხელისუფლების დასავლეთ საქართველოში დროებითი გადასვლის გეგმის შემუშავება გადაწყვიტა.
უნდა აღვნიშნო, რომ შტაბში მშვიდი , გაწონასწორებული, შეთახმებული მუშაობა მიმდინარეობდა. მე პრეზიდენტის ოჯახის გამოყვანის, ასევე კონსტანტინე გამსახურდიას პირადი არქივის გამოტანის ოპერაციის შემუშავება და განხორციელება დამევალა, ხოლო ზვიად ძიძიგურს მოქმედებების კოორდინირება. რაღაც ეტაპზე, პრეზიდენტის ოჯახის წევრთა კატეგორიული უარის გამო, ოპერაციის დაგვიანების საფრთხე შეიქმნა. ზვიად ძიძიგურის ფიზიკური მხარდაჭერით ოპერაცია ბოლო ეტაპზე წარმატებით იქნა შესრულებული. ქუთათელაძის რაზმის მიერ ტელევიზიის მოღალატურად ჩაბარებამ, ქართველი ერის შეცდომაში შეყვანა გამოიწვია; მოწინააღმდეგე არასწორ ინფორმაციას გადასცემდა არარსებულ სამხედრო წარმატებებზე და ამდენად ბრძოლის ველზე მოგებული შეტაკება, სატელევიზიო ეთერთან ბრძოლაში წაგებულ იქნა.ჩვენ დავკარგეთ იდეოლოგიის მძლავრი იარაღი და მტერმა ამით კარგად ისარგებლა.
მეორე ეტაპი ანუ პუტჩისტთა შეიარერებული კორდონების გარღვევის ოპერაცია დასავლეთ საქართველოში გადასაადგილებლად პირადად ჩემთვის უფრო უიღბლო აღმოჩნდა; მშრალ ხიდთან ჩვენი გაჩერებული ბეტეერი, რომელიც მოღალატეებს მოეშალათ, რუსეთის ემისრების თავდასხმის ობიექტი გახდა. Aაქ მხედრიონმა და კიტოვანის “გვარდიამ” უიარაღო ავტობუსის მგზავრები ჩახოცეს. შეტევის მოგერიებამ დიდი დრო წაიღო, ამ დროს პრეზიდენტის გარემოცვაში დეზინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს აალებულ ბეტეერში ოპერაციის ხელმძღვანელობა ჩაიწვა. საპრეზიდენტო კოლონა 42 მანქანის შემადგენლობით , რომელიც 600 მეტრის ინტერვალით უკან მოგვყვებოდა, უკუიქცა და მარნეულის ნაცვლად არასწორი და ტანჯვით აღსავსე ემიგრაციის გზას დაადგა.
სამეგროლოში ჩასვლისთანავე, პრეზიდენტის სასომხეთიდან გამოყვანისა სამეგრელოში წინააღმდეგობის ფრონტის შექმნისთვის მზადება დავიწყე. მახსოვს, 9 იანვარს, ზუგდიდში, ფიზიკურად სულ - 7 ავტომატი იყო, მათ შორის 4 ჩვენ ჩავიტანეთ.
საქართველოს დღევანდელ ხელისუფალთაგან ვის ეჭირა ხელში ავტომატი და ვინ იბრდძოდა სააკაშვილის დღევანდელი გარემოცვიდან გამსახურდიას წინააღმდეგ? რას იტყვით ნიკა რურუაზე, გიგა ბოკერიაზე, გოგა ხაინდრავაზე, გია ბარამიძეზე, კოტე გაბაშვილზე, რომლებიც დღეს ხელისუფლებასში არიან და საერთოდ, რა აზრისა ხართ მიხეილ სააკაშვილზე?
უპრიანი იქნებოდა გეკითხათ ვის არ ეჭირა! ვისაც ავტომატი არ ეჭირა, ის დასავლეთში დეზინფორმაციისა და ჭორების გავრცელებით გვებრძოდა. ზოგი ფულს იპარავდა იმ დროს,ზოგიც მოპარულ პურს, ან კრედიტებს ჭამდა. თქვენ ვინც დაასახელეთ, ყველანი "მამალი პუჩისტები" არიან ანუ სახელმწიფო გადატრიალებაში იარაღით მონაწილენი, ამდენად სახელმწიფო დამნაშავენი და სამშობლოს მოღალატენი.
სააკაშვილზე იმ აზრისა ვარ, რაც მასზე ზვიად გამსახურდიას ექნებოდა... ჩემგან დავამატებდი რომ, რასაც ბავშვობაში პატარა მიშიკო ვერ იკმაყოფილებდა, პრეზიდენტობის დროს ჩვენი ერის საუბედუროდ ყველაფერს ასმაგად ისრულებს.
როგორც ვიცი, თქვენ ბრძოლის ველს ზვიადის საქართველოში დაბრუნებამდე, ესე იგი, 1993 წლის სექტემბრამდე დიდი ხნით ადრე ჩამოშორდით. რატომ, რა იყო ამის მიზეზი?
28 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნისთანავე, ხელისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის მასამ ეროვნული მოძრაობის კარების შემომტვრევა იწყეს. მათი ნაწილი, მართლაც კეთილი საქმის გასაკეთებლად მოვიდა, ბევრის მიზანი კი ხელისუფლების ხელში ჩაგდება იყო და არა ეროვნული ინტერესების დაცვა. გამოიჩეკნენ ისეთი ვაიპოლიტიკოსები, როგორიც კაკო ასათიანი,თენგიზ სიგუა,კიტოვანი და მისთანანი არიან. იგივე პროცესი განმეორდა იმ უთანასწორო ომის დროსაც დასავლეთ საქართველოში. როგორც კი რაიმე მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწევდით, მაშინვე სკამებისთვის მებრძოლთა რიგები დგებოდა ზუგდიდში. ყველა რატომღაც მოსამართლის ან პროკურორის მანტიას ისხამდა და სხვისი ქმედების კრიტიკით იყო დაკავებული-რაც მოგეხსენებათ უფრო ადვილი და მომგებიანი პოზაა, ვიდრე ავტომატით ხელში ომი. მებრძოლებშიც მრავლად გვყავდნენ სკამებზე და სახელებზე შეყვარებული "პოლიტიკოსები". ზოგი სამეგრელოს რეგიონში" ჩაის რესპუბლიკის " შექმნაზე ოცნებობდა, ზოგს სენაკის აეროპორტის კერძო საკუთრებაში გადასცემა ელანდებოდა. სუფევდა მტერთან გაუთავებელი მოლაპარაკებები, ალიანსები, შეფიცვები, ფლიდობები... მავანმა შეგნებული ბრძოლის ნაცვლად ომობანას თამაში დაიწყო. საიდანღააც თბილისის ბრძოლების დროს გამქრალი გვარდიის სტრუქტურა ააღორძინეს. მავანი ფქვილს ყიდდა, ზოგი ბენზინს. ზუგდიდის ცენტრში, ერთ-ერთი ოფისის კარებზე ასეთი განცხადება ეწერა: "სალიარკას ანაწილებს პირადად სარდალი". ვაისარდლები და პოლიტიკოსები გაუთავებელი ენის ქავილით იქცევდნენ თავს. და ამ პერიოდში მე მცირე, მობილური პარტიზანული ლაშქრით განხორციელებული სამხედრო ოპერაციების მომხრე ვიყავი. ამდენად, 1992 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, შეგნებულად უარვი ვთქვი დავმორჩილებოდი ისეთ შტაბს, სადაც გია უჩავსთანა ერთ გამყიდველს შეეძლო ასობით ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა. თანაც ჩემი ჯამრთელობა მოითხოვდა სასწრაფო მკურნალობას, დაჭრილი ვიყავი. ბატონი ზვიადისგან სამეგრელოს ფრონტის მიტოვების გამო საყვედურიც კი არ მახსოვს.
რა აზრისა ხართ ბადრი ზარანდიასა და გია გულუას შესახებ? ყველაზე ადვილია ყველაფერი მკვდრებს გადააბრალო.გია გულუასთან პირადად მიბრძოლია, სირცხვიალია მისი სახელი რაიმე სპეცრაზმს ერქვეს...
ამ საკითხზე ცოტა სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ.გახსოვთ ალბათ ჩვენ ერთ დროს ყარყარაშვილის მეთაურობით "თეთრი არწივის" ხალხი ჩაგვბარდა ტყვედ.ისინი ზუგდიდის ციხეში მოვათავსეთ.ერთერთი ტყვესთან გასაუბრების მიზნით შევედი იზოლატორში. ზუგდიდის "ბლატნოი სასტავიდან" გვარდიელად ქცეულმა ბადრაგის მუშაკმა ისე ოსტატურად გააღო საკნის კარი რომ მისმა გასაღების ხმარების ოსტaტობამ გამაოცა.ვეკითხები : შენ ციხეში მუშაობდი მეთქი? -არა სულ სამი დღეა აქ ვარ. ისე 5 წელი ქურდობაზე ვიჯექიო. მაშინ აღმოვაჩინე ფსქოლოგიური მომენტი,რომელსაც პირობითად "წინააღმდეგობის სინდრომი" დავარქვი. მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც არსებობს ანტაგონისტური დაპირისპირება ადვილია ყველაფრით დაემგვანო მტერს. იფიქრო მასავით, იმოქმედო მისი მეთოდებით, გამოიყენო მისი ჟარგონი, ერთი სიტყვით შეუმჩნევლად დაეშვა მტრის სოციალურ სიბრტყეზე. ამის კარგი მაგალითია "მხედრიონის " ისტორია.გუშინდელი "შავები "გახდნენ მილიციონერები ,ან პირიქით მილიციონერები კარგად ფლობენ დღეს დამნაშავეთა სამყაროს ფსიქოლოგიას და მეთოდებს. რომ არ დაემგვანო მტერს ცოტა სხვა სულიერ ფასეულობებს უნდა ეყრდნობოდე.ცოტა სხვა ცხოვრებისეული პრიორიტეტები უნდა გამოიყენო. ამასვე ვურჩევ ამ "ვარდოსნებს".ვანო მერაბიშვილის უწყებასა და ე.წ "შავ სამყაროს" შორის ყველა ზღვარი წაშლილია,ამას გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის მაგალითიც მეტყველებს. როლები შეიცვლება თუ არა მერაბიშვილს ვერავინ განასხვავებს უბრალო ქუჩის ავაზაკისაგან. ღმერთმა დაგვიფაროს და უკან არ უნდა დავბრუნდეთ,რევანშიზმის და ბოღმის კრებულებს, გიორგაძეებს, აბაშიძეებს და რუსეთის იმპერიას არ უნდა მივცეთ ამის გაკეთების საბაბი.არ უნდა ჩავუგდოთ ქვეყნის მომავალი ხელში. "ნაციონალები" უნდა შეეშვას ისედაც გაცხელებული ვულკანის გადახურებას.ამას სოციალური აფეთქება მოყვება.
რაც შეეხება ბადრი ზარანდიაზე შეკითხვას, რადენადაც ვიცი ზარანდია და ჯაბამ სიკვდილამდის "სულიერი კონსენსუსიც" კი გააფორმეს.
ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია და რა იცით საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიკვდილზე?
ზვიდ გამსახურდია იმსხვერპლა რუსეთის იმპერიამ; მკვლელობის უშუალო შემსრულებელი ედურდ შევარდნაძე კრწანისში ზის და ცოცხლად იხრწნება.
ზვიად გამსახურდია მოწამებრივად ავიდა გოლგოთაზე, ხოლო კრემლის ემისარ შევარდნაძეს ეს არ ეღირსება საქართველოში დაღვრილი სისხლისა და ცრემლის გამო.
დარწმუნებით ვამბობ ბატონმა ზვიადმა მტერს თავი შეაკლა. ვიმეორებ, არ მინდა ეს გახდეს სპეკულირების და აჟიოტაჟის საგანი. ნამდვილად არ მოუკლიათ ზვიად გამსახურდია ინტელიგენტ პროფესორებს და ყმებად ქცეულ მის მცველებს.სანამ ვინმეს მოკვლა დაავალო ადამიანს ისეთ კაცს კოცონის დანთება მაინც უნდა შეეძლოს თან პოლიტიკური მკვლელობის მოწმეებს არავინ ტოვებს ცოცხალს.
აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?
თქვენ როგორ ფიქრობთ?
შეგეძლოთ თუ არა შევარდნაძის მოკვლა და, საერთოდ, ზვიადის მომხრე შეიარაღებულ ძალებში იყო თუ არა მსჯელობა ამის შესახებ? ბრძანება მთელი სამხედრო ხუნტის დაპატიმრებისა ნამდვილად არსებობდა, ხოლო გეგმა ფიზიკური ლიკვიდაცის არ მუშავდებოდა. გელა ლანჩავამ ჩვენს გაზეთს განუცხადა, _ ზვიადის ბანაკში ბევრი ჩვენიანი იყო, რომლებიც ინფორმაციებს გვაწვდიდნენ და ყველაფერი ვიცოდით, რაც ეგრეთწოდებულ ბუნკერში ხდებოდაო!.. ლანჩავამ დაასახელა ერთ-ერთი შემოგზავნილის გვარი,საუბარია ვინმე ირემაძეზე... თქვენ ვის გვარებს დაასახელებთ, რომლებმაც თავი შეირცხვინეს საქართველოსა და პრეზიდენტის წინაშე?
ლანჩავამ საკუთარ ცოდვებსა და სიმხდალეზე ისაუბროს ურჩევნია. თავად ვისი ინფორმატორი იყო?
ამგვარი განცხადებები ლანჩავებს სჭირდებათ თავის სამართლებლად რომ ჩადენილი ბოროტების სიმძძიმე სხვებს გადაუნაწილონ. ვინც ჩვენ გვეხმარებოდა ყველანი გმირები და პატიოსანი მამულიშვილნი არიან.
რას იტყოდით ეროვნული შერიგების დეკლარაციაზე ორი წლის წინ იყო ამგვარი პიარი და მხოლოდ პოპულისტურ ლოზუნგებად დარჩა. არავითარი შერიგების თუ მონანიების პროცესი არ შედგა.ერი როგორც იყო დაყოფილი ისევე დარჩა.პირიქით უარესი გაუცხოვება მოხდა. არც იყო მცდელობა სერიოზულად ამ საკითხზე მუშაობისა . იყო მხოლოდ ცალკეული გადაბირების ცდუნებები, რაც მეტნაკლები წარმატებით ჩაათავეს. ჩვენი რიგებიდან ბოლო მოტმასნილი მედროვეები სიხარულით გადაბარგდნენ მათ ხროვაში. ყველამ ვნახეთ რაღაც ბუტაფორიული " სიზმრის სამინისტროები" და "ნიანგის ცრემლები" ბედკრულ უახლოეს წარსულზე. დღეს ხალხი ხვდება რომ ზევიდან შველა არ იქნება თვით იწყებს გაერთიანებას.თვით ისეთი დაქსაქსული ორგანიზმი ,როგორიც ქართული ემიგრაციაა უკვე ეძებს თვითგადარჩენის მოდელს. თვით ისეთი ფარატინა დოკუმენტი რასაც საქართველოს მოქალაქეობა ქვია აქციეს სპეკულაციის და პოლიტიკური პიარის მუდმივ საგნად. რა ვქნათ ბატონი, ყველა ვერ ვწვეთ 380 კილო სიმძიმეს , ვერც თავს ვიმცირებთ თხოვნით და ბალეტშიც ვერ გამოვდგებით. რა სიტყვებით მიმართავდით მკითხველს წლების მანძილზე შეგნებულად ვარიდებდი თავს იმ ტრაგიკულ მოვლენებზე საუბარს. ჯერ, იმდენად ცხელი იყო მოვლენები და ისეთ გაურკვევლობაში იყო ხალხი, თუ, რა უბედურება დაატყდათ თავს, რომ, ისედაც დაკარგულ მომავალის რწმენას , იმედის ბოლო ნაპერწკალსაც გაუქარწყლებდა ჩემი თვალით ნანახი რეალობის გაცნობა. ხალხი ნელნელა თვით გაერკვა რაც მოხდა, ვისაც თავის მოჩვენება სურდა დრომ ყველას ჩამოხადა ნიღაბი .არ იფიქროთ , რომ მე იმ დროებას მხოლოდ ტრაგიზმით ვიგონებდე, ეს იყო უდიდესი ტკივილიც, უდიდესი მისტერიაც, გნებავთ, -ჟინი შერკინებოდი ბოროტ ბედისწერას. ყველაფერი იყო მაშინ ჩვენს გზაზე - ტრაგიზმიც, გულდაწყვეტაც, გამარჯვების სიხარულიც და გმირობით აღტაცებაც. მეორე მიზეზი დუმილისა კი არის ის, რომ,არ მინდა ეროვნული მოძრაობის, მით უმეტეს კი მისი გმირების სახელები იყოს სპეკულირების საგანი იმ ხალხის ხელში, ვინც ისინი სადისტურად აწამა. ალბათ გახსოვთ შევარდნაძე ბატონი მერაბის სურათის ფონზე. არ მინდა ბატონი ზვიადის სახელი "კომანდორე ჩე"-სავით მაისურებზე ხატონ მისმა მკვლელებმა და მისი სურათებით ფული აკეთონ. ალბათ ეგ სავსებით გასაგები გრძნობაა.
მკითხველს ვეტყოდი, რომ ინდივიდუალურად ყველაზე ჭკვიანი ადამიანები ვართ ქართველები და მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლება უნდა ყავდეს გონიერი.
|