თუ კარგია შენ იყავი პუტჩისტი. მე ხატიონი ვარ.

1. არასდროს არცერთი პოლიტიკოსი არ მიმიჩნევია ჩვეულებრივზე რაიმეთი განსხვავებულ პიროვნებად.
2. ვისაც კი ხალხი ძალაუფლებას მისცემს, ვალდებულია თავის ერს, თავის ხალხს ემსახუროს.
3. უნდა ცდილობდეს ერის გაერთიანებას და შედუღაბებას, და არა დაშლა დანაწევრებას, ერში (ასევე ქვეყანაში მცხოვრებ სხვადასხვა ერებს შორის) შუღლის და ბოღმის თესვას.
4. ვინც 2-3 პუნქტს არ შეასრულებს, ის არა არის ღირსი, იყოს ხელისუფალი.
5. მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მომხდარი გადატრიალება, იყო სამხედრო და უკანონო გადატრიალება.
6. ზვიადს რა თქმა უნდა უყვარდა საქართველო, მაგრამ მარტო სიყვარული არ კმარა. მან ვერ გააცნობიერა რომ საქართველო იყო მთლიანად ხალხი და არ შეიძლებოდა პრეზიდენტის მხრიდან რაიმე დისკრიმინაცია, არც სიტყვით, არც საქმით.
7. გარშემო ყავდა აბსოლუტურად გამოუცდელი და უცოდინარი ხალხი.
8. ამიტომ ვერ აირიდა თავიდან გადატრიალება და ლოგიკურად დასრულდა მისი ხვედრი.
9. ორივე მხარე იყო თანაბრად დამნაშავე, რომ იმ დროს ხალხმა ერთმანეთი ხოცა.
10. ორივე მხარე იყო ერთნაირად დამნაშავე, რომ აფხაზეთში და ოსეთში ომი წავაგეთ.
11. ეხლა ორივე მხარე ცდილობს ეს ყველაფერი ერთმანეთს გადააბრალოს და თვითონ უცოდველი კრავებივით გამოვიდნენ.
12. სინამდვილეში ეს ხალხი მართლაც "ჩარეცხა" © ბაჩო ისტორიამ, ისევე როგორც მათ მიერ ერთმანეთისთვის შერქმეული თიკუნები: "ზვიადისტი" და "პუტჩისტი".
13. ახალი თაობა იმ დროს იხსენებს, როგორც საზიზღარ დროს, სულ არ აინტერესებს რომელი უფრო მართალი იყო (უფრო-უფროს დედა ვატირე, სინამდვილეში ნაგვებით და მედროვეებით იყო სავსე ორივე მხარე).
14. ეს თიკუნები "ზვიადისტი", "პუტჩისტი" ისევე არქაულია, როგორც თეთრგვარდიელი და წითელარმიელი და ცოტა ხანში საბოლოოდ დალევს ჩაილურის წყალს.
15. იმედია ქართველმა ერმა სათანადო გაკვეთილი მიიღო და პოლიტიკოსების გულისთვის (რა გინდ დიდ ადამიანად მოჰქონდეთ თავი) ერთმანეთს აღარ დახოცავს.
16. სულ ფეხებზე მკიდია "ზვიადისტად" მოვიაზრები თუ "პუტჩისტად", რადგან ვინც მე ასე მომიაზრებს ცალტვინაა და ამ თიკუნების არქაულობაზე წარმოდგენა არ აქვს.
არადა დიიიდ უმრავლესობას ეგ დაყოფა აღარ აინტერესებს.
17. ჟამი ქვების გაბნევისა დამთავრდა. ჟამი ნგრევისა დამთავრდა.
ეხლა ქვების შეკრების და შენების ჟამია.
18. ისინი კი, ვინც ისევ იმ თიკუნებით მიმართავს სხვებს, იმ ჟამში არიან ჩარჩენილნი.
This post has been edited by karlsoni on 30 Mar 2007, 21:27
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/