საქართველოს "პრეზიდენტ" ზვიად გამსახურდიას 68 წეილი შეუსრულდა მამულიშვილნო!
გილოცავთ ეროვნული გმირ ზვიადის დაბადების დღეს!
დიმპიტაურიძე, შენი წერილის პირველ ნაწილს ვეთანხმები: სააკაშვილი ნამდვილად სრულ ჭკვაზე არ არის, დანარჩენში კი აშკარად შემცდარი ხარ.
თანაც დღეს საკმაოდ მოზრდილი ხარ და არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც მოპოვებული გაქვს, უკვე უნდა იცოდე, რომ გიჟები ზოგჯერ ჭეშმაარიტებას ლაპარაკობენ, ალბათ ქვეცნობიერად, მიშაც ასეა.
არიან ადამიანები დაბადებიდანვე მკვდრად შობილები (სულიერად), მათი ხორცის გაქრობასთანავე სამუდამოდ ქრებიან და არიან კიდევ ადამიანები რომლებიც სიკვდილს სიცოცხლის უფრო მაღალ საფეხურზე გადაჰყავს ანუ სიკვდილისაგან გვამმოცილებულები, რომლებსაც ამქვეყნიური ბოროტება ვეღარაფერს ვნებს და დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად გაბრწყინდებიან ხოლმე. ასეთი ადამიანების რიგს მიეკუთვნება სულმნათი ზვიადი. დიახ ბატონო ჩემო, ზვიადი სრულფასოვანი "პრეზიდენტია" საქართველოსი და საქართველოს მეტი "პრეზიდენტი" არც ჰყოლია. ზვიადი იქნება საქართველოს მეთაურად, სანამ ქართველი ერი მის სამართალმემკვიდრე სრულფასოვან ეროვნულ მეთაურს ("პრეზიდენტს") არ აირჩევს.
მიშას, რაც გამუდმებით სტანჯავს, ის წამოცდა უნებლიედ.