ყველაზე ადვილი ხალხზე გადაბრალებაა, ჩემო ანიჩქა

უფროსი კი არ უნდა ინატრო ბუნებით დემოკრატი ან ავტორიტარი,
არამედ საქმის მცოდნე, ამასთან ერთად ვალდებული უნდა იყოს-ხელშეკრულების პუნქტებს იცავდეს და შინა განაწესს,
დაარღვევს წესს ვინმე თანამშრომელი და შესაფერისი სასჯელით უნდა დაამშვენოს,
პროფკავშირი კი ჩასაფრებული უნდა იყოს, ხომ არ გადაამეტა სასჯელმა დანაშაულს,
ან ხომ არ დაირღვა ხელშეკრულების პირობები, ამის მერე შეიძლება საქმეში
ჩაერთოს სასამართლოც, მას მედია და უფლება დამცველებიც.
ასე რომ, თუ სისტემა აწყობილია, არც უფროსის ტირანია იქნება და არც მისი
ცრემლიანი შემწყნარებლობა საჭირო, ყველაფერს მართავენ კანონები.
ნორმალური სისტემის აწყობა და კანონების დაცვა კი არავის უნდა,
რადგან მეფობა უფრო სიამოვნებთ, ვიდრე სისტემის ჭანჭიკობა,
ასეა აქ, გურჯისტანში

პ.ს. თემას რაც შეეხება, გუმბარიძე ასრულებდა ცენტრის ბრძანებებს,
არანაირი ინიციატივა მისი მხრიდან არ ყოფილა, არც ზედმეტი ბრექვა,
წავიდა ბრძანებისამებრ, იმის მერე, რაც შეასრულა თავის ფუნქცია.
დემოკრატი არა ის...
This post has been edited by marta007 on 9 Nov 2011, 20:11