გუარდიანვისი თეორიით გნებავთ დემოკრატია? რუსო, ლოკი, ვილსონი, შაიო, პოპერი, ვებერი, ჩეჩილი, ტურენი, დალის თეორია?! ხო მე ამ უკანასკნელს ვემხრობი - დემოკრატია 'ყველასათვის ღია შეჯიბრია', უმრევლესობის 'ბატონობაზე' მეტად უმცირესობის უფლებების დაცვას, საერთოდ მისი მიზანი ადამიანია ბუნებითი და მინიჭებული თავისუფლებებითა და უფლებებით, დემოკრატია 'შემწყნარებლური თანაარსებობაა' (ეს მოკლედ, თორემ დემოკრატია ბევრად მეტია, ვიდრე ეს 2 ღერი სიტყვა)
მაგრამ აი ვნახოთ რას ამბობენ 'ძველები'
მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო დემოკრატიის არსს, რომელიც ბრწყინვალედ არის განსაზღვრული თუკიდიდეს „ისტორიაში” მოტანილ პერიკლეს (ძვ.წ,Vს) ერთ-ერთ სიტყვაში, რომლითაც პასუხი ეძლევა სამ ძირითად კითხვას:
ა)როგორი უნდა იყოს საზოგადოება, რომელსაც ეყრდნობა დემოკრატია? პერიკლეს აზრით, იგი უნდა იყოს:
• მისსავე მიერ მიღებული კანონების მოშიში და არდამშვები, რომ ისინი ვინმემ დაარღვიოს
• დაუწერელი ან მორალური კანონების მტკიცედ დამცველი და მათი დამრღვევის საზოგადოებრივად გამკიცხველი
• ემანსიპირებული და სულიერი მომზადების იმ დონის მქონე, რომ შეძლოს არჩევანის გაკეთებისას იმოქმედოს სახელმწიფოს ინტერესის შესაბამისად
• მამაცი და მზადმყოფი აუცილებლობის შემთხვევაში დაიცვას საკუთარი თავი
• განურჩეველი ადამიანის ქონებრივი მდგომარეობისადმი და უპირატესობის მიმცემი ადამიანის სიქველისა და ცხოვრებისეული გამოცდილებისათვის
• საღი განსჯისა და სიტყვის თავისუფლების დამცველი
ბ)როგორი უნდა იყოს პიროვნება, დემოკრატიულ საზოგადოებაში? პერიკლეს თანახმად, იგი უნდა იყოს:
• სხვა მოქალაქეების თანასწორი უფლებების მქონე
• პიროვნული თავისუფლების მქონე
• სახელმწიფო საქმეებში ჩართული
• პროფესიონალი რაღაც სფეროში და ამით პიროვნული დამოუკიდებლობის მომპოვებელი
• საკუთარი აზრის მქონე და გამომთქმელი
• განათლებული, სულიერად მდიდარი
• კანონის მორჩილი
• სიმდიდრის პოზიტიური მოღვაწეობისათვის გამომყენებელი
გ)როგორი უნდა იყოს სახელმწიფო? პერიკლეს მიხედვით, იგი უნდა იყოს:
• გარანტი დემოკრატიის დაცვისა
• გახსნილი უცხოელთათვის მიღწევების ურთიერთგასაცნობად და ცოდნის მისაღებად
• საზოგადოებრივი და პიროვნული ინტერესების Fჰარმონიაში მომყვანი
• საჯაროობის გარანტი
• მოქალაქეთა თავისუფალი დროის სათანადო შინაარსით შევსებაზე მზრუნველი
• ქვეყნის გაუმართლებელი მილიტარიზაციისაგან თავის შემკავებელი.1
დემოკრატია არ არის ისეთი ფენომენი, რაც ერთხელ დამკვიდრებული, შემდგომში თავისით არსებობს და საკუთარ საფუძვლებს ასაზრდოებს. დემოკრატია ვერ იარსებებს მასზე და მის პრაქტიკაზე მუდმივი მსჯელობის გარეშე არა მარტო ახალდემოკრატიზებად საზოგადოებაში, არამედ თვით დამკვიდრებული ლიბერალური დემოკრატიის შუაგულშიც. დემოკრატიის ცნებას უამრავი განმარტება აქვს, რომლიდანაც გამოვყოფ რამოდენიმეს:
P.S მე კი ჩავაბარებ ამ 'გამოცდას' და გიპასუხებ შენს 'ჩამჭრელ' კითხვაზე, მაგრამ გამომცდელის კომპეტენცია მაინტერესებს, გუმბარიძეს რომ უწოდებს დემოკრატს

არც პერიკლე დაძველდება და არც ცინცინატი
Solveigარავისთვის არ იყო არც კედლის მნგრეველი

უნდოდა და მიიწება ეგ სტატუსი.
სხვათაშორის 2 წლის წინ გამოვიდა წიგნი 'მსოფლიოს 500 ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი', სადაც ჩემდა გასაკვირად ბერლინისმნგრეველი შევარდნაძე არ მოიხსენიებოდა, ალექსანდრე ჩიკვაიძე კი შეტანილი გახლდათ

ხოდა ის, მოდი ნაკლებად დავუჯეროთ ედოს გამოგონილ ზღაპრებს.
This post has been edited by cocolina on 16 Apr 2007, 01:20