nia-aneta, მადლობა, ჩემო კარგი, და შენც ყოველივე სიკეთეს გისურვებ.
რაც შეეხება როდემდეო რომ კითხულობ, ეგაა სწორედ ჩვენი უბედურება. მაგრამ როცა ჩემი თვალით ვხედავ რა პირობებში, როგორი გზებითა და საშუალებებით, რამდენი ტყუილითა და უკანასკნელი სახსარის გაყიდვით ცდილობენ ჩვენი თანამემამულეები გააღწიონ საზღვარგარეთ და რაღაც საშუალება მაინც გამონახონ საარსებოდ, გული გიღონდება. რამდენი ასეთი უპოვიათ ტრაილერებში გაგუდული თუ გაყიდული დაუხსნიათ სხვადასხვა "სალონებიდან"...
კარგია როცა ხელისუფლება ზრუნავს და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს, მაგრამ თუ არაა ეს მის სამოქმედო გეგმაში? რა ქნას ამ ხალხმა? გაწყდეს შიმშილით? ამასწინეებზე ფილმი აჩვენეს, სადაც უკრაინის მძიმე სიტუაციაზე იყო საუბარი და ქალი რომელმაც შვილების გამოსაკვებად საკუთარი თირკმელი გაყიდა.
საქართველოში კი დღე არ გადის მკვლელობის გარეშე. ეს უმეტესად 15-20 წლიანების თაობაა. თაობა რომელსაც არაფერი კეთილი, მშვიდი და ლამაზი არ უნახავს. რომელიც სიცივეში და სიბნელეში გაიზარდა. ცნობილია რომ ეროვნული კატაკლიზმების თაობები ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდ წნეხს განიცდიან და მათ განსაკუთრებული პატრონობა სჭირდება. განსაკუთრებული კი არა ელემენტარული არსადაა.
ბპგ, ეგ ვიცი, ბატონო ბესო! საქმეც მაგაშია. მაგიტომ ვწერ, რომ იქნებ სახელმწიფო დონეზე მოლაპარაკების საკითხად დააყენონ ეს საკითხი მეთქი. როცა ორგანიზირებულად სამშენებლო ბრიგადები, უკვე საქართველოში შექმნილი, ჩამოვა. დადიოდნენ ადრე ჩვენი მშენებლები სხვა ქვეყნებში და მშვენიერ გამოცდილებას ღებულობდნენ ამით. ახალი ობიექტები, ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ამოდენა შესაძლებლობები ნებისმიერი სამშენებლო ფირმისათვის დიდად საინტერესო უნდა იყოს.
პოლონელები თავად სხვა ქვეყნებში მუშაობენო ბრძანებთ. პოლონეთში რომ დასავლეთის სტანდარტებით არ უხდიან ხელფასს ეს არავისთვის უცხო არ უნდა იყოს. იმათი გარკვეული ნაწილიც დაბრუნდებაო, ასე წერენ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რუსებს, ბელორუსებსა და უკრაინელებს რატომრაც

მაინც პოლონეთში ურჩევნიათ მუშაობა. ყველაფერი ხომ შედარებითია.
VASKA88, მე მთელი ეს 10 წელი, რაც პოლონეთში ვარ ეს თბილი რადიატორები "მციოდა", რადგან ჩემებს იქ გათბობა არ ჰქონდათ, ეს ცხელი წყალი, ეს მოწესრიგებული ტრანსპორტი, ეს ნორმალური სამსახური "მტკიოდა". ჩვენზე ნუ დარდობ "შეირგე" ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებაო საქართველოდან მითვლიდნენ... ვერ ვახერხებ.
ამ გზით თუ ერთი - ორი ოჯახი მაინც რაღაც საარსებო სახსარს იშოვის მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. არ შეიძლება ხალხს და ერს ინსტრუმენტალად აღიქვამდე. ეს ხალხი ცალკეული ადამიანებისგან შედგება და იმ ადამიანს ადამიანური ცხოვრება სჭირდება. ადამიანები არ არიან მხოლოდ თავისნაირების გამამარავლებელი მანქანები. არ შეიძლება თავად სიდუხჭირეს (გინდ მატერიალურსა და გინდ სულიერს) გაექცე და სხვას უქადაგო: როგორი გაუსაძლისიც არ უნდა იყოს თქვენი ყოფა მანდ დარჩით, ფეხი არ მოიცვალოთ, რიცხობრივ მაჩვენებლებში არ დაგვაკლდეთ...
naia, შეიძლება . შეიძლება კი არა ასეც იქნება ალბათ, მაგრამ ეგ სამშენებლო კომპანია მუშების გარეშე ხონ ვერ იქნება? ის ხალხი ხომ დასაქმდება? გამოცდილებას ხომ მიიღებს?
წამოდით აქ დასაახლდით მეთქი არასოდეს არავისთვის მითქვამს და არც ვეტყვი, რადგან მე თავად აქ ერთ დღეს საქართველოში დაბრუნების იმედით ვცოცხლობ...
მე რაც დავინახე და როგორც დავინახე ისე ვთქვი.
მეტს არ დავპოტავ ამ თემაში არ მინდა, რომ ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ არც მე მინდა ნეგატივით დავიხუნძლო.
მინდოდა მხოლოდ ინფორმაცია მიმეწოდებინა მათთვის ვისაც შეიძლება გამოდგომოდა.
This post has been edited by August on 21 Apr 2007, 11:08
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/