Corleone
Sonny

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3053
წევრი No.: 8496
რეგისტრ.: 27-January 05
|
#5431486 · 26 Apr 2007, 12:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
WolfSpell
| QUOTE | QUOTE ”მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელ მსოფლიო საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს დაიცვან გენოციდისაგან მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, საკადრისი პასუხი გასცენ შევარდნაძის დამსჯელ ბანდებს და ამხილონ მისი მტაცებლური პოლიტიკა გენოციდისა და ძარცვა-გლეჯისა.”
კარგი იქნება თუკი დაიდება რაიმე უფრო დამაჯერებელი დოკუმენტი. ოფიციალური საიტიდან ბმული, გაზეთის ნომერი ან რაიმე მსგავსი. |
შედი რუსთავი2-ის საიტზე და ნახე თომა ჩაგელიშვილის ფილმი "აფხაზური ხაფანგი". თავად ფილმი ნაგავია, მაგრამ ეგ განცხადება ტექსტობრივად არის მოყვანილი და შეგიძლია წაიკითხო.
აი ზვიადის განცხადებები, ქრონოლოგიურად, აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით:
1992 წლის 14 მაისი, მიმართვაში აფხაზეთის მოსახლეობისადმი (ამონარიდი): ”მოგმართავთ როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, ვინაიდან საფრთხეშია ჩვენი საუკუნოვანი ძმობა. იმპერიულმა ნეოკომუნისტურმა კრიმინალურმა ხუნტამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ აფხაზეთში კვლავ გაღვივდეს ეთნოკონფლიქტი, მან მოსკოვის დავალებით “გააუქმა” საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, რომელშიც ჩაწერილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი, რამაც საბაბი მისცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს გაეძლიერებინა სეპარატისტული კურსი და ქართული ეროვნების კადრების დისკრიმინაცია, ვინაიდან მისი აზრით საქართველოს ახალი კონსტიტუცია აღარ არსებობს, ძველში კი საერთოდ არ არის ნახსენები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა…
პროვოკატორებს სურთ იარაღის ძალით გადაჭრა ამ პრობლემებისა, რაც ყოვლად დაუშვებელია. მოგიწოდებთ მშვიდობისაკენ, გაერთიანებისაკენ, ყველა სადავო პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისაკენ. მე მოვუწოდებ აფხაზ მოსახლეობას იმოქმედოს პარლამენტზე, რათა მან შეწყვიტოს ანტიქართული პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთში გარდაუვალი იქნება სისხლის ღვრა”.
ზვიად გამსახურდია 1992 წლის 24 ივლისს აკეთებს ასეთ განცხადებას: ”ა.წ. 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სესიამ მიიღო რიგი ანტიკონსტიტუციური აქტები, გამოცხადდა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტა, აღდგენილ იქნა აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცია, რაც საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის გასვლას ნიშნავს. სესია უფლებამოსილი არ იყო ასეთი აქტების მიღებისა, რადგან დარბაზში არ იყო კვორუმი, ანუ კვალიფიცირებული უმრავლესობა-დეპუტატების ორი მესამედი, რომელიც აუცილებელია კონსტიტუციური შესწორებებისათვის, ან კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებისას.
ამგვარი მოქმედება გამართლებულ იქნა იმით, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია შეჩერებულია, ხოლო ძველ კონსტიტუციაში აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო, საერთოდ არ მოიხსენიება. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია მოქმედებს და საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების გადაწყვეტილება მისი შეჩერების შესახებ უფლებამოსილი არ არის.
აღდგენა 1925 წლის კონსტიტუციისა, სადაც ლაპარაკია პროლეტარიატის დიქტატურაზე, კომუნიზმის იდეალებზე, ნიშნავს საბჭოთა კომუნისტური წყობის აღდგენას აფხაზეთში, რაც, იოლად რომ ვთქვათ, წარმოადგენს ანაქრონიზმს და ეწინააღმდეგება მსოფლიო ისტორიის განვითარებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს უაღრესად უარყოფითი შედეგები, დაპირისპირება და კონფლიქტი ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყველა ზემოთნახსენები აქტი მოკლებულია კონსტიტუციურ საფუძველს და არა აქვს იურიდიული ძალა. საკითხი აფხაზეთის სტატუსის შესახებ უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან შეთანხმებით.”
მიუხედავად პრეზიდენტის ამ მცდელობისა, ვერ მოხერხდა აფხაზეთში ომის თავიდან აცილება. ზვიად გამსახურდია იმავე დღეს, 14 აგვისტოს გამოეხმაურა სისხლიანი კონფლიქტის დაწყებას:
”მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელ მსოფლიო საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს დაიცვან გენოციდისაგან მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, საკადრისი პასუხი გასცენ შევარდნაძის დამსჯელ ბანდებს და ამხილონ მისი მტაცებლური პოლიტიკა გენოციდისა და ძარცვა-გლეჯისა.”
21 აგვისტოს მიმართა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ვლადისლავ არძინბას: “აფხაზეთში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისათვის, აფხაზი ხალხის გენოციდისაგან გადასარჩენად გთავაზობთ სასწრაფოდ მოიწვიოთ პარლამენტის სესია და გააუქმოთ გადაწყვეტილება კონსტიტუციის აღდგენის შესახებ, აღადგინოთ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და 1978 წლის კონსტიტუცია”.
მოსკოვში 3 სექტემბერს გამართულ სამხრივ შეხვედრასთან დაკავშირებით: ”3 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ბ. ელცინს, ე. შევარდნაძესა და ვ. არძინბას შორის, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი შედეგი არ მოუტანა არც საქართველოს და არც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.”
ეს განცხადება მთავრდება შემდეგი სიტყვებით: ”მე დარწმუნებული ვარ, რომ სანამ არსებობს შევარდნაძის სისხლიანი, ფაშისტური რეჟიმი, აფხაზეთში კონფლიქტი უფრო გამწვავდება და მიიღებს უმძაფრეს ფორმებს”.
საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს, 25 სექტემბერს, მან ასე მიმართა ქართველ ერს: ”ძვირფასო თანამემამულენო! ძმანო და დანო!
მე, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი, დავუბრუნდი სამშობლოს და განვაგრძობ ერის წინაშე ჩემი მოვალეობის შესრულებას. მე ვხედავ საქართველოს უმძიმეს მდგომარეობას, მე არ შემეძლო ასეთ დროს ვყოფილიყავი საქართველოს გარეთ, მე ჩამოვედი არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევასრულო ჩემი თანამდებობრივი მოვალეობა, არამედ იმისათვის, რომ სათავეში ჩავუდგე ეროვნული ხსნის მოძრაობას.
ძმანო და დანო! ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ასეთ დროს დიდი დაფიქრება და პასუხისმგებლობა გვმართებს. მე ჩემოვედი არა იმისათვის, რომ გავაჩაღო სამოქალაქო ომი ან დავსაჯო ვინმე, არამედ ჩემი მიზანია ერის გამთლიანება და ეროვნული შერიგება, და თუ მოწინააღმდეგე მხარე შეიგნებს თავის შეცდომებს, შეინანებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, მე მზად ვარ მათაც გავუწოდო ხელი.
თუ უკანონო ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და გადადგება, მე მზად ვარ უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით დავნიშნო ახალი არჩევნები, ყველას მიეცემა ხელშეუხებლობის გარანტია სათანადო პირობების გათვალისწინებით.
ალბათ, მრავალ თქვენგანს სურს შეიტყოს, თუ რად დაგვიანდა ჩემი ჩამოსვლა; იმის გამო, მეგობრებო, რომ მქონდა უამრავი დაბრკოლება, რომელთა დაძლევაც ვერ ხერხდებოდა, მაგრამ აი, დადგა ჟამი და ბოლოს მივაღწიე იმას, რომ დღეს თქვენთან ვარ. დღეს საქართველო უნდა დაირაზმოს ერის ხსნისათვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის, ჩვენი ეკონომიკის აღდგენისათვის, ქართული სულის აღორძინებისათვის. გაუმარჯოს ჩვენს ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად!”
ზვიად გამსახურდიამ აიღო ინიციატივა გაერთიანებულიყვნენ კანონიერი ხელისუფლებისა და ფაქტობრივი ხელისუფლების ძალები. ამ გზით იგი მიდის ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის შტაბში. ხუნტის გენერლებს ზვიად გამსახუდრიამ განუცხადა: „... დაარწმუნეთ თქვენ თქვენი მხარე, ვინც აქა ხართ მათი წარმომადგენლები, რომ ჩვენ მზად ვართ ამისათვის ( ძალების გაერთიანებისთვის. - რედ.) და გავაერთიანოთ ყველაფერი, ტექნიკური რესურსები, ყველაფერი უნდა გაერთიანდეს და წავიდეს ერთად მოქმედება, ბრძოლა...
თქვენ ხომ იცით, ავღანეთის ომი ათი-თერთმეტი წელიწადი რატომ გაგრძელდა? იმიტომ რომ იქ იბრძოდნენ სხვადასხვა დაჯგუფებები, რომლებსაც ერთმანეთში ჰქონდათ ჩხუბი. აი, ეს იყო ძირითადი. არ ჰქონდათ ერთიანი ფრონტი, არ ჰქონდათ ერთიანი ხელმძღვანელობა. იქ ყველა ხელმძღვანელი იყო, ყველას თავისი ჯგუფი ეკუთვნოდა...
ერთიანი ეროვნული არმიის სტრუქტურაში უნდა გაერთიანდეს ყველა. სხვა გამოსავალი ჩვენ არა გვაქვს. აი, სოხუმის წაგება ამის შედეგია... ე.შევარდნაძემ მოაწერა ხელი პირდაპირ სოხუმის ჩაბარებას. მითხარით ვინმემ, არა ვარ ამაში სწორი? მოაწერა ხელი თუ არა მან, რომ ყველა შეიარაღებული ქართული ძალა გამოყვანილი ყოფილიყო სოხუმიდან? მოაწერა თუ არა ხელი რომ მთელი ტექნიკა გაყვანილი ყოფილიყო აფხაზეთიდან? მოაწერა თუ არა ხელი, არძინბა დაბრუნებულიყო სოხუმში?.. ჰოდა, რაზეც მაგან ხელი მოაწერა, ის შესრულდა... იძახის (ე. შევარდნაძე- რედ.), რომ აი, ესენი, ოჩამჩირის ფრონტი, არ მომეხმარაო, არ შემოვიდნენ დროზეო და მოღალატეები არიანო... თვითონ არის მოღალატე, მაგან ჩააბარა სოხუმი და ახლა არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩააბაროს ოჩამჩირის რაიონი. მაგას ამის ნებას არ მივცემთ. სოხუმსაც დავიბრუნებთ, თუ ჩვენ ერთად ვიქნებით... აი, გეუბნებით მე თვენ, არ მოვშორდები აქაურობას, სულ აქ ვიქნებით ახლა დღე და ღამე..
ჩემზე ავრცელებს ე. შევარდნაძე ჭორებს... იძახისო, რომ არ წახვიდეთ, არ იომოთ აფხაზეთშიო, წავიდეთ, თბილისი ავიღოთო (ხმა: აფხაზეთი თუ დავკარგეთ, თბილისი რად გვინდა...). ჰო, რად გვინდა... მთელი ძალები ჰყავს მაგას სამტრედიაში და ფოთში, მთელი ტექნიკა იქა ჰყავს... და დავიცვათ ქუთაისი, დავიცვათ თბილისიო. ვინ ესხმის, რად გვინდა ჩვენ ახლა იქით წასვლა. შავნაბადას ბატალიონი ფოთში უყენია. მე როგორც კი ჩამოვედი ზუგდიდში, პირველ დღესვე მოვიდა იმ შავნაბადას ბატალიონის მეთაური და კომენდანტი და აი, ახლავე წავალთო აფხაზეთში. რატომ არ წამოვიდა? შევარდნაძეს უნდა ჩააბაროს მთელი აფხაზეთი, როგორც სოხუმი. ამას აკეთებს შეგნებულად.
გაგრაში რა გააკეთეს? გაგრაში იგივე არ იყო? გაგრის ჩაბარების დღეს ჩაბარდა სოხუმი, იმიტომ, რომ გახსნილია რუსეთის საზღვარი, ზურგი ღიაა, ე. ი. აფხაზების მთელი ზურგი არის რუსეთი. ამოდენა ზურგი გაუხსნა აფხაზებს ამ გაგრის ჩაბარებით.სოხუმი იმ დღეს იყო ჩაბარებული, გვიკვირს რამე?...
სოხუმში ვიტომ მშვიდობა დამყარდა, ყველა ჩავიდა... ყველა ჩავიდა სოხუმში... ხაფანგში გააბა ხალხი... სანამ ყველას არ გავიყვან არ გავალო, ე. ი. ყველა ქართველი უნდა გაიყვანოს აფხაზეთიდან. ეს არის მაგის მიზანი (ხმა: უკვე თბილისშია). უკვე თბილისშია არა? ხომ ხედავთ. ახლა ზეიმი იქნება თბილისში - დაგვიბრუნდა მეთაური, ეროვნული გმირი, ე. ი. ჩააბარა სოხუმი და გმირი გახდა... შეიძლება ახლა მოვიდა ბრძანება - გაიყვანეთ ტექნიკა და გადიწო არაფერი არ დაუთმოთ, არ დაემორჩილოთ თბილისიდან ბრძანებას. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ფრონტით უნდა ვიბრძოლოთ აფხაზეთის დასაცავად. მოკლედ, ამაზე უნდა შევთანხმდეთ: ერთიანი შტაბი, ერთიანი მოქმედება, ერთიანი გეგმა...„
იმავე დღეს ოჩამჩირეში მიტინგზე: „მეგობრებო! ხუნტა თესავს პანიკას, იგი ცდილობს ჭორებით, ათასგვარი ცრუ ხმების გავრცელებით, დაამახინჯოს ჩვენი პოზიცია აფხაზეთის მიმართ, დაამახინჯოს კანონიერი ხელისუფლების პოზიცია. ვაფრთხილებ უკანონო ხელისუფლებას, თუ რაიმე დაბრკოლება იქნება, კატასტროფულ შედეგებს მოგვიტანს ეს. ასე რომ , მეგობრებო, გთხოვთ, ამოგვიდგეთ მხარში, ყველას გთხოვთ, ამოგვიდგეთ მხარში, ყველას, ყველას გთხოვთ, მთელი რაიონის მოსახლეობას, ქალაქის მოსახლეობას; უნდა მოხდეს ერთი რამ: მე ვიცი, რომ აქ გარდა იმისა, რომ არის ჩვენი ბატალიონი, არის სამურზაყანოს ჯგუფი, რომელიც აგრეთვე კარგად იბრძვის დღეს იქ. მოსახლეობას აუცილებლად, თავშემონახულ კარგ ვაჟკაცებს აუცილებლად ექნებათ იარაღი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქმნება სახალხო ლაშქარი. ამ ლაშქარში უნდა შემოვიდეს ყველა, ვინც თავის თავს ქართველად თვლის და ვინც კაცად თვლის, ყველა უნდა შემოვიდეს ამ ლაშქარში და სასურველია რომ მოხვიდეთ თქვენივე იარაღით. ჩვენ იარაღს კიდე ვიშოვით, მაგრამ გვჭირდება, თქვენივე იარაღით მოდით, ჩაეწერეთ ლაშქარში, რომელიც დადგება საქართველოს სადარაჯოზე, დადგება ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე, დადგება ჩვენი მშვენიერი კუთხის სადარაჯოზე და ამ ბრძოლას გამარჯვებით მიიყვანს ჩვენი ძლევამოსილი მხედრობის ხელმძღვანელობით„.
--------------------
Luck of the Georgians
|